თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 09:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2553,
კომენტარები: 13
შოუ: "კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას ვიწყებ"
ლუკ შოუ კრიტიკოსებს გამოეხმაურა.
შოუ:
ლუკ შოუ აცხადებს, რომ კრიტიკოსების შეფასების უსამართლობის დამტკიცებას იწყებს, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" მის გადასვლას სკეპტიკურად უყურებდნენ.

"დასაწყისში რამდენიმე ადამიანი მეკითხებოდა, იყო თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა მართებული გადაწყვეტილება. აქ გადმოსვლის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს კრიტიკოსები აზრს შეიცვლიან და უფრო დადებით შეფასებამდე მივლენ, რადგან ჩემს შესახებ ბევრი ნეგატიური აზრი გამოითქვა."

"ვცდილობ სულით არ დავეცე და ყველას დავუმტკიცო, რომ ცდებოდნენ."

"შეიძლება ითქვას, რომ, კრიტიკამ გამაძლიერა. სწორედ ამან წამაქეზა, რათა ძლიერ მეცადა, უფრო მეტად მემუშავა და მევარჯიშა, რომ კრიტიკოსებისთვის დამემტკიცებინა, ისინი ცდებოდნენ."

"ყველასთვის არ დამიმტკიცებია, მაგრამ პროგრესირებას ვაგრძელებ, რათა ყველას ვაჩვენო, თუ რატომ შემიძინეს."

"ვფიქრობ, ახლა სახლში ვარ. ყველა კარგად მექცეოდა, არა მარტო მოთამაშეები, არამედ შტაბიც."

"ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ. ახლა მხოლოდ განვითარება, ვარჯიშებზე და თამაშში მეტად მუშაობა მჭირდება, რათა საკუთარი საუკეთესო თამაში ვაჩვენო."


შოუმ განაცხადა, რომ საუთჰემპტონიდან მისი მეგობრებისა და ოჯახის მანჩესტერში გადასვლამ მის დამკვიდრებას ხელი უფრო მეტად შეუწყო.

"ეს ახალი გარემოა ჩემთვის, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად იმყოფება."

"დამოუკიდებლად საცხოვრებლად მხოლოდ მე, 19 წლის ბიჭი არ გადმოვსულვარ. ირგვლივ არაჩვეულებრივი ხალხი მყავს."

"დედა და მამა ჩემთან ერთად გადმოვიდნენ. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს თავის დამკვიდრებაში მეხმარება, რადგან საუთჰემპტონშიც კი არასდროს მიცხოვრია მათთან ერთად, ასე რომ, ბედნიერი ვარ და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ."


წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Martial
10 ნოემბერი 2014 22:49
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ნელ–ნელა უმატებს და ეჭვი არავის ეპარებოდა ამ კაცში მგონი

მარცხენა ფლანგის პრობლემა დიდი ხნით მოგვარებულია გუნდშიც დ ანაკრებშიც
0
№12
ავტორი: DiMaria
11 ნოემბერი 2014 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კაი ბიჭია. ნიჭიერი, ბევრ ფულ გადახდილი და თუ გაამართლებს რა გვაქვს საწუწუნო
0
№13
ავტორი: Macklemore
11 ნოემბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პალასის წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშა. ბოლო მატჩებია პროგრესირებს აშკარად. იმედია შევა ფორმაში და გვაჩვენებს რაც შეუძლია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top