თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2012, 00:48
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2133,
კომენტარები: 13
სერ ალექსი დერბის წინ
ფერგიუსონი დერბის მნიშვნელობასა და ტრამვირებულებზე საუბრობს.
სერ ალექსი დერბის წინ
მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც იუნაიტედისა და სიტის დაპირისპირებაზე ისაურბა.

დერბის მნიშვნელობა.

სერ ალექსი დერბის წინ


ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ჯერ ადრე იმაზე ფიქრი თუ ვინ გახდება ჩემპიონი თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერ ლიგის ტიტული მანჩესტერს არ დატოვებს:"ორ მანჩესტერულ კლუბს საკმაოდ დიდი სხვაობა აქვთ ქულებით ჩელსისთან არსენალთან და ტოტენჰემთან. ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე სხვა კლუბი ჩაერიოს ორ მანჩესტერულ კლუბს შორის ბრძოლაში." ფერგიუსონის აზრით თუ განსხვავება მეზობელთან 6 ქულა იქნება თავის გუნდს მაინც არ ექნება მშვიდად ყოფნის საშუალება:"ამ გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან წინ დიდი სეზონი გვაქვს. არასდროს არ ხართ დარწმუნებული, რომ ყოველ მომდევნო მატჩს მოიგებთ. ეს ძალიან რთული ჩემპიონატია. გასულ სეზონში დერბიმ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონატში. 6-1 მარცხის შედეგად, ჩემპიონობა ბურთების სხვაობით დავკარგეთ.

ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სიტისთან დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში:" ბოლო 25 წლის განმავლობაში იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება შესანიშნავი იყო. ყველა მატჩი ძალიან მძიმე გამოდიოდა. ამ დაპირისპირებამ უკანა პლანზე გადაიწია და წინ სიტის წინააღმდეგ მატჩები წამოვიდა. ისინი დიდ საფრთხეს გვიქმნიან. ჩვენ ისევე უნდა მივიღოთ გამოწვევა, როგორც ჩელსისგან, არსენალისგან და ლივერპულისგან.

ტრავმირებულები.

სერ ალექსი დერბის წინ


ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მანჩესტერულ დერბიში ვერ ითამაშებენ შინჯი კაგავა, ანტონიო ვალენსია და ნემანია ვიდიჩი. ასევე არ იქნება ტომ ქლევერლი, რომელმაც დაზიანება მიიღო კლუჟის წინააღმდეგ:" იმისათვის, რომ ტომის ტრავმის სიმძიმე გავიგოთ აუცილებელია სამედიცინო დასკვნა. მას კუნთის პრობლემა აქვს, რომელიც ხშირად აწუხებს. კაგავა შეიძლებოდა სათადარიგოთა სკამზეც ყოფილიყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჯერ ადრეა და ის სანდერლენდთან მზად იქნება. ნემანია ვიდიჩიც ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა, მაგრამ სიტისთან ძირითადში არ დავაყენებ. ისიც სანდერლენდთან ითამაშებს. ნანი და ვალენსია კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებენ. მართალია მნიშვნელოვანი მატჩების წინ ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი გუნდი ვართ.

წყარო:Redevils.Ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Ruud van Nistelrooy
8 დეკემბერი 2012 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვალენსია და ვიდიჩი ძალიან დაგვაკლდება
0
№2
ავტორი: VaRdo
8 დეკემბერი 2012 00:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
R.v.Persie

სიახლე შეგილამაზე ცოტა იმედია არ მიწყენ :*

სერიოზული მოლიდინია ამ თამაშის მთლიანად მსოფლიოს მაშტაბით და იმედია ღირსეულად წარვსდგებით. მჯერა, რომ მოვიგებთ ყველაზე ფრე დავამთავროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: v.persie and rooney
8 დეკემბერი 2012 00:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
კაგავა ანდერსონი ქველერი ცენტრში საკმაო პრობლემებია დაცვა ვიდა და რავი აბა მთავარია ეს თამაში მოვიგოთ და მერე სანდერლენდთან დაბრუნდებიან ყველანი
0
№4
ავტორი: VaRdo
8 დეკემბერი 2012 00:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: v.persie and rooney
კაგავა ანდერსონი ქველერი ცენტრში საკმაო პრობლემებია დაცვა ვიდა და რავი აბა მთავარია ეს თამაში მოვიგოთ და მერე სანდერლენდთან დაბრუნდებიან ყველანი


პრობლემა ვალენსიას არ ყოფნა უფრო არის თორე ცენტრს რამეს ვიზავთ ფეგის ტვინი ამუშავდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: v.persie and rooney
8 დეკემბერი 2012 01:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
VaRdo,
ხო მართალი ხარ მარა ეგეც არაა პრობლემა იანგი დადგება თან ფორმაში ჩადგა ეხა
0
№6
ავტორი: Vodafone
8 დეკემბერი 2012 01:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეს თამაში უნდა მოვიგოთ როგორმე და მერე სანდერლენდს დაენძრევა, ისეთი ხალხი გვიბრუნდება.
0
№7
ავტორი: Ví Ví
8 დეკემბერი 2012 09:38
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ვიგებთ ფერგი ვიგეეეებთ
0
№8
ავტორი: razma21
8 დეკემბერი 2012 10:42
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ვალენსიას არყოფნა და დროა ისევ "დაიმონდ" - რომბის ტაქტიკით ვითამაშოთ 4-3-3 ბურთს უფრო ვიჭერთ და წინ მოძრაობაც მეტია...
0
№9
ავტორი: ლადო
8 დეკემბერი 2012 10:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
RazMa.,
დედის მკვლელიაა 4-3-3 ეხლა ყველაზე კარგი გამოსავალი ეგააა. წინაზე სიტისტან ძალიან ცუდი წყობა გვქონდა
0
№10
ავტორი: love united
8 დეკემბერი 2012 13:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
წინა მატჩში სიტისთან (1-0 რომ წავაგეთ) წყობამ დაგვღუპა...რაღაც უბედური წყობა იყო...გამოცდილების ხარჯზე უნდა მოვუგოთ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top