თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 11
შოუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ლუკ შოუ "კრისტალ პალასთან" საუკეთესოდ დაასახელეს.
შოუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"საუთჰემპტონიდან" გადმოსვლის შემდეგ ლუკ შოუმ "იუნაიტედის" რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩების განმავლობაში მისმა გუნდმა ერთადერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

პირველი ტაიმის მსვლელობისას ლუკ შოუმ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ სტუმრების მეკარეს, იულიან სპერონის თამაშში ჩართვა აიძულა, რამეთუ არგენტინელმა კიპერმა ინგლისელს ახლო კუთხეში დარტყმული დაბალი ბურთი აუღო.

არტურ ალბისტონი, წლების განმავლობაში "იუნაიტედის" მარცხენა მცველი აცხადებს: "შეგიძლიათ მარცხენა ფლანგის შესახებ 10 წლის განმავლობაში აღარ ინერვიულოთ. ის "იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდება."

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საუბრების შემდეგ ის "იუნაიტედში" გადავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი მას ენდობა. მართლაც კარგად ითამაშა "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ და მომავალში სწორედ ამას უნდა ელოდეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგი. კარგი მატჩი ჩაატარა და შეტევაშიც მაგრად იაქტიურა. ნელ–ნელა უმატებს და ესეც უნდა იყოს, შოუში ეჭვი არავის ეპარებოდა მგონი და გაამართლებს იმედებს მალე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top