თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 20:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2877,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი მარცხის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის შემდგომ ლუი ვან გაალმა თავისი შეგირდები თავდადებისთვის შეაქო, ხოლო კრის სმოლინგი კი გააკრიტიკა.

ჯეიმს მილნერზე კრის სმოლინგის უპასუხისმგებლო ვარდნამ მატჩის მომდევნო სურათზე დიდი გავლენა იქონია.

მიუხედავად იმისა, რომ კრის სმოლინგის გაძევების შემდეგ "იუნაიტედი" კაცნაკლული დარჩა, "წითლები" "სიტის" წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ აგუერომ მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა.

"ბიჭებს ვუთხარი, რომ სულის სიძლიერე გამოავლინეს. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ხასიათით, მაგრამ სპორტში მხოლოდ შედეგი ითვლება, დღეს კი ჩვენ ხელცარიელნი დავრჩით."

"გულშემატკივარმა იცის, რომ ფეხბურთელები საკუთარი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, გაძევების შემდეგ ჩვენ უკეთაც კი ავთამაშდით. რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ ეს საკმაო არ აღმოჩნდა."

"10 ტურის შემდეგ 13 ქულა გვაქვს, "ჩელსის" კი ძალიან ბევრი და დაახლოებით იმდენივე "მანჩესტერ სიტის", ასე რომ, პრობლემა გვაქვს. უნდა გავუმჯობესდეთ და დამატკიცოთ, რომ უკეთესები ვართ. ჩვენ გავუმჯობესდებით, ამას გპირდებით."

"არ დამინახავს, როგორ მიიღო კრის სმოლინგმა პირველი ყვითელი ბარათი, მაგრამ როცა იცი, რომ გაფრთხილება გაქვს, ასეთ ვარდნას არ უნდა აკეთებდე, ეს ლოგიკურია."

"მან სულელური ქმედება ჩაიდინა. ფეხბურთელი კი თავის ემოციებს უნდა აკონტროლებდეს, განსაკუთრებით დერბიში. ასეთ მატჩებში უსაზღვროდ ფრთხილი უნდა იყო."


შეხვედრის მეორე ტაიმში მარკოს როხომ ტრავმა მიიღო და ვან გაალი თქმით მას მხარი აქვს ამოგდებული.

"მას მხარი ამოუვარდა. არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის, ორშაბათამდე უნდა დაველოდოთ. მაგრამ, არამგონია "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ითამაშოს."

"ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ ტრავმების გამო ტირილს არ ვაპირებ. სამწუხაროა, მაგრამ არა საშიში. როცა მაიკლი და პედი შევიდნენ სათამაშოდ, კარგად ვითამაშეთ. ეს შეგვიძლია, მაგრამ გოლი უნდა გავიტანოთ. დღეს ვერ გავიტანეთ, ამიტომ ქულა ვერ ავიღეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
3 ნოემბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერერა რატო არ ათამაშა?
0
№12
ავტორი: DiMaria
3 ნოემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მთელი ორი დღეა მაინტერესებს რას ამბობს სმოლინგზე და ვერ მოვახერხე შემოსვლა. მართალია, მაგარი იდიოტია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top