თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 10:46
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2435,
კომენტარები: 11
ვან გაალი კვლავ ძიების პროცესშია
ლუი ვან გაალი აღიარებს რომ იგი ჯერ კიდევ ეძებს გუნდისთვის საუკეთესო სისტემას.
ვან გაალი კვლავ ძიების პროცესშია
ჰოლანდიელი სპეციალისტი აღიარებს, რომ მან ეხლაც კი არ იცის რომელი სათამაშო სისტემა ერგება გუნდს ყველაზე უკეთ. ვან გაალმა სეზონი 3 მცველის ტაქტიკით დაიწყო, შემდეგ 4-4-2 მოსინჯა, ხოლო ახლა შეტევაში ერთ ფეხბურთელს ათამაშებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, "იუნაიტედის" ბოსმა 10 დაცვითი კომბინაცია გამოცადა უკვე და "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს 7 პოზიციური გადაადგილება განახორციელა.

"გეთანხმებით, ეს ძალიან ბევრია." უპასუხა ვან გაალმა კითხვას, რომელიც უკანასკნელ ცვლილებებს გულისხმობდა, რითი საშუალებითაც გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოლო 4 შეხვედრაში. "მაგრამ ახლა მე ბალანსის ძიებაში ვარ და როდესაც თქვენ ბოლო 4 მატჩს თვალს გადაავლებთ, ნახავთ რომ ბალანსის მომატება იგრძნობა, რადგან ბევრ გოლს არ ვუშვებთ. თუმცა ამასთანავე არც ჩვენ ვიტანთ ბევრს, სხვა სისტემაში კი ეს მაჩვენებელი პირიქით იყო."

"იუნაიტედის" შეტევის სტილზე უარის თქმა, დევიდ მოიესს რადაც დაუჯდა ყველამ ვნახეთ, მაგრამ ახლა "იუნაიტედი" და ვან გაალი ოთხეულისთვის იბრძვიან და შესაბამისად, შედეგი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე სანახაობა.

"ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ახლო მანძილზე ვიქნებით ოთხეულთან." აგრძელებს ვან გაალი. "რა თქმა უნდა, ჩვენ სათამაშო დონე უნდა ავამაღლოთ, ამას კი დრო სჭირდება და ამასთანავე ამ პროცესს ტრავმები უშლის ხელს. როდესაც 9 მოთამაშე ტრავმირებული გყავს და 1 წითელი ბარათის გამო მიუწვდომელია, ყველაფერი გაცილებით რთულადაა, რადგან არჩევანის საშუალება პრაქტიკულად არ გაქვს. არასოდეს მქონია ერთდროულად ამდენ ტრავმასთან საქმე ჩემი კარიერის განმავლობაში. ეს სიგიჟეა, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდე. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერი წინასწარ ვიცოდი და მზად ვიყავი. სხვა შემთხვევაში მე სხვა გუნდის მწვრთვნელი გავხდებოდი."

უკანასლნელ მატჩში, "იუნაიტედის" სარეკორდო თანხად შეძენილი ანხელ დი მარია გაყვანილ იქნა მოედნიდან 70-ე წუთისთვის და ამ უკანასკნელმა საყვადული მიიღო ვან გაალისგან, რადგან მატჩის მიმდინარეობისას ძალიან "მორიდებით" თამაშობდა და ვერ გახდა იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ბოსმა დასახა მატჩის წინ.

"ხანდახან არ გამოგდის დრიბლინგი და თამაში პასების ხარჯზე უნდა წაიყვანო. ანხელ დი მარია კი იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც პასების მოყვარულები არ არიან." აცხადებს ვან გაალი. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ეს გვჭირდებოდა და არა დრიბლინგი. მან ბურთი ბევრჯერ დაკარგა და გამოიწვია გუნდში ბალანსის დარღვევა."

"წითელმა ეშმაკებმა" მატჩი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის, ხუან მატას გოლის წყალობით მოიგეს, მაგრამ მათ თავდაჯერებულობა მაინც აკლდათ და თამაშის "მოკვლა" ვერ მოახერხეს. ვინაიდან მატჩი ბოლო წუთებამდე დაძაბული გამოდგა. იმ შემთხვევაში თუ ფრაიზერ კემპბელი უფრო მეტ სიზუსტეს გამოიჩენდა და პირველი ტაიმის დასრულებამდე ბურთს კარის ჩარჩოში გაგზავნიდა, შესაძლოა დღეს "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში უფრო ქვემოთაც ყოფილიყო.

წყარო: Mirror


რომელი სისტემით უნდა ითამაშოს "იუნაიტედმა" ?

3-5-2
4-4-2 (დაიმონდი)
4-4-2 (ვინგერებით)
4-3-3

სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
10 ნოემბერი 2014 11:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე დაიმონდი მირჩევნია, იმიტომ რომ პირველ რიგში დიმკა თავისუფლად და ლაღად თამაშობს წინ 2 შემტევია და უფრო სახიფათოა შეტევა ვიდრე წინა თამაშზე + ფლანგებზე ფლანგის მცველს უფრო დიდი სივრცე აქვს შესატევად და შუაშიც მყარად ვგდევართ love ჩუდიკ შენ კიდე გილოცავ შენს მესამასე სიახლეს :დდ შენც მალე მოგეწიოს მოლოცვა wink
0
№2
ავტორი: UTD-Rule
10 ნოემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ფაქტია,როდესაც 4-2-2 ცენტრში დაიმონდით ვთამაშობდით მაშინ გუნდი ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა,მაგრამ ვან გაალი მართალია მაშინ ძალიან ბევრს ვუშვებდით აუცილებლად ბალანსი არის საჭირო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: დავითი
10 ნოემბერი 2014 12:08
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
3-5-2 ჯობია ყველას და რატო, ამ სისტემით ითამაშა ამხანაგურები და 7-დან შვიდივე მოიგო... არ უნდა ეთქვა უარი ამ სისტემაზე! 1 ფრე და 1 წაგება და მთელ ფილოსოფიაზე უარი თქვა! აქ გიგზის ხელიც ურევია, ეტყოდა რო აქ ინგლისია და ა.შ. თან რა გუნდებს გადაუარა ამ ტაქტიკით... ახლს კრისტაპალასთან 1-0 გვიხარია! და ბოლოს მემგონი ნანი უნდა დააბრუნონ!
0
№4
ავტორი: ლადო
10 ნოემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დაიმონდი მირჩევნია ყველას და როი მაგარი ცენტარლური მცველი wink
0
№5
ავტორი: red devil
10 ნოემბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დავითი,
ამხანაგური და პრემიერლიგა ერთი დონის გგონია შენ? 4 4 2 ჯობია ყველას
0
№6
ავტორი: Malboro463
10 ნოემბერი 2014 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ბაიერნს რო ათამაშებდა 4-3-3 და 4-5-1 იმ ტაქტიკით უნდა ათამაშოს გუნდი ოღონდ ჯერ საჭირო ფეხბურთელები იყიდოს.
ამ დაიმონდს კარგი ცენტრალური ნახევარმცველები ჭირდება
0
№7
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2014 19:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დავითი,
ჰო, მასე რომ დაიწყო და თავის ჯიუტ ფილოსოფიას რომ მიჰყვა იმიტომაც ვნახეთ რა შედეგი ჰქონდა მაგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: giggs11-93
10 ნოემბერი 2014 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
Yvelaze kau taqtika mainc 4-5-1 iqneboda . Am dros 2 gamokvetili chamshlelia, erti playmakeri da naxevarda vashic "balansi " chdeba ra wingerebmac tavisi saqme iciaan
0
№9
ავტორი: LizarD
10 ნოემბერი 2014 21:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
4-1-2-3 აი.ეს ტაქტიკაა ყველაზე კარგი ჩემი აზრით...
0
№10
ავტორი: DiMaria
11 ნოემბერი 2014 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აღარ გამაგონოთ სამი მცველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top