თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 00:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2596,
კომენტარები: 18
ვან გაალი: "დერბის ტაქტიკა იგებს და არა ემოცია"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი თვლის, რომ საკვირაო შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედი" "სიტის" დაუპირისპირდება, "წითლებმა" ემოციები გვერდზე უნდა გადადონ და მხოლოდ ტაქტიკას მიაქციონ ყურადღება.

ლუი ვან გაალს ესმის ქალაქ მანჩესტერში მცხოვრებ ხალხს შორის საფეხბურთო დაპირისპირება და ისიც, თუ რას ნიშნავს თითოეული ფეხბურთელისთვის ესოდენ მსხვილი კალიბრის მატჩი, რამეთუ მან საკუთარი თვალით იხილა ფეხბურთელებისთვის რაიან გიგზის მიერ მატჩის წინა ანალიზის მგზნებარე წარდგენა.

თუმცა, მრავალი ემოციური მატჩის მხილველი ვან გაალი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს მხოლოდ "ეტიჰადზე" გასამართ შეხვედრაზე იფიქრონ, საიდანაც ჰოლანდიელის აზრით წარმატებით დაბრუნება მხოლოდ გუნდური თამაშით არის შესაძლებელი.

"ეს ჩვენი მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია - ემოციების უკანა პლანზე გადაწევა და მხოლოდ ტაქტიკაზე ფიქრი. კარგად იცით, რომ ეს ემოციური მატჩია და ჩვენ არაფერში გვჭირდება წითელი ბარათი, რადგან 11 კაცის წინააღმდეგ 10 კაცით მატჩის მოგება ძალიან რთულია. სწორედ ეს არის ჩვენი მომზადების ნაწილი."

როცა ჰკითხეს ვან გაალს, თუ რა სიტყვით მიმართა გუნდს მატჩის წინ, მან უპასუხა:"მე უნდა დავინახო და გავაანალიზო არსებული ატმოსფერო. შემდეგ კი უნდა ვუთხრა გუნდს ის, რაც ჩემი აზრით იმ მომენტში ზედგამოჭრილია. მაგრამ ტაქტიკა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვითამაშოთ და როცა ამას ვაკეთებთ, წარმატების შანსი უფრო იზრდება."

ვან გაალს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის არსებულ განსხვავებას, რაზეც საკმაოდ გულწრფელი პასუხი გასცა: "სიტის" შემადგენლობის არ მშურს. მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და ეს უფრო მნიშვნელოვანია. როცა გუნდურად ვთამაშობთ, მოგების მეტი შანსი გვაქვს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 00:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველა თამაშს ტაქტიკა იგებს, მაგრამ ზოგჯერ მოტივაციის ფაქტორი თამაშობს უდიდეს როლს. მაგის პრობლემა დღეს არ იქნება და არც ტაქტიკის. ხანდახან იღბალია საჭირო, ხანდახან უმისოდაც გახვალ ფონს. საერთო ჯამში კი ყველაფერი უნდა შეერწყას ერთმანეთს, რათა წარმატებას მიაღწიო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
2 ნოემბერი 2014 00:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ხასიათი და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება აღარ გვყავს შარშანდელის დონის გუნდი რო გამართლების იმედად ვიყოთ
0
№3
ავტორი: red devil
2 ნოემბერი 2014 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შემადგენლობა კაია ტაქტიკოსი კაია შემართება კაია ხულიგნები ადგილზე არიან ხოდა ფეხებზე მკიდია 3 ქულა უნდა ავიღოთ
0
№4
ავტორი: SAF
2 ნოემბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
აი მანდ კი მაგრად ცდები ლუი მანდ მთავარი ემოციაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: Mufc7
2 ნოემბერი 2014 00:50
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
SAF,
სწორი და არასწორი ტაქტიკა განაპირობებს ემოციას- დადებითს და უარყოფითს.მართალს ამბობს ეს კაცი,ტაქტიკაა ყველაზე მთავარი ხოლო შემდეგ ყველა დანარჩენი,რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ემოციასთან არაფერ შუაშია ტაქტიკა. ტაქტიკა მხოლოდ თამაშზე ახდენს გავლენას. ემოციას კი თავად თამაშის მნიშვნელობა განაპირობებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და ეს უფრო მნიშვნელოვანია


მოისმა შარშან ლივერპულთან მატჩის წინ განაცხადა რომ ოლდ ტრაფორდზე ფავორიტი ლივერპული იყო
0
№8
ავტორი: Mufc7
2 ნოემბერი 2014 02:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ტაქტიკა ახდენს თამაშზე გავლენას,თამაში, შესაბამისად, ფეხბურთელზე და ეს შემდეგ ემოციებში გამოიხატება. ცუდად დადგმული პიესა მაყურებლის მოწონებას ვერ დაიმსახურებს,ხომ ასეა? ვერანაირ ემოციას აღძრავს ვერც მსახიობში და ვერც მით უმეტეს,მაყურებელში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: chudikone
2 ნოემბერი 2014 03:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგონია პელეგრინი ოდნავადაც ახლოს იყოს ლუის პროფესიონალიზმთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 11:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
კარგად ჩატარებული მატჩი არ არის ფეხბურთელის ემოციის გამომწვევი. მატჩის მნიშვნელობას კი შეუძლია ემოცია გამოიწვიოს. ასე მაგალითად: ესპანეთის ნაკრები ავიღოთ, რომელსაც თამაში აქვს საქართველოსთან. ეს სატურნირო მნიშვნელობითაც და მეტოქის სირთულითაც ნაკლებად დაძაბული შეხვედრა იყო ესპანელთათვის და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიწურულს გაიტანეს გამარჯვების გოლი, ვერავინ იტყვის, რომ არნახული ზეიმი გამართესო.

მაგრამ ავიღოთ გერმანიის ნაკრებთან მატჩი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ალბათ გახსოვს რა მოუვიდა ტორესსაც და ალბათ გახსოვს რა მოუვიდა ინიესტას, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ჰოლანდიას გაუტანა.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მატჩის მნიშვნელობა ახდენს გავლენას ფეხბურთელზე და არა ტაქტიკა... ცუდად ჩატარებული მატჩიც არის ემოციის გამომწვევი და კარგად ჩატარებული მატჩიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top