თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2190,
კომენტარები: 12
დე ხეას ინტერვიუ
დავიდ დე ხეამ ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
დე ხეას ინტერვიუ
"ჩელსისთან" და "სიტისთან" მატჩებში ვაჩვენეთ, რომ მათთან კონკურენცია შეგვიძლია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას გუნდმა, იმისთვის, რომ მათ არ ჩამოშორდეს?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდებული კლუბია და ყოველთვის ახლო-მახლო იქნება. თუ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, ჩვენც არც თუ ძალიან შორს ვიმყოფებით. ყველაფერი, რისი კეთებაც საჭიროა - ეს არის თავდადებით მუშაობა და უკეთესად გახდომის მცდელობა. მნიშვნელოვანია, მთლიანად საკუთარ თავზე ვიყოთ კონცენტრირებულნი და სხვებს ყურადღება არ მივაქციოთ.

თამაშში ბევრი დამაიმედებელი ხასიათია, მაგრამ მისი დაფუძნება ვერ ხერხდება. რატომ?

არ ღირს თავის მართლება, მაგრამ როცა ამდენი ტრავმა და გაძევებაა, ეს უბრალოდ უიღბლობაა. ეს ყველას უფრო მეტ მუშაობას აიძულებს. მზადყოფნის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მუდმივი შემადგენლობა უნდა გყავდეს, ასე რომ, ვიმედოვნებ მალე ყველა ფორმაში ჩადგება. ეს თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

მოედანზე შენი პოზიციიდან ამჩნევ, რომ გუნდი ბოლო კვირებში ვითარდება?

დიახ, ამ რაკურსით ჩანს, რომ უფრო კომპაქტურად ვთამაშობთ და მოწინააღმდეგეს კარის აღების მცირედ შანსს ვუტოვებთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი თავდასხმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა - უბრალოდ შანსები უნდა გამოვიყენოთ. გოლებს გამარჯვებები მოაქვს, გამარჯვებებს კი ქულები, რომელიც ასე ძლიერ გვჭირდება.

ცდილობდა თუ არა მწვრთნელი ბოლო კვირის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული გზავნილის მიწოდებას ფეხბურთელთათვის?

მან უბრალოდ თავდაჯერებულობა გადმოგვცა. რადგანაც საკუთარ თავდაჯერებულობას ჩვენ გვაწვდის, მის მაგივრად უნდა ვაკეთოთ საქმე და საჭირო გამარჯვებები მოვიპოვოთ. დღითი დღე უნდა ვიმუშავოთ.

"სიტისთან" თამაშმა დაცვის პრობლემები აჩვენა. გჯერა, რომ ეს ტრავმების გამო ხდება?

უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინა სეზონებში ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ტრავმების ასეთი რიცხოვნობის გამო ძალიან არ გვიმართლებს, რაც მომზადების მაღალ დონეზე ყოფნას გვაიძულებს. იმედი მაქვს, ტრავმირებული ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდებიან.

როგორც მეკარეს, როგორი დამოკიდებულება გაქვს დაცვის ხაზის მუდმივ ცვალებადობასთან?

ნათელია, რომ ეს მდგომარეობას ართულებს, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ჩემი დანიშნულება ნებისმიერ დაცვაზე მორგებაა. მეკარისთვის დაცვის ოთხეულთან გაცნობა და თითოეული მათგანის პოზიციის ცოდნა მნიშვნელოვანია. რთულია, როცა მოთამაშეები საკუთარ პოზიციებზე არ იმყოფებიან, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გაიძულებს კონცენტრირებას და სამუშაოსთან შეგუებას. გამოცდილებასთან ერთად მე ვძლიერდები.

შენ თქვი, რომ კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებ. როგორ აპირებ ფორმის შენარჩუნებას?

მნიშვნელოვანია ბეჯითად მუშაობა და მუდმივი პროგრესირება. ასე, მე ფიზიკური ფორმისა და კონცენტრაციის დონის შენარჩუნებას მოვახერხებ. სწორედ ამისკენ ვისწრაფვი.

სანაკრებო პროგრესი და მსოფლიო თასზე მონაწილეობა გეხმარება?

დიახ, ნაკრებში გამოძახება და მის რიგებში თამაში თავდაჯერებულობას მმატებს. ეს კონცენტრაციის შენარჩუნებაში და საკუთარი თავისადმი რწმენაში მეხმარება.

მიმდინარე სეზონის რომელ თამაშში დარჩი საკუთარი თავით კმაყოფილი ყველაზე მეტად?

"ევერტონთან" მატჩით. ალბათ, ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გუნდისთვის სამი ქულის აღებაში დახმარების გაწევა გახლავთ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარ თამაშში რის გაუმჯობესება შეძელი?

უნდა ვთქვა, რომ ყოველმხრივ ვვითარდებოდი. მაგრამ უფრო გამოვყოფდი იმას, რომ მეტად კონცენტრირებული და ტაქტიკურად მორგებადი გავხდი. ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებით ვარ. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ როცა მოედანზე გავალ, აუცილებელ სამუშაოს შევასრულებ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მუდამ რაღაცას უნდა სწავლობდნენ და უმჯობესდებოდნენ. ისინი მუდამ მეტის მიღწევას უნდა ესწრაფოდნენ.

წყარო: manurd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
12 ნოემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
DiMaria,
ბლინდიი love wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2014 12:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Berba 9
ისე კი ფაქტია, რომ ძალიან მაგარ, ალბათ საუკეთესო სეზონს ატარებს და დარწმუნებული ვარ ჯერ მხოლოდ 24 წლის დე ხეა ძალიან ბევრ მიაღწევს


ამისთვის ლიგაზე გასვლაა საჭირო დროულად. მარტო ჩემპიონატში ისე ვერ მოიხვეჭს სახელს როგორც საჭიროა. გუნდმაც უნდა შეუწყოს ხელი და იმედია შეუწყობს თორე მართლა წავა რეალში და თუ გავამტყვნო უნამუსო ვიყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top