თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2014, 09:54
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 14
უილსონმა შესაძლოა ვან პერსი ჩაანაცვლოს
ახალგაზრდა ინგლისელს შანსი ეძლევა..
უილსონმა შესაძლოა ვან პერსი ჩაანაცვლოს
რობინ ვან პერსის თამაში მომდევნო მატჩში კითხვის ნიშვნის ქვეშ დგას. "იუნაიტედის" ბოსი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ დროა უილსონმა მატჩი პირველივე წუთებიდანვე დაიწყოს.

ჰოლადნიელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში მხოლოდ სამი გოლის გატანა შეძლო, ძალიან შორს არის მის ოპტიმალურ ფორმასთან და ამასთანავე ძალიან დიდ წნეხს განიცდის, რომელიც ხელს უშლის საკუთარი თავის პოვნაში.

ვან გაალმა კი აქამდე რამდენჯერმე დასძინა, რომ მის გუნდში არავის აქვს ადგილი გარანტირებული, მიუხედავადი მათი რეპუტაციის და ყოველკვირეული შემოსავლისა. ახლა კი იგი მზადაა ახალგაზრდა ინგლისელს შანსი მისცეს, რომელმაც პირველივე დღიდან მასზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.

უილსონს პრემიერ ლიგაში დებიუტი გასულ სეზონს ჰქონდა, სადაც დუბლის შესრულება შეძლო "ჰალ სიტის" წინააღმდეგ. ახლა კი ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რადგან 21 წლამდელთა გუნდში უკვე 6 გოლია მის ანგარიშზე.

მანამ სანამ რადამელ ფალკაო ტრავმას იშუშებს და რობინ ვან პერსი ფორმაში ჩადგომას ცდილობს, დიდი ალბათობით "იუნაიტედის" თავდასხმას ინგლისური დუეტი გაუძღვება, რომელიც გამოცდილი კაპიტნით და ახალგაზრდა მოტივირებული ფეხბურთელი იქნება დაკომპლექტებული.

ვან გაალს საერთოდ არ "ეშინია" ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის, ვინაიდან მისი მწვრთვნელობის დროს დებიუტი უკვე ჰქონდათ ტაილერ ბლეკეტს, პედი მაკნაირს და ჯესი ლინგარდსაც.

უილსონი, რომლის რეპუტაციაც ყოველდღე იზრდება, ფოკუსირებულია ადგილის დამკვიდრებაზე გუნდში და იმ ადგილის შევსებას შეეცდება, რომელიც დენი უელბეკის და ხავიერ ერნანდესის წასვლის შემდეგ გაჩნდა გუნდში.

"ეს მნიშვნელოვანი დროა ჩემტვის." აცხადებს უილსონი. "ჩიჩარიტოს და უელბეკის სხვა გუნდში გადაბარგებამ მე დიდი შანსები გამიჩინა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის თუ მოედანზე უფრო მეტ დროს გავატარებ. ამ კონკურენციისას, რომელიც თამაშის დროს და ვარჯიშის დროსაც კი არის, მე იმედი მაქვს უფრო მეტ დროს მივიღებ და დავიმკვიდრებ ჩემს ადგილს გუნდში."

წყარო: Mirror
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
6 ნოემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
როგორც იქნა იმედია მხოლოდ გაზეთების გასაყიდად არაა დაწერილი და სიმართლის მარცვალიცააა ))) იმსახურებს ჯეიმსი და პირიქიტ არ იმსახურებს რობინი!!!!
0
№2
ავტორი: RedTeen
6 ნოემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Ra shesanishnavi ambavia... ^_^ rogorc iqna miecema shansi am bichs.. Imedia simartlea da martlac pirvelive wutebidan daiwyebs tamashs..
0
№3
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძალიან კარგი. იმსახურებს მოედანზე უფრო მეტი დროის გატარებას request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: VaRdo
6 ნოემბერი 2014 13:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფალკაო დაბრუნდა და რუნ იდა ფალკაო იქნებიან ძირითადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: tengo8107
6 ნოემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ვან პერსი აშკარად ვეღარ ეხმარება გუნდს და მაგას თუ ვინმე მყიდველი გამოუჩნდა ზამთარში უეჭველი გასაყიდია რა!!!
0
№6
ავტორი: Manchester United 14
6 ნოემბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გაიტანს უეჭველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ნოემბერი 2014 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნუ თუ ფალკაო არ იქნება იყოს ვილსონი მაშინ. რაც შეეხება პერსის მე მგონია რო ძალიან გადაღლილია ეს ფეხბურთელი, თან ეხლა პატარა ბიჭიც აღაარაა ასაკშია უკვე, ასე რომ პერსის დასვენება ნამდვილად არ აწყენს.
0
№8
ავტორი: Vajiko C
6 ნოემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ძალიან ნიჭიერი და მაგარია. პირველივე დღიდან შემაყვარა თავი და სუ ვაკვირდები. იმსახურებს უეჭველი. უკვე ჩემი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელია ❤️
0
№9
ავტორი: RedGirl
6 ნოემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
პერსის სკამზე დაჯდომა ცოტა ხნით აუცილებელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2014 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფალკაო თუ ისევ ვერ იქნება უილსონის დაყენება უკეთესი იქნება. ტიპს ყველა თამაშში გააქვს ვერ აჩერებენ. იმსახურებს ეს კაცი შანსს მითუმეტეს ესეტ მომენტში როცა პერსის არაფერი გამოსდის მოედანზე და თავის ფორმისგან ძაან შორსაა

პერსიც მიხვდება რო ხელშეუხებელი არაა და მაგასაც დასვამენ სკამზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top