თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 12:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 11
"ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ლა-მანში უნდა გადაცურონ"
ყოფილი მწვრთნელი "იუნაიტედის" შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, ტომი დოჰერტი თვლის, რომ ლუი ვან გაალის გუნდს პრემიერ ლიგის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის არავითარი შანსი არ აქვს.

შოტლანდიელი სპეციალისტი, რომელიც "იუნაიტედს" 1972 წლიდან 1977 წლამდე ხელმძღვანელობდა თვლის, რომ მიუხედავად ბრწყინვალე რეზიუმისა, რომელიც ვან გაალს აქვს, იგი "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანს.

"ვან გაალი აქ მოსვლისას ალბათ ტიტულზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება პირველ კვირებში გაუფერულდა. სიმართლე გითხრათ, არც ერთ პენის არ დავდებდი ოთხეულში მათ შესვლაზე. მანამ, სანამ ისინი საკუთარ გეგმებში გაერკვევიან, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საუკეთესო საშუალება მათთვის ლა-მანშის გადაცურვა იქნება."

"რა თქმა უნდა, ვან გაალს კონტინენტზე შესანიშნავი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული, მაგრამ შესაძლოა არ ელოდა, რომ პრემიერ ლიგაში სხვაგვარ ფეხბურთს თამაშობენ."

"დევიდ მოიესს ძალიან მკაცრად მოექცნენ და მიმდინარე სეზონი ამას ამტკციებს. ვან გაალმა მთელი რესურსი ტრანსფერებზე დახარჯა და ამის ფონზე მას გასულ წელთან შედარებით უარესი მაჩვენებელი აქვს, თუმცა მას თავზე არავინ დასჩხავის."

"ტრავმები მას არ ინდობს, მაგრამ ვშიშობ ვან გაალს ფული უფრო მალე შემოელევა, ვიდრე ფეხბურთელები, თუ ზამთარში ისევ დახარჯავს. მან ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი ცვლილება განახორციელა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ტრავმებზე იწუწუნოს, მაგრამ ძვირადღირებული შენაძენები სრულფასოვანი პროდუქტი უნდა იყოს და არა ის, რასაც ახლა ვხედავთ."

"ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კოჭლივით მოქმედებს. რაც შეეხება ფალკაოს, ვგონებ, ის სპორტულ ვიქტორინაშიც კი მიიღებდა ტრავმას."

"ლუკ შოუ - ახალგაზრდაა, ნაკრების ფეხბურთელია, მაგრამ მის შესახებ დასკვნების კეთება ჯერ ნაადრევია. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თამაშს, თუმცა უკეთესად გამოიყურება, ვიდრე "საუთჰემპტონში"
- განაცხადა დოჰერტიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 ნოემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კოჭლივით მოქმედებს. რაც შეეხება ფალკაოს, ვგონებ, ის სპორტულ ვიქტორინაშიც კი მიიღებდა ტრავმას."


სამწუხაროა, მაგრამ ასეა. სასაცილოცაა პრინციპში.

მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგისკენ გზას არათუ ლა-მანშის გადაცურვით და გემების დახმარებით მოვახერხებთ, არამედ ავტობუსით და თვითმფრინავებით, თანაც მომდევნო სეზონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
11 ნოემბერი 2014 15:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ზედმატად კრიტიკული ხომ არაა?

საერთოდ რა დაბოღმილები არიან იუნაიტედზე ეს მწვრთვნელები და ფეხბურთელები? ეხლა ვიღაც გამოვა და სიმართლეს საუბრობსო. რაღაცეები დაწერა სიმართლე, მაგრამ შანსი რომ არ გავქს ოთხეულსი სასაცილოა. ნამეტანია უკვე. ყველა ვისაც არ ეზარება იუნაიტედს აკრიტიკებს. ამხელა კაცი ხარ დადექი გაამხნევე ხედავ რამხელა წნეხია გუნდზე. ეს სირები კდიე გამოდიან და უფრო უმატებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Best 7
11 ნოემბერი 2014 16:12
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ოთხეულშI სEვალთ და მერე შენ რა მოგივაა შე ბებრუხანა
0
№4
ავტორი: SAF
11 ნოემბერი 2014 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მემგონი თუ ვან გაალმა არ შეცვალა რამე გაისად ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გვაყოლება troll




რა მაცინებს derpwhy jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: Martial
11 ნოემბერი 2014 16:23
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დი მარიამ ჩააგდო მარა ჯერ დრო კიევ აქვს. ფალკაოსაც ბევრი გაუდა და ვნახოთ

ოთხეულში ვისაც შეუძლია მოხვედრა ყველა ცუდ ფორმაშია. საუტჰემპტონის დიდი პატივისცემის მიუხედავად დაეშვებეიან ეხლა მალე, ამიტომ ლიგაზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს, ეხლაც თუ ვერ გავედით საღოლ ჩვენ
0
№6
ავტორი: გაბადაძე
11 ნოემბერი 2014 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Di mariaze simartle ibazra chaagdo bolo tamashebi falkaoc tramvebma gatanja. Mara is ro otxeulshi shesvlis shansi aragaqto ro tqva sasaciloa prosto. Siti ver igebs arsenali agebs liverpuli vabshe deda etira sauthemptonma martalia kargad daiwyo mara aramgonia didxans gaqachos tan awi grandebtan uwevs tamashi da daiwyebs chagdebebs asero otxeulshi ro shevalt 100% iania
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: red devil
11 ნოემბერი 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფალკაოზე გამეცინა :D დიმარია მოუმატებს, ხოლო ოთხეულში თუ ვერ შევედით ჯობია ვანგაალმა თავი მოიკლას
0
№8
ავტორი: chudikone
11 ნოემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა,.მარა იმედები ნაადრევად გადაუწურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: DiMaria
12 ნოემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ წადი შენი რა... რას გვეღადავება ტო
0
№10
ავტორი: Mufc7
12 ნოემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დანარჩენი ნაწილებიც არანაკლებ საინტერესო ყოფილა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top