თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2185,
კომენტარები: 12
დე ხეას ინტერვიუ
დავიდ დე ხეამ ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
დე ხეას ინტერვიუ
"ჩელსისთან" და "სიტისთან" მატჩებში ვაჩვენეთ, რომ მათთან კონკურენცია შეგვიძლია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას გუნდმა, იმისთვის, რომ მათ არ ჩამოშორდეს?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდებული კლუბია და ყოველთვის ახლო-მახლო იქნება. თუ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, ჩვენც არც თუ ძალიან შორს ვიმყოფებით. ყველაფერი, რისი კეთებაც საჭიროა - ეს არის თავდადებით მუშაობა და უკეთესად გახდომის მცდელობა. მნიშვნელოვანია, მთლიანად საკუთარ თავზე ვიყოთ კონცენტრირებულნი და სხვებს ყურადღება არ მივაქციოთ.

თამაშში ბევრი დამაიმედებელი ხასიათია, მაგრამ მისი დაფუძნება ვერ ხერხდება. რატომ?

არ ღირს თავის მართლება, მაგრამ როცა ამდენი ტრავმა და გაძევებაა, ეს უბრალოდ უიღბლობაა. ეს ყველას უფრო მეტ მუშაობას აიძულებს. მზადყოფნის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მუდმივი შემადგენლობა უნდა გყავდეს, ასე რომ, ვიმედოვნებ მალე ყველა ფორმაში ჩადგება. ეს თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

მოედანზე შენი პოზიციიდან ამჩნევ, რომ გუნდი ბოლო კვირებში ვითარდება?

დიახ, ამ რაკურსით ჩანს, რომ უფრო კომპაქტურად ვთამაშობთ და მოწინააღმდეგეს კარის აღების მცირედ შანსს ვუტოვებთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი თავდასხმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა - უბრალოდ შანსები უნდა გამოვიყენოთ. გოლებს გამარჯვებები მოაქვს, გამარჯვებებს კი ქულები, რომელიც ასე ძლიერ გვჭირდება.

ცდილობდა თუ არა მწვრთნელი ბოლო კვირის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული გზავნილის მიწოდებას ფეხბურთელთათვის?

მან უბრალოდ თავდაჯერებულობა გადმოგვცა. რადგანაც საკუთარ თავდაჯერებულობას ჩვენ გვაწვდის, მის მაგივრად უნდა ვაკეთოთ საქმე და საჭირო გამარჯვებები მოვიპოვოთ. დღითი დღე უნდა ვიმუშავოთ.

"სიტისთან" თამაშმა დაცვის პრობლემები აჩვენა. გჯერა, რომ ეს ტრავმების გამო ხდება?

უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინა სეზონებში ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ტრავმების ასეთი რიცხოვნობის გამო ძალიან არ გვიმართლებს, რაც მომზადების მაღალ დონეზე ყოფნას გვაიძულებს. იმედი მაქვს, ტრავმირებული ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდებიან.

როგორც მეკარეს, როგორი დამოკიდებულება გაქვს დაცვის ხაზის მუდმივ ცვალებადობასთან?

ნათელია, რომ ეს მდგომარეობას ართულებს, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ჩემი დანიშნულება ნებისმიერ დაცვაზე მორგებაა. მეკარისთვის დაცვის ოთხეულთან გაცნობა და თითოეული მათგანის პოზიციის ცოდნა მნიშვნელოვანია. რთულია, როცა მოთამაშეები საკუთარ პოზიციებზე არ იმყოფებიან, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გაიძულებს კონცენტრირებას და სამუშაოსთან შეგუებას. გამოცდილებასთან ერთად მე ვძლიერდები.

შენ თქვი, რომ კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებ. როგორ აპირებ ფორმის შენარჩუნებას?

მნიშვნელოვანია ბეჯითად მუშაობა და მუდმივი პროგრესირება. ასე, მე ფიზიკური ფორმისა და კონცენტრაციის დონის შენარჩუნებას მოვახერხებ. სწორედ ამისკენ ვისწრაფვი.

სანაკრებო პროგრესი და მსოფლიო თასზე მონაწილეობა გეხმარება?

დიახ, ნაკრებში გამოძახება და მის რიგებში თამაში თავდაჯერებულობას მმატებს. ეს კონცენტრაციის შენარჩუნებაში და საკუთარი თავისადმი რწმენაში მეხმარება.

მიმდინარე სეზონის რომელ თამაშში დარჩი საკუთარი თავით კმაყოფილი ყველაზე მეტად?

"ევერტონთან" მატჩით. ალბათ, ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გუნდისთვის სამი ქულის აღებაში დახმარების გაწევა გახლავთ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარ თამაშში რის გაუმჯობესება შეძელი?

უნდა ვთქვა, რომ ყოველმხრივ ვვითარდებოდი. მაგრამ უფრო გამოვყოფდი იმას, რომ მეტად კონცენტრირებული და ტაქტიკურად მორგებადი გავხდი. ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებით ვარ. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ როცა მოედანზე გავალ, აუცილებელ სამუშაოს შევასრულებ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მუდამ რაღაცას უნდა სწავლობდნენ და უმჯობესდებოდნენ. ისინი მუდამ მეტის მიღწევას უნდა ესწრაფოდნენ.

წყარო: manurd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 ნოემბერი 2014 14:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიმაჩნია, რომ ჩვენი თავდასხმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა


თავდასხმის სიძლიერეს მხოლოდ სახელები არ განსაზღვრავს. ჩვენთან არის პერსი, ფალკაო, დი მარია, რუნი, მატა - კრეატიულ ფებხურთელთა ბრბო, რომელთაც სწორედ კრეატიულობას ვუწუნებთ წელს. არ მიმაჩნია, რომ ჩვენი თავდასხმა ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს მხოლოდ ფორმალურადაა ასე.

გუნდს აშკარად ეტყობა ფანტაზიისა და მომენტების მკვლელის ინსტინქტით გამოყენების ნაკლებობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
11 ნოემბერი 2014 15:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერთადერთი კაცი რომელთანაც არავის არანაირი პრეტენზია არ აქვს. მგონი წელსაც ეს გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. love ამას ვენაცვალე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Mufc7
11 ნოემბერი 2014 16:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს რომ არ გვყავდეს love საოცრება გვყავს. საინტერესო ინტერვიუ იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Martial
11 ნოემბერი 2014 16:24
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
უბრალოდ შანსები უნდა გამოვიყენოთ


პერსის უთხარი ეგ
0
№5
ავტორი: AkkRed
11 ნოემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაჭკვიანდა გაძლიერდა გასიპმათიურდა გახდა მანჩესტერის იგროკი :დდ love
0
№6
ავტორი: Esi
11 ნოემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რეალში არ გაგვცვალო კაცურად!
0
№7
ავტორი: red devil
11 ნოემბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს რო რეალში წავიდეს დაგვერხევა მაგრად :(
0
№8
ავტორი: chudikone
11 ნოემბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კიდევ 15 წელი ჩვენი კარის დარაჯი უნდა იყოს დე ხეა ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Berba 9
11 ნოემბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
იცის ამ კაცმა რა და როგორ უნდა ილაპარაკოს...

ისე კი ფაქტია, რომ ძალიან მაგარ, ალბათ საუკეთესო სეზონს ატარებს და დარწმუნებული ვარ ჯერ მხოლოდ 24 წლის დე ხეა ძალიან ბევრ მიაღწევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: DiMaria
12 ნოემბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
AkkRed,
გოგოების რისხვაა ეს და ბლინდი გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top