თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 18:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2644,
კომენტარები: 11
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
"კრისტალ პალასთან" მატჩის წინ ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკოს როხოს მხრის ოპერაცია არ ესაჭიროება, გარკვეული მიზეზების გამო იგი ნეილ უორნოკის გუნდთან შეხვედრას გამოტოვებს. კრის სმოლინგი დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი კი ტრავმის გამო ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას.

"მარკოსმა მხარი დაიზიანა, მაგრამ სერიოზული არაფერია, ოპერაცია არ ესაჭიროება. ერთის მხრივ, ეს დიდი შვებაა, მაგრამ მეორეს მხრივ არ ღირს გარისკვა, რადგან ტრავმა შესაძლოა გაძლიერდეს. ეს დიდი პრობლემაა."

"გუშინ იგი სპეციალისტს ეჩვენა, რომელმაც კონსერვატიული მკურნალობის მეთოდის გამოყენება ურჩია. მარკოსისთვის ეს კარგია. როგორც ნებისმიერი სხვა ტრავმის შემთხვევაში, მე აქაც უძლური ვარ. ადამიანის სხეული ღმერთმა შექმნა და არა მე. წინასწარი შეფასებით გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდება. ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში როხო 12 თვეს იუქმებდა."


ტრავმების არსებობამ შესაძლოა გუნდში სერიოზული გადაწყობები გამოიწვიოს. ცენტრალური მცველების კანდიდატებად პედი მაკნეირი, ტაილერ ბლეკეტი, ტომ ტორპი და მაიკლ კერიკი გვესახებიან.

"ერთი და იგივე შემადგენლობის გამოყვანა რომ მინდოდეს, ამას მაინც ვერ მაოვახერხებ - ასე ხდება ყოველ კვირას. დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის. არ მინდა და არ ვაპირებ წუწუნს, რადგან მჯერა საკუთარი თავის, ფეხბურთელებისა და პერსონალის. ამასთან ერთად, მჯერა გულშემატკივრების, რომლებიც ჩვენთან ერთად რჩებიან, მიუხედავად ნაჩვენები შედეგებისა. სმოლინგი დისკვალიფიცირებულია. ჯონსი და ევანსი ტრავმირებულნი. ეს პრობლემა მე უნდა გადავჭრა, მაგრამ ახლა არ მინდა იმის თქმა, თუ ვინ გამოვა ძირითადში."

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ისიც დაადასტურა, რომ "არწივებთან" შეხვედრას რადამელ ფალკაო და რაფაელიც გამოტოვებენ.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
7 ნოემბერი 2014 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან არ გვიმარტლებს რა. ამდენი ტრავმა, დაემატა ბარათი და გუნდი რა დღეშია. საშინლად ვართ დაცვაში როცა გვყავს ხალხი და რომ არ გვყავს რაღა მოგვივა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 19:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი რა გვეშველება მომდევნო თამაშებში. კრისტა პალასთან იმედია არ შეგვექმნება ისეთი პრობლემები, რომ ვერ დავძლიოთ, მაგრამ "არსენალთან" თუ დაცვა არ გამოსწორდა/გამოჯანმრთელდა, მათი სწრაფი ფეხბურთელების გაჩერება არ გინდა?

თუმცა იქამდე ჯერ დროა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 ნოემბერი 2014 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი მე მაინც ვფიქრობ რო მაკნერი-ბლექეტის წყვილმა უნდა დაიწყოს ძირითადში, კერიკის დაყებნებას ალბათ ისევ ამათი დაყენება სჯობს.
0
№4
ავტორი: chudikone
7 ნოემბერი 2014 20:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაფაელს რაღა დაეტაკა ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Wardell
7 ნოემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არც კრისტალია ნელი გუნდი მთელი თამაში კონტრ-შეტევაზე აქვთ აწყობილი უბრალოდ კლასით ჩამოუვარდებიან არსენალს

0
№6
ავტორი: love united
7 ნოემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სამედიცინო შტაბი მთლიანად შესაცვლელია, რა უბედურებაა ამდენი ტრავმა.
0
№7
ავტორი: LizarD
8 ნოემბერი 2014 02:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
love united,
მდაა, სამედიცინო შტაბი რა შუაშია?? :D
0
№8
ავტორი: red devil
8 ნოემბერი 2014 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაფას რაღა ჭირს? :( მაკნერი და ბლეკეტი უნდა იყონ ძირითადში სხვა გზა აღარ გვაქ
0
№9
ავტორი: temo-scholes
8 ნოემბერი 2014 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
bleketi da keriki dacvis centrshi uechveli... 2 gamoucdeli patara bichebis dayeneba sastartoshi didi riskia.... Keriks ase tu ise aqvs cota gamocdileba centralur mcvelze, fergis dros...
0
№10
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2014 10:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Marjvniv valencia dadgeba?? :l
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top