თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2014, 18:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2653,
კომენტარები: 11
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
"კრისტალ პალასთან" მატჩის წინ ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკოს როხოს მხრის ოპერაცია არ ესაჭიროება, გარკვეული მიზეზების გამო იგი ნეილ უორნოკის გუნდთან შეხვედრას გამოტოვებს. კრის სმოლინგი დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი კი ტრავმის გამო ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას.

"მარკოსმა მხარი დაიზიანა, მაგრამ სერიოზული არაფერია, ოპერაცია არ ესაჭიროება. ერთის მხრივ, ეს დიდი შვებაა, მაგრამ მეორეს მხრივ არ ღირს გარისკვა, რადგან ტრავმა შესაძლოა გაძლიერდეს. ეს დიდი პრობლემაა."

"გუშინ იგი სპეციალისტს ეჩვენა, რომელმაც კონსერვატიული მკურნალობის მეთოდის გამოყენება ურჩია. მარკოსისთვის ეს კარგია. როგორც ნებისმიერი სხვა ტრავმის შემთხვევაში, მე აქაც უძლური ვარ. ადამიანის სხეული ღმერთმა შექმნა და არა მე. წინასწარი შეფასებით გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდება. ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში როხო 12 თვეს იუქმებდა."


ტრავმების არსებობამ შესაძლოა გუნდში სერიოზული გადაწყობები გამოიწვიოს. ცენტრალური მცველების კანდიდატებად პედი მაკნეირი, ტაილერ ბლეკეტი, ტომ ტორპი და მაიკლ კერიკი გვესახებიან.

"ერთი და იგივე შემადგენლობის გამოყვანა რომ მინდოდეს, ამას მაინც ვერ მაოვახერხებ - ასე ხდება ყოველ კვირას. დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის. არ მინდა და არ ვაპირებ წუწუნს, რადგან მჯერა საკუთარი თავის, ფეხბურთელებისა და პერსონალის. ამასთან ერთად, მჯერა გულშემატკივრების, რომლებიც ჩვენთან ერთად რჩებიან, მიუხედავად ნაჩვენები შედეგებისა. სმოლინგი დისკვალიფიცირებულია. ჯონსი და ევანსი ტრავმირებულნი. ეს პრობლემა მე უნდა გადავჭრა, მაგრამ ახლა არ მინდა იმის თქმა, თუ ვინ გამოვა ძირითადში."

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ისიც დაადასტურა, რომ "არწივებთან" შეხვედრას რადამელ ფალკაო და რაფაელიც გამოტოვებენ.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2014 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ერთი და იგივე შემადგენლობის გამოყვანა რომ მინდოდეს, ამას მაინც ვერ მაოვახერხებ - ასე ხდება ყოველ კვირას. დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის. არ მინდა და არ ვაპირებ წუწუნს, რადგან მჯერა საკუთარი თავის, ფეხბურთელებისა და პერსონალის


winked
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top