თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2014, 09:54
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 14
უილსონმა შესაძლოა ვან პერსი ჩაანაცვლოს
ახალგაზრდა ინგლისელს შანსი ეძლევა..
უილსონმა შესაძლოა ვან პერსი ჩაანაცვლოს
რობინ ვან პერსის თამაში მომდევნო მატჩში კითხვის ნიშვნის ქვეშ დგას. "იუნაიტედის" ბოსი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ დროა უილსონმა მატჩი პირველივე წუთებიდანვე დაიწყოს.

ჰოლადნიელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში მხოლოდ სამი გოლის გატანა შეძლო, ძალიან შორს არის მის ოპტიმალურ ფორმასთან და ამასთანავე ძალიან დიდ წნეხს განიცდის, რომელიც ხელს უშლის საკუთარი თავის პოვნაში.

ვან გაალმა კი აქამდე რამდენჯერმე დასძინა, რომ მის გუნდში არავის აქვს ადგილი გარანტირებული, მიუხედავადი მათი რეპუტაციის და ყოველკვირეული შემოსავლისა. ახლა კი იგი მზადაა ახალგაზრდა ინგლისელს შანსი მისცეს, რომელმაც პირველივე დღიდან მასზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.

უილსონს პრემიერ ლიგაში დებიუტი გასულ სეზონს ჰქონდა, სადაც დუბლის შესრულება შეძლო "ჰალ სიტის" წინააღმდეგ. ახლა კი ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რადგან 21 წლამდელთა გუნდში უკვე 6 გოლია მის ანგარიშზე.

მანამ სანამ რადამელ ფალკაო ტრავმას იშუშებს და რობინ ვან პერსი ფორმაში ჩადგომას ცდილობს, დიდი ალბათობით "იუნაიტედის" თავდასხმას ინგლისური დუეტი გაუძღვება, რომელიც გამოცდილი კაპიტნით და ახალგაზრდა მოტივირებული ფეხბურთელი იქნება დაკომპლექტებული.

ვან გაალს საერთოდ არ "ეშინია" ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის, ვინაიდან მისი მწვრთვნელობის დროს დებიუტი უკვე ჰქონდათ ტაილერ ბლეკეტს, პედი მაკნაირს და ჯესი ლინგარდსაც.

უილსონი, რომლის რეპუტაციაც ყოველდღე იზრდება, ფოკუსირებულია ადგილის დამკვიდრებაზე გუნდში და იმ ადგილის შევსებას შეეცდება, რომელიც დენი უელბეკის და ხავიერ ერნანდესის წასვლის შემდეგ გაჩნდა გუნდში.

"ეს მნიშვნელოვანი დროა ჩემტვის." აცხადებს უილსონი. "ჩიჩარიტოს და უელბეკის სხვა გუნდში გადაბარგებამ მე დიდი შანსები გამიჩინა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის თუ მოედანზე უფრო მეტ დროს გავატარებ. ამ კონკურენციისას, რომელიც თამაშის დროს და ვარჯიშის დროსაც კი არის, მე იმედი მაქვს უფრო მეტ დროს მივიღებ და დავიმკვიდრებ ჩემს ადგილს გუნდში."

წყარო: Mirror
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 17:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გიორგი,
ხო, გამოფხიზლდება, თორე აუვარდა თავში lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: AkkRed
6 ნოემბერი 2014 18:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იღბალაა რუნი პერსი და ფალკაოსთან 21 წლის ბიჭი რო კონკურეციას გაუწევს იღბლიანი უნდა იყო თან ნიჭიერიც love
0
№13
ავტორი: Vodafone
6 ნოემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
პერსისაც წაადგება ცოტა დასვენება და ამისთვისაც კარგი შანსი იქნება..
0
№14
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 09:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ალილუია. გარდა იმის,ა რომ თვითონ ჯეიმსი მიიღებს დროს, არც პერსისთვის იქნება ცუდი იმის ცოდნა, რომ გარანტირებული არაფერი აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top