"კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური განხილვა.
საყრდენი ზონა. ბლინდი > კარიკი
ყველა ელოდა მაიკლ კერიკის გამოჯანმრთელებას და აწუხებდა კითხვა თუ რა არჩევანს გააკეთებდა ლუი ვან გაალი, ვის დააყენებდა საყრდენად. ეს თავის ტკივილი "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში დაცვის პრობლემება მოარჩინა. ბლინდი დაცვის ცენტრში გამოვიდა, კერიკს ჩამშლელი ზონა არგუნეს.
კერიკისთვის საყვარელ პოზიციაზე თამაშის შესახებ აზრები გაიყო. ერთნი ვეტერანის დიდებულ თამაშს ხედავდნენ, მეორენი კი მას გადაწყვეტილებების მიღებისას სინელეს აბრალებდნენ. მოდით გავერკვეთ, როგორ მოქმედებდა მაიკლი.
გრაფიკის ელემენტების აღნიშვნა
თეთრი: გადაცემები
ყვითელი: საუკეთესო გადაწყვეტილება
ნარინჯისფერი: გადაადგილება
წითელი: მოწინააღმდეგის მოქმედება
ეპიზოდი 1მატჩის დასაწყისში ბურთი პატრიკს აქვს. გასულ მატჩებში ასეთ დროს ცენტრალური მცველების ლოგიკური და მოსახერხებელი გადაწყვეტილება საყრდენად მდგომი ბლინდისთვის ბურთის მიწოდება გახლდათ. როგორც ვხედავთ. კერიკისთვის ბურთის მიწოდება შეუძლებელია. ის არ იხსნება.
ეპიზოდი 2მაიკლი ცენტრიდან ბურთთან ერთად ადის ფლანგზე, რომელზეც რუნი, დი მარია და შოუ უკვე იმყოფებიან. რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. რუნი იძულებულია ფრთაზე გადაიცნავლოს, რათა კერიკი მას არ შეეჯახოს.
კუთხეში მიმწყვდევის შემდეგ, კერიკი რუნის აწვდის პასს. რადგანაც საყრდენ ზონაში არავინ იმყოფება, რუნის ერთადერთი გამოსავალიღა რჩება - მისცეს პასი ბლინდს უკან.
ეპიზოდი 3ფლანგზე ვალენსია დგას ბურთით. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი ადრესატი ნახევარმცველი უნდა იყოს, მაგრამ კერიკმა ისევ შემოიკრიბა ირგვლივ მოწინააღმდეგეები. ანტონიო ცუდ გადაწყვეტილებას ირჩევს - პასს აწვდის ბლინდს, მიუხედავად იმისა, რომ დეილი მაკნეირზე მიუთითებს. "კრისტალ პალასის" თავდამსხმელი სწორედ ამ გადაცემას ელოდა.
საბედნიეროდ, ბლინდი გაერკვა. ყურადღება მიაქციეთ კერიკის გადაადგილებას.
მაიკლი ბურთს შორდება, რის გამო მასზე პასის გაკეთება რთულდება, თუმცა "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი თან გაიყოლა. ერთის მხრივ იგი მცველებისთვის გასაქცევ ზონას ათავისუფლებს, ტყუილად კი არ გვინახავს მაკნეირის, ვალნესიას, შოუსა და ბლინდის გარღვევები. მაგრამ მეორეს მხრივ, ის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას ვერ ასრულებს, ის ვერაფრით აკავშირებს თავდასხმასა და დაცვას. პირიქით, თვითლიკვიდაციას უწევს.
ეპიზოდი 4კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ცენტრალური მცველი ბურთთან ერთადაა, ხოლო მაიკლ კერიკი ფლანგზე ჩაკეტილია. ამ ეპიზოდში მაკნეირის თავისუფალი ზონის გამოყენება და ბურთთან ერთად წინ წასვლაღა რჩება, რასაც აკეთებს კიდეც. "კრისტალ პალასის" ფეხბურთელთან შეტაკების დროს, პედიმ არასწორი პასი გააკეთა.
ამგვარად, კერიკმა კიდევ ერთხელ შექმნა გაქცევისთვის საჭირო თავისუფალი ზონა, მაგრამ რა შეიძლება მოყვეს ამ გაქცევას? იმიტომ, რომ ცენტრალური მცველის ზონა შიშვლდება, თავად მცველს კი კრეატივით დაკავება უხდება.
ეპიზოდი 5სიტუაცია ცენტრში. კერიკი ისევ მოწინააღმდეგის უკან იმალება. მისთვის საუკეთესო მდებარეობა - ახლოს დგომა დაცვასთან, ან შეტევასთან, რათა დი მარიამ პარტნიორს პასი გაუკეთოს.
ეპიზოდი 6მაიკლის კიდევ ერთი გადაადგილება ფლანგზე. ამჯერად კერიკი ბურთს აღარ დაატარებს, მაშინვე აძლევს რუნის, თავად კი იმ ზონაში გადადის, სადაც ლუკ შოუ იმყოფება.
შედეგად ფლანგზე მოთამაშეთა სიჭარბეა. თავისუფალ ცენტრალურ ზონაში კი დი მარია იწევს.
ეპიზოდი 7ორი წუთის შემდეგ კერიკი კვლავ ფლანგზე დგას და შოუს პასის გადაწოდებას სთხოვს. ცენტრალური ზონა ცარიელია.
ჩასვლა კი ბლინდს უხდება, სადაც ბურთს იღებს.
***
დასკვნა უმარტივესია: დეილი ამ პოზიციაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე მაიკლი. პოზიციის შერჩევა და თამაშის მანერა, ამას დამატებული კერიკის სინელე. მაიკლი მზად არ არის ფლანგიდან ფლაგზე ირბინოს და მუდამ ეპიცენტრში იყოს, რასაც წინ დახმარების გაწევაც უნდა დაურთოს თან.
დაცვის ცენტრი. კერიკი > ბლინდი
მოდით მეორე მხარეს შევხედოთ - ბლინდი დაცვის ცენტრში.
დავიწყოთ იქიდან, რომ "კრისტალ პალასს" თითქმის არაფერი შეუმქნია. 90 წუთის განმავლობაში მათ ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენეს, რამდენიმეჯერ სახიფათოდ ჩააწოდეს და კარის მიმართულებით სუსტი დარტყმებით შემოიფარგლნენ. ასეთ სიტუაციაში კი დეილის დაცვითი უნარების შეფასება თითქმის წარმოუდგენელია.
მომხდარი ეპიზოდების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლინდი კარგი იყო მაღალ სართულზე ბრძოლისას, მაგრამ მაკნეირთან შეუთამაშებლობის გამო შეიქმნა ერთი ეპიზოდი, როცა კემპბელი ერთი ერთზე გავიდა.
გამეორებების რამდენიმეჯერ ნახვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ამ ეპიზოდში ბრალი ბლინდს მიუძღვის. ბურთი მარჯვენა ფლანგიდან მოდიოდა და ბლინდის მხარეს დაბრუნდა, ამიტომ მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო თამაში. პატრიკი შეჩერდა და ამასთან ერთად "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი ჩაკეტა.
რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერ იტყვი ვინ იყო დამნაშავე, ან იქნებ საერთოდ რომელიმემ თუ დაუძახა მეორეს "მე" ვითამაშებო, თუ ერთმანეთის იმედად იყვნენ. ასეა თუ ისე ეპიზოდი "იუნაიტედისთვის" კარგად დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს "კრისტალ პალასის" შეტევის სისუსტეზე.
გაგრძელება