თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2014, 17:59
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2988,
კომენტარები: 12
ანდერსონი კლუბს ზამთარში დატოვებს
ანდერსონი ბრაზილიაში ბრუნდება?!
ანდერსონი კლუბს ზამთარში დატოვებს
"იუნატედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ანდერსონმა, შესაძლოა საბოლოოდ დაასრულოს ინგლისური კარიერა და იანვარში მშობლიურ "გრემიოს" დაუბრუნდეს.

ანდერსონს, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული ტრანსფერია სერ ალექსის ეპოქაში, "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვს და ამასთან კონტრაქტიც ეწურება მომავალ ზაფხულს.

26-წლის ბრაზილიელმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ, ვან გაალის გეგმებში არ შედის. ის აგვისტოს შემდეგ არ გასულა მოედანზე და სავარაუდოდ ვეღარასდროს მოირგებს წითელ მაისურს, "იუნაიტედის" ემბლემით.

ანდერსონმა მართალია დაბლოკა ზაფხულში ბრაზილიაში ტრანსფერი, თუმცა ამჯერად მოუწევს დათანხმება და მშობლიურ კლუბში დაბრუნება.

"ყოველთვის არის შანსი ჩემი სამშობლოში დაბრუნების"- განუცხადა მან ერთ-ერთ რადიოს.

"ეს ჩემი სახლია და მე ყოველთვის პატივს ვცემ მათ - ეს ყველამ იცის, ასევე იქ დაბრუნება შანსს მომცემს ოჯახთან მეტი დრო გავატარო. "

ანდერსონის გადაბირებისადმი ინტერესს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი იჩენს და ეს "ფლამენგოა". ბრაზილიელმა, რომელსაც ერთ დროს რუნიზე უკეთესს უწოდებდნენ, პრემიერ ლიგის 4, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო, თუმცა მიუხედავად ამისა მისი "იუნაიტედში" დარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია.


წყარო: M.E.N
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
13 ნოემბერი 2014 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
MANUTD FAN.,
და მაინც რომ არავის უნდა სხვასაც კი
0
№12
ავტორი: PaLoMo
13 ნოემბერი 2014 17:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Arada soni 2 shi kai monacemebi qonda komunistebis dros:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top