თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 22:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2726,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს კონფერენცია.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "კრისტალ პალასთან" მოპოვებულ სამ ქულას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა, რამეთუ "წითელი ეშმაკების" სამ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა.

ვან გაალს კიდევ ერთხელ მოუხდა დაცვის ხაზის შეცვლა, თუმცა მისი გუნდის მიერ "თამაშის მოკვლის" უნარით კმაყოფილი დარჩა.

"პირველ რიგში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი შანსი მივეცით და ეს მაკნეირისა და ბლინდის შეუთამაშებლობის ბრალი იყო. მაგრამ მეორე ტაიმში გოლის გატანა მოვახერხეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

"ამის შემდეგ კი თამაშის მოკვლა ვცადეთ და პირველ რიგში ასეც უნდა მოვქცეულიყავით. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშის მოკვლასთან ერთად შანსების შექმნაც მოვახერხეთ. რუნის შეეძლო გოლის გატანა, მატას მეორედაც შეეძლო, ისევე როგორც ვან პერსის. ეს კარგი იყო, რადგან სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ახლა სანაკრებო შესვენებაზე გავდივართ მოგების შემდეგ, რომელიც ყოველთვის კარგია."


"დი მარიასთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან სივრცეები არ ჰქონდა. ეს თითოეული ფეხბურთელისთვის რთულია, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბურთით მოძრაობა უყვარს. შენ რამდენიმე ფეხბურთელს შორის უნდა ატარო ბურთი, ასე რომ, ეს ძალიან მჭიდრო თამაში იყო. პირველ ტაიმში ამას ვახერხებდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. მეორე ტაიმში კი მოვახერხეთ."

"ისინი თავს იცავდნენ და არ გვიტევდნენ, მაგრამ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. შენ ყოველთვის გაქვს ერთი მომენტი მაინც და ეს მომენტი პირველ ტაიმში ჰქონდათ, რომელიც "პალასისთვის" შესაძლოა დე ხეასთვის თავზე გადაგდების შემდეგ გოლად ქცეულიყო. კარგი, ჩვენ გაგვიმართლა ამჯერად, მაგრამ ვფიქობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით."

"მატას სათამაშო ფორმაცია არ შეუცვლია, მაგრამ მან გოლი გაიტანა და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან როცა გოლი გაგაქვს შენ თამაშს იგებ. სწორედ ამის წყალობით მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დი მარიას მაგის გმაო ვერა და ვერ გავამართლებ. ეს ესპანეთი არაა. აქ სხვა სტილი და სხვა თამაშია, მაგრამ ესპანეთშიც, სადაც მჭიდროდ მოთამაშე გუნდებს უპიისპირდებოდა რეალი დი მარია ხან ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გადიოდა ფონს, ხან თანაგუნდელების დახმარებით. აქ სამწუუხაროდ ვერ უბამენ მხარს და ცოტა არ იყოს ვერ უგებენ ერთმაენთს, დღეს იგივე რუნისთან რამდენიმე კომბინაციის გათამაშება სცადა და არ გამოვიდა, პერსისთვის პასის მიწოდბას ცდილობდა და პერსი სხვაგან გარბოდა. მატა შემოვიდა და პატარა რაღაც კომბინაცია გააკეთეს.

ისე დავაკვირდი და დი მარია რომ გავიდა შოუ როგორ ჩარბოდა ხოლმე ფლანგზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
8 ნოემბერი 2014 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
karoche ese ar varga ra.jer me van gaalis sidzlieres ver vxedav.tu 4-lshi wels ver sheiyvans gunds.aramgonia datovon postze
0
№3
ავტორი: SAF
8 ნოემბერი 2014 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
იმედია მალე შეთამაშდებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: Mufc7
8 ნოემბერი 2014 22:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჰაერივით გვჭირდებოდა ეს 3 ქულა wink მეც ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 ნოემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აშკარად დროა უფრო მეტი საჭირო, რომ უკეთესად - თვალდახუჭული გაუგონ ერთმანეთს.
0
№6
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2014 22:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Me yvelaze magrad show damevasa dimkas mere saertod flangi gaarghvia mgoni ipova tavisi tamashi da marcxena flangi sakaifod iqneba
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ნოემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სამწუხაროდ დი მარიამ ძალიან მოუკლო, გაცილებით კარგი იყო დასწაყისში ვიდრე ეხლა. ეს მუდმივად საჯარიმოში ჩაწოდებები ცოტა არ იყოს მოსაბეზრებლია- დი მარია ხარ ვალენსია ხო არა wink

რუნისაც კარგი მომენტები ქონდა მაგრამ ვერ გამოიყენა, ვილსონი ჩემი აზრით ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა, იანუზაიზე და პერსიზე კიდე არაფერს ვამბობ..........
0
№8
ავტორი: chudikone
8 ნოემბერი 2014 23:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერას რატო არ ათამაშებს ეს გენიოსა rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: love united
8 ნოემბერი 2014 23:25
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ისევ დაიმონდზე უნდა გადავერთოთ ჯერ-ჯერობით, ყველაზე კარგი ტაქტიკა ეგაა დღევანდელი გუნდისთვის.
0
№10
ავტორი: LizarD
9 ნოემბერი 2014 00:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
chudikone,
მეც ეგ მაინტერესებს 2 თამაშია უკვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top