თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 09:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 13
შოუ: "კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას ვიწყებ"
ლუკ შოუ კრიტიკოსებს გამოეხმაურა.
შოუ:
ლუკ შოუ აცხადებს, რომ კრიტიკოსების შეფასების უსამართლობის დამტკიცებას იწყებს, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" მის გადასვლას სკეპტიკურად უყურებდნენ.

"დასაწყისში რამდენიმე ადამიანი მეკითხებოდა, იყო თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა მართებული გადაწყვეტილება. აქ გადმოსვლის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს კრიტიკოსები აზრს შეიცვლიან და უფრო დადებით შეფასებამდე მივლენ, რადგან ჩემს შესახებ ბევრი ნეგატიური აზრი გამოითქვა."

"ვცდილობ სულით არ დავეცე და ყველას დავუმტკიცო, რომ ცდებოდნენ."

"შეიძლება ითქვას, რომ, კრიტიკამ გამაძლიერა. სწორედ ამან წამაქეზა, რათა ძლიერ მეცადა, უფრო მეტად მემუშავა და მევარჯიშა, რომ კრიტიკოსებისთვის დამემტკიცებინა, ისინი ცდებოდნენ."

"ყველასთვის არ დამიმტკიცებია, მაგრამ პროგრესირებას ვაგრძელებ, რათა ყველას ვაჩვენო, თუ რატომ შემიძინეს."

"ვფიქრობ, ახლა სახლში ვარ. ყველა კარგად მექცეოდა, არა მარტო მოთამაშეები, არამედ შტაბიც."

"ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ. ახლა მხოლოდ განვითარება, ვარჯიშებზე და თამაშში მეტად მუშაობა მჭირდება, რათა საკუთარი საუკეთესო თამაში ვაჩვენო."


შოუმ განაცხადა, რომ საუთჰემპტონიდან მისი მეგობრებისა და ოჯახის მანჩესტერში გადასვლამ მის დამკვიდრებას ხელი უფრო მეტად შეუწყო.

"ეს ახალი გარემოა ჩემთვის, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად იმყოფება."

"დამოუკიდებლად საცხოვრებლად მხოლოდ მე, 19 წლის ბიჭი არ გადმოვსულვარ. ირგვლივ არაჩვეულებრივი ხალხი მყავს."

"დედა და მამა ჩემთან ერთად გადმოვიდნენ. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს თავის დამკვიდრებაში მეხმარება, რადგან საუთჰემპტონშიც კი არასდროს მიცხოვრია მათთან ერთად, ასე რომ, ბედნიერი ვარ და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ."


წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2014 09:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კრიტიკოსებზე მეტად შენ მოლოდინის გამართლება გევალება. "წითელი ეშმაკები" შენგან ველოდებით იმას, რის უფლებას შენში გადახდილი თანხა და შენი ნიჭი გვაძლევს. კრიტიკოსებს ნუ უსმენ, მთავარია ჩვენი მოლოდინი გაამართლო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
10 ნოემბერი 2014 09:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აწი ყველაზე ცუდი თამაში იყოს შენი რაც გუშინ წინ აჩვენე love
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ნოემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზოგადად ერთი თამაშით რა თქმა უნდა არ უნდა განვსაჯოთ ფეხბურთელი, მაგრამ პალასთან მართლა კარგად ითამაშა და დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი. რაც შეეხება კრიტიკოსებს, შოუს მართლა ბევრი კრიტიკოსი ყავს, თავიდან მეც ძაან არ მომწონდა შოუს თამაში, მაგრამ ბოლო თამაშებში ნელ-ნელა აშკარად უმატებდა და იმედია უფრო და უფრო მოუმატებს.
0
№4
ავტორი: Mufc7
10 ნოემბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ყველასთვის არ დამიმტკიცებია, მაგრამ პროგრესირებას ვაგრძელებ, რათა ყველას ვაჩვენო, თუ რატომ შემიძინეს."
მაგის მოლოდინში ვართ ჩვენც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Gvantsaa
10 ნოემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ასე თუ გააგრძელა და უკეთ წარმოაჩინა თავი,ნამდვილად კარგი იქნება.
0
№6
ავტორი: ლადო
10 ნოემბერი 2014 12:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მიდი, მიდი დროა უკვე, შენც თქვა სიტყვა
0
№7
ავტორი: Moxito 7
10 ნოემბერი 2014 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
..ეს მანჩესტერია და აქ ბევრი მოგეთხოვება...მე ასე ვფიქრობ
0
№8
ავტორი: red devil
10 ნოემბერი 2014 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სტაბილურობა და ბევრი ვარჯიში
0
№9
ავტორი: გაბადაძე
10 ნოემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Midi brat miaweqi chvenc gamogvadeqi da kritijosebsac chaasvrevie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№10
ავტორი: LizarD
10 ნოემბერი 2014 21:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
თავის თავზე მუშაობა არ ეზარება, რეალისტია და სულ ვარჯიშობს. მემგონი იუნაიტედს რამოდენიმე სეზონში მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველი ეყოლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top