თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 20:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2677,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი მარცხის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის შემდგომ ლუი ვან გაალმა თავისი შეგირდები თავდადებისთვის შეაქო, ხოლო კრის სმოლინგი კი გააკრიტიკა.

ჯეიმს მილნერზე კრის სმოლინგის უპასუხისმგებლო ვარდნამ მატჩის მომდევნო სურათზე დიდი გავლენა იქონია.

მიუხედავად იმისა, რომ კრის სმოლინგის გაძევების შემდეგ "იუნაიტედი" კაცნაკლული დარჩა, "წითლები" "სიტის" წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ აგუერომ მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა.

"ბიჭებს ვუთხარი, რომ სულის სიძლიერე გამოავლინეს. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ხასიათით, მაგრამ სპორტში მხოლოდ შედეგი ითვლება, დღეს კი ჩვენ ხელცარიელნი დავრჩით."

"გულშემატკივარმა იცის, რომ ფეხბურთელები საკუთარი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, გაძევების შემდეგ ჩვენ უკეთაც კი ავთამაშდით. რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ ეს საკმაო არ აღმოჩნდა."

"10 ტურის შემდეგ 13 ქულა გვაქვს, "ჩელსის" კი ძალიან ბევრი და დაახლოებით იმდენივე "მანჩესტერ სიტის", ასე რომ, პრობლემა გვაქვს. უნდა გავუმჯობესდეთ და დამატკიცოთ, რომ უკეთესები ვართ. ჩვენ გავუმჯობესდებით, ამას გპირდებით."

"არ დამინახავს, როგორ მიიღო კრის სმოლინგმა პირველი ყვითელი ბარათი, მაგრამ როცა იცი, რომ გაფრთხილება გაქვს, ასეთ ვარდნას არ უნდა აკეთებდე, ეს ლოგიკურია."

"მან სულელური ქმედება ჩაიდინა. ფეხბურთელი კი თავის ემოციებს უნდა აკონტროლებდეს, განსაკუთრებით დერბიში. ასეთ მატჩებში უსაზღვროდ ფრთხილი უნდა იყო."


შეხვედრის მეორე ტაიმში მარკოს როხომ ტრავმა მიიღო და ვან გაალი თქმით მას მხარი აქვს ამოგდებული.

"მას მხარი ამოუვარდა. არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის, ორშაბათამდე უნდა დაველოდოთ. მაგრამ, არამგონია "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ითამაშოს."

"ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ ტრავმების გამო ტირილს არ ვაპირებ. სამწუხაროა, მაგრამ არა საშიში. როცა მაიკლი და პედი შევიდნენ სათამაშოდ, კარგად ვითამაშეთ. ეს შეგვიძლია, მაგრამ გოლი უნდა გავიტანოთ. დღეს ვერ გავიტანეთ, ამიტომ ქულა ვერ ავიღეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არა, კრის სმოლინგმა რომ სისულელე გააკეთა ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ მაგ ბარათის მერე მეგონა, რომ გადაგვივლიდნენ. გუნდის ხასიათი მართლაც გამოჩნდა. არაუშავს. წინა წლისგან განსხვავებით განწირული გუნდის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდით. ცუდია, ამას რომ დადებითად ვთვლი, მაგრამ ასეა, რას ვიზმათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
2 ნოემბერი 2014 20:32
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სმოლინგი რო არა მოვიგებდით. ვიძახი არ ვარგათქო და აქეთ რამდენიც გინდათ areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგმა მართლა უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, საჯარიმოსთან ესეტი ვარდნა თან როცა ყვითელი გაქვს რავი ამას რა უნდა დაარქვა სხვა

რუნის გარღვევა ყველაზ ეკარგი მომენტი იყო და გამიტყდა რო ვერ დაასრულეს
0
№4
ავტორი: REDDEVILS
2 ნოემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
dakarguli araferia me echvi mepareba arsenali da liveri ro aq qulebs aigeben sauthemptoni ki droebiti movlena mgonia . da kide rafaeli rato ar iyoo??
0
№5
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 20:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
REDDEVILS,
არაფერი არ დაწერილა მაგაზე წინასწარ და არც ლუის უთქვამს რამე. ეტყობა მატჩის წინ დაზიანდა როგორ კოლაროვი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Esi
2 ნოემბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რამდენი გადაგიხადეს სმოლინგ რამდენიიიიი...........
0
№7
ავტორი: manutd---10
2 ნოემბერი 2014 20:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ხო ლუი ეხლაა სმოლინგს აბრალეე! ნორმალური მეწყვილე რო ყოლოდა ეგრე არ მოხდებოდა!!!
0
№8
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სმოლინგმა სისულელე ქნა როცა ფეხი აუწია ჰარტს მაშინვე ვთქვი ეს თავს გაიგდებს დღესთქო და რა მატლიკინებდა :/ საერთო ჯამში კარგი თამაში იყო მარა როგორ გინდა სიტისთან წაგებას კარგი დაარქვა. შოუს და როხოს არაუშავდა გამოსწორდნენსავით. იანუზაიმ რა ითამაშა რო შეაფასო, რაც იყო ნორმალური იყო. რუნი და ფელაინი იყვნენ განსაკუთრებით კარგები და ნუ თავისთავად დე ხეა. ვანპერსი ვაფშე არ შეიყვანოს განაცხადში!!!! რაც მაგან 80 წუტში ქნა 10 წუთში უფრო მეტი გააკეთა უილსონმა
0
№9
ავტორი: chudikone
2 ნოემბერი 2014 22:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზოგს ეზარება თამაში, უკვე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Best 7
3 ნოემბერი 2014 01:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რავიი სმოლინგიი დებბილია იმენა დღეს უნდა მოგვეგო მარა შემდეგი მატჩიდან უკვე ვიწყებთ მოგებებს ბიჭებო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top