თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2014, 12:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2236,
კომენტარები: 11
"ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ლა-მანში უნდა გადაცურონ"
ყოფილი მწვრთნელი "იუნაიტედის" შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, ტომი დოჰერტი თვლის, რომ ლუი ვან გაალის გუნდს პრემიერ ლიგის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის არავითარი შანსი არ აქვს.

შოტლანდიელი სპეციალისტი, რომელიც "იუნაიტედს" 1972 წლიდან 1977 წლამდე ხელმძღვანელობდა თვლის, რომ მიუხედავად ბრწყინვალე რეზიუმისა, რომელიც ვან გაალს აქვს, იგი "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანს.

"ვან გაალი აქ მოსვლისას ალბათ ტიტულზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება პირველ კვირებში გაუფერულდა. სიმართლე გითხრათ, არც ერთ პენის არ დავდებდი ოთხეულში მათ შესვლაზე. მანამ, სანამ ისინი საკუთარ გეგმებში გაერკვევიან, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საუკეთესო საშუალება მათთვის ლა-მანშის გადაცურვა იქნება."

"რა თქმა უნდა, ვან გაალს კონტინენტზე შესანიშნავი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული, მაგრამ შესაძლოა არ ელოდა, რომ პრემიერ ლიგაში სხვაგვარ ფეხბურთს თამაშობენ."

"დევიდ მოიესს ძალიან მკაცრად მოექცნენ და მიმდინარე სეზონი ამას ამტკციებს. ვან გაალმა მთელი რესურსი ტრანსფერებზე დახარჯა და ამის ფონზე მას გასულ წელთან შედარებით უარესი მაჩვენებელი აქვს, თუმცა მას თავზე არავინ დასჩხავის."

"ტრავმები მას არ ინდობს, მაგრამ ვშიშობ ვან გაალს ფული უფრო მალე შემოელევა, ვიდრე ფეხბურთელები, თუ ზამთარში ისევ დახარჯავს. მან ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი ცვლილება განახორციელა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ტრავმებზე იწუწუნოს, მაგრამ ძვირადღირებული შენაძენები სრულფასოვანი პროდუქტი უნდა იყოს და არა ის, რასაც ახლა ვხედავთ."

"ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კოჭლივით მოქმედებს. რაც შეეხება ფალკაოს, ვგონებ, ის სპორტულ ვიქტორინაშიც კი მიიღებდა ტრავმას."

"ლუკ შოუ - ახალგაზრდაა, ნაკრების ფეხბურთელია, მაგრამ მის შესახებ დასკვნების კეთება ჯერ ნაადრევია. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თამაშს, თუმცა უკეთესად გამოიყურება, ვიდრე "საუთჰემპტონში"
- განაცხადა დოჰერტიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამას ვინც ეთანხმება გამოდით უდნა დაგთვალოთ სეზონის ბოლოს ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top