თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2151,
კომენტარები: 11
შოუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ლუკ შოუ "კრისტალ პალასთან" საუკეთესოდ დაასახელეს.
შოუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"საუთჰემპტონიდან" გადმოსვლის შემდეგ ლუკ შოუმ "იუნაიტედის" რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩების განმავლობაში მისმა გუნდმა ერთადერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

პირველი ტაიმის მსვლელობისას ლუკ შოუმ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ სტუმრების მეკარეს, იულიან სპერონის თამაშში ჩართვა აიძულა, რამეთუ არგენტინელმა კიპერმა ინგლისელს ახლო კუთხეში დარტყმული დაბალი ბურთი აუღო.

არტურ ალბისტონი, წლების განმავლობაში "იუნაიტედის" მარცხენა მცველი აცხადებს: "შეგიძლიათ მარცხენა ფლანგის შესახებ 10 წლის განმავლობაში აღარ ინერვიულოთ. ის "იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდება."

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საუბრების შემდეგ ის "იუნაიტედში" გადავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი მას ენდობა. მართლაც კარგად ითამაშა "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ და მომავალში სწორედ ამას უნდა ელოდეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2014 11:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არავინ თქვას, რომ გუშინ ცუდად ითამაშა. დი მარიას გასვლის შემდეგ გაცილებით გაბედულად უტევდა. სწორედ ამისთვის გადაიხადეს ამაში ამდენი ფული და უნდა გაამართლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: tyeshela1
9 ნოემბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ერთადერთი ვინც ამართლებს შოუა. ყველასგან ბევრს ველით მარა ვერავინ ვერაფერს შვება დი მარიაში ამდენი ფული გადავიხადეთ დაქ ვერაფერს შვება. ეგრე მეც ვაგორავებ ბურთს. იმედია რამე არ გადაუტრიალდებათ თავში და ფალკაოს არ გაიფორმებენ. არ აქვს აზრი მაგის ყიდვას 3 თამაშს ითამაშებს მერე 2 თვე სკამს გახეხავს მერე კიდე 2 თამაშს ითამაშებსდა 6 თვე სკამზე იჯდება და ასე შემდეგ. ერერა კარგი ბიჭია მარა არ ათამაშებს ზუსტად ეხლა გვჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი რომელიც გოლებს იტანს.
0
№3
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2014 11:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და მართლა გუშინ ძაან კლასნი იყო მარა სანამ დი მარია და მისი სტატუსი იყო მოედანზე ვერ ბედავდა ფლანგზე გარღვევას გავიდა თუ არა ეგრევე დაიხია მარცხენა ფლანგი love მოძებნა და აითვისა თავისი შარშანდელი თამაში და ეხლა გადახევს ყველას love
0
№4
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2014 12:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შეგიძლიათ მარცხენა ფლანგის შესახებ 10 წლის განმავლობაში აღარ ინერვიულოთ

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Wardell
9 ნოემბერი 2014 12:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Dzalian magari bijia da rato eshinia ver vxvdebi an ubralod di marias ver axteba tore ramdenjerac tavis tavze aigho imdenjer dzaaan magra itamasha )))) midi luke midi
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2014 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა კარგად ითამაშა გუშინ და იმედია ესე გააგრძელებს.

ის ბურთი რო გაეტანა ვაფშე დაგლიჯავდა acute2
0
№7
ავტორი: Gvantsaa
9 ნოემბერი 2014 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ის ბურთი რომ გაეტანა winked
მალადეც
0
№8
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმსახურებდა. ძალიან მაგარი და სერიოზული იყო. მომეწონა და კიდე უნდა გააგრძელოს
0
№9
ავტორი: N10
9 ნოემბერი 2014 16:01
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
მარტო გუშინ არ უთამაშია კარგად სხვა შეხვედრებში დაცვაში იყო კარგი მარა გუშინ შეტევაშიც ძაან კარგი იყო!!
0
№10
ავტორი: Esi
9 ნოემბერი 2014 17:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ბოლო მატჩებში ნელ-ნელა უმატებდა, გუშინ კი საუკეთესო იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top