თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2012, 00:48
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2134,
კომენტარები: 13
სერ ალექსი დერბის წინ
ფერგიუსონი დერბის მნიშვნელობასა და ტრამვირებულებზე საუბრობს.
სერ ალექსი დერბის წინ
მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც იუნაიტედისა და სიტის დაპირისპირებაზე ისაურბა.

დერბის მნიშვნელობა.

სერ ალექსი დერბის წინ


ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ჯერ ადრე იმაზე ფიქრი თუ ვინ გახდება ჩემპიონი თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერ ლიგის ტიტული მანჩესტერს არ დატოვებს:"ორ მანჩესტერულ კლუბს საკმაოდ დიდი სხვაობა აქვთ ქულებით ჩელსისთან არსენალთან და ტოტენჰემთან. ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე სხვა კლუბი ჩაერიოს ორ მანჩესტერულ კლუბს შორის ბრძოლაში." ფერგიუსონის აზრით თუ განსხვავება მეზობელთან 6 ქულა იქნება თავის გუნდს მაინც არ ექნება მშვიდად ყოფნის საშუალება:"ამ გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან წინ დიდი სეზონი გვაქვს. არასდროს არ ხართ დარწმუნებული, რომ ყოველ მომდევნო მატჩს მოიგებთ. ეს ძალიან რთული ჩემპიონატია. გასულ სეზონში დერბიმ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონატში. 6-1 მარცხის შედეგად, ჩემპიონობა ბურთების სხვაობით დავკარგეთ.

ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სიტისთან დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში:" ბოლო 25 წლის განმავლობაში იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება შესანიშნავი იყო. ყველა მატჩი ძალიან მძიმე გამოდიოდა. ამ დაპირისპირებამ უკანა პლანზე გადაიწია და წინ სიტის წინააღმდეგ მატჩები წამოვიდა. ისინი დიდ საფრთხეს გვიქმნიან. ჩვენ ისევე უნდა მივიღოთ გამოწვევა, როგორც ჩელსისგან, არსენალისგან და ლივერპულისგან.

ტრავმირებულები.

სერ ალექსი დერბის წინ


ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მანჩესტერულ დერბიში ვერ ითამაშებენ შინჯი კაგავა, ანტონიო ვალენსია და ნემანია ვიდიჩი. ასევე არ იქნება ტომ ქლევერლი, რომელმაც დაზიანება მიიღო კლუჟის წინააღმდეგ:" იმისათვის, რომ ტომის ტრავმის სიმძიმე გავიგოთ აუცილებელია სამედიცინო დასკვნა. მას კუნთის პრობლემა აქვს, რომელიც ხშირად აწუხებს. კაგავა შეიძლებოდა სათადარიგოთა სკამზეც ყოფილიყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჯერ ადრეა და ის სანდერლენდთან მზად იქნება. ნემანია ვიდიჩიც ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა, მაგრამ სიტისთან ძირითადში არ დავაყენებ. ისიც სანდერლენდთან ითამაშებს. ნანი და ვალენსია კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებენ. მართალია მნიშვნელოვანი მატჩების წინ ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი გუნდი ვართ.

წყარო:Redevils.Ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
8 დეკემბერი 2012 13:40
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ბაბუ რაღაც გიჟური წყობა და შემადგენლობა არ დააყენო ! ლამაზი კარგი ფეხბურთი ! უნდა ვათრიოთ !!! აუუ ვალენსიაა :@:@:@ აფსუს ! რაებს უზამდა ფლანგებს
0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
8 დეკემბერი 2012 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
აბა წინ წითელო არმია
0
№13
ავტორი: M . U . F . C
8 დეკემბერი 2012 22:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
Vodafone,
Amanda Seyfried,
გეთანხმებით წინ [ წითელო ეშმაკუნებო ] ეს მატჩი მოვიგოთ და მერე სანდერლენდს დერხევა სასტიკად ისეთი ხალხი დაგვიბრუნდება მერე ნახე დედის ტ*ვნები ნებისმიერთან ლიჟბი კაგავა ვიდიჩი და ვალენსია მოვიდეს და დალშე მკიდია ყველა თამაში იმიტომ რომ ყველას მოვიგებთ manunited manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top