თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 10:46
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 11
ვან გაალი კვლავ ძიების პროცესშია
ლუი ვან გაალი აღიარებს რომ იგი ჯერ კიდევ ეძებს გუნდისთვის საუკეთესო სისტემას.
ვან გაალი კვლავ ძიების პროცესშია
ჰოლანდიელი სპეციალისტი აღიარებს, რომ მან ეხლაც კი არ იცის რომელი სათამაშო სისტემა ერგება გუნდს ყველაზე უკეთ. ვან გაალმა სეზონი 3 მცველის ტაქტიკით დაიწყო, შემდეგ 4-4-2 მოსინჯა, ხოლო ახლა შეტევაში ერთ ფეხბურთელს ათამაშებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, "იუნაიტედის" ბოსმა 10 დაცვითი კომბინაცია გამოცადა უკვე და "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს 7 პოზიციური გადაადგილება განახორციელა.

"გეთანხმებით, ეს ძალიან ბევრია." უპასუხა ვან გაალმა კითხვას, რომელიც უკანასკნელ ცვლილებებს გულისხმობდა, რითი საშუალებითაც გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოლო 4 შეხვედრაში. "მაგრამ ახლა მე ბალანსის ძიებაში ვარ და როდესაც თქვენ ბოლო 4 მატჩს თვალს გადაავლებთ, ნახავთ რომ ბალანსის მომატება იგრძნობა, რადგან ბევრ გოლს არ ვუშვებთ. თუმცა ამასთანავე არც ჩვენ ვიტანთ ბევრს, სხვა სისტემაში კი ეს მაჩვენებელი პირიქით იყო."

"იუნაიტედის" შეტევის სტილზე უარის თქმა, დევიდ მოიესს რადაც დაუჯდა ყველამ ვნახეთ, მაგრამ ახლა "იუნაიტედი" და ვან გაალი ოთხეულისთვის იბრძვიან და შესაბამისად, შედეგი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე სანახაობა.

"ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ახლო მანძილზე ვიქნებით ოთხეულთან." აგრძელებს ვან გაალი. "რა თქმა უნდა, ჩვენ სათამაშო დონე უნდა ავამაღლოთ, ამას კი დრო სჭირდება და ამასთანავე ამ პროცესს ტრავმები უშლის ხელს. როდესაც 9 მოთამაშე ტრავმირებული გყავს და 1 წითელი ბარათის გამო მიუწვდომელია, ყველაფერი გაცილებით რთულადაა, რადგან არჩევანის საშუალება პრაქტიკულად არ გაქვს. არასოდეს მქონია ერთდროულად ამდენ ტრავმასთან საქმე ჩემი კარიერის განმავლობაში. ეს სიგიჟეა, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდე. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერი წინასწარ ვიცოდი და მზად ვიყავი. სხვა შემთხვევაში მე სხვა გუნდის მწვრთვნელი გავხდებოდი."

უკანასლნელ მატჩში, "იუნაიტედის" სარეკორდო თანხად შეძენილი ანხელ დი მარია გაყვანილ იქნა მოედნიდან 70-ე წუთისთვის და ამ უკანასკნელმა საყვადული მიიღო ვან გაალისგან, რადგან მატჩის მიმდინარეობისას ძალიან "მორიდებით" თამაშობდა და ვერ გახდა იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ბოსმა დასახა მატჩის წინ.

"ხანდახან არ გამოგდის დრიბლინგი და თამაში პასების ხარჯზე უნდა წაიყვანო. ანხელ დი მარია კი იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც პასების მოყვარულები არ არიან." აცხადებს ვან გაალი. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ეს გვჭირდებოდა და არა დრიბლინგი. მან ბურთი ბევრჯერ დაკარგა და გამოიწვია გუნდში ბალანსის დარღვევა."

"წითელმა ეშმაკებმა" მატჩი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის, ხუან მატას გოლის წყალობით მოიგეს, მაგრამ მათ თავდაჯერებულობა მაინც აკლდათ და თამაშის "მოკვლა" ვერ მოახერხეს. ვინაიდან მატჩი ბოლო წუთებამდე დაძაბული გამოდგა. იმ შემთხვევაში თუ ფრაიზერ კემპბელი უფრო მეტ სიზუსტეს გამოიჩენდა და პირველი ტაიმის დასრულებამდე ბურთს კარის ჩარჩოში გაგზავნიდა, შესაძლოა დღეს "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში უფრო ქვემოთაც ყოფილიყო.

წყარო: Mirror


რომელი სისტემით უნდა ითამაშოს "იუნაიტედმა" ?

3-5-2
4-4-2 (დაიმონდი)
4-4-2 (ვინგერებით)
4-3-3

სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
11 ნოემბერი 2014 01:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დაიმონდი მომწონს ძალიან. 2 ფორვარდი შეტევაში ძალიან ძლიერად თამაშობს. რუნიც ცენტრ ფორვარდად და მატაც 10იანზე. ყველა თავის პოზიციაზეა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top