თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 22:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2738,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს კონფერენცია.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "კრისტალ პალასთან" მოპოვებულ სამ ქულას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა, რამეთუ "წითელი ეშმაკების" სამ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა.

ვან გაალს კიდევ ერთხელ მოუხდა დაცვის ხაზის შეცვლა, თუმცა მისი გუნდის მიერ "თამაშის მოკვლის" უნარით კმაყოფილი დარჩა.

"პირველ რიგში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი შანსი მივეცით და ეს მაკნეირისა და ბლინდის შეუთამაშებლობის ბრალი იყო. მაგრამ მეორე ტაიმში გოლის გატანა მოვახერხეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

"ამის შემდეგ კი თამაშის მოკვლა ვცადეთ და პირველ რიგში ასეც უნდა მოვქცეულიყავით. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშის მოკვლასთან ერთად შანსების შექმნაც მოვახერხეთ. რუნის შეეძლო გოლის გატანა, მატას მეორედაც შეეძლო, ისევე როგორც ვან პერსის. ეს კარგი იყო, რადგან სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ახლა სანაკრებო შესვენებაზე გავდივართ მოგების შემდეგ, რომელიც ყოველთვის კარგია."


"დი მარიასთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან სივრცეები არ ჰქონდა. ეს თითოეული ფეხბურთელისთვის რთულია, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბურთით მოძრაობა უყვარს. შენ რამდენიმე ფეხბურთელს შორის უნდა ატარო ბურთი, ასე რომ, ეს ძალიან მჭიდრო თამაში იყო. პირველ ტაიმში ამას ვახერხებდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. მეორე ტაიმში კი მოვახერხეთ."

"ისინი თავს იცავდნენ და არ გვიტევდნენ, მაგრამ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. შენ ყოველთვის გაქვს ერთი მომენტი მაინც და ეს მომენტი პირველ ტაიმში ჰქონდათ, რომელიც "პალასისთვის" შესაძლოა დე ხეასთვის თავზე გადაგდების შემდეგ გოლად ქცეულიყო. კარგი, ჩვენ გაგვიმართლა ამჯერად, მაგრამ ვფიქობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით."

"მატას სათამაშო ფორმაცია არ შეუცვლია, მაგრამ მან გოლი გაიტანა და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან როცა გოლი გაგაქვს შენ თამაშს იგებ. სწორედ ამის წყალობით მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Gvantsaa
9 ნოემბერი 2014 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ესგოლი რომ პერსის გაეტანა აღფრთოვანებული იქნებოდით სერ,მაგრამ მატამ გაიტა და კიდევ თუ ექნება შანსი ისევ გაიტანს love
იმედია ერერას გვაღირსებ fellow
0
№12
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოკლედ, გუშინ კიდევ ერთხელ მანერვიულეს, მაგრამ ასე თუ ისე კარგად ვითამაშეთ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top