თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 00:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 18
ვან გაალი: "დერბის ტაქტიკა იგებს და არა ემოცია"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი თვლის, რომ საკვირაო შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედი" "სიტის" დაუპირისპირდება, "წითლებმა" ემოციები გვერდზე უნდა გადადონ და მხოლოდ ტაქტიკას მიაქციონ ყურადღება.

ლუი ვან გაალს ესმის ქალაქ მანჩესტერში მცხოვრებ ხალხს შორის საფეხბურთო დაპირისპირება და ისიც, თუ რას ნიშნავს თითოეული ფეხბურთელისთვის ესოდენ მსხვილი კალიბრის მატჩი, რამეთუ მან საკუთარი თვალით იხილა ფეხბურთელებისთვის რაიან გიგზის მიერ მატჩის წინა ანალიზის მგზნებარე წარდგენა.

თუმცა, მრავალი ემოციური მატჩის მხილველი ვან გაალი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს მხოლოდ "ეტიჰადზე" გასამართ შეხვედრაზე იფიქრონ, საიდანაც ჰოლანდიელის აზრით წარმატებით დაბრუნება მხოლოდ გუნდური თამაშით არის შესაძლებელი.

"ეს ჩვენი მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია - ემოციების უკანა პლანზე გადაწევა და მხოლოდ ტაქტიკაზე ფიქრი. კარგად იცით, რომ ეს ემოციური მატჩია და ჩვენ არაფერში გვჭირდება წითელი ბარათი, რადგან 11 კაცის წინააღმდეგ 10 კაცით მატჩის მოგება ძალიან რთულია. სწორედ ეს არის ჩვენი მომზადების ნაწილი."

როცა ჰკითხეს ვან გაალს, თუ რა სიტყვით მიმართა გუნდს მატჩის წინ, მან უპასუხა:"მე უნდა დავინახო და გავაანალიზო არსებული ატმოსფერო. შემდეგ კი უნდა ვუთხრა გუნდს ის, რაც ჩემი აზრით იმ მომენტში ზედგამოჭრილია. მაგრამ ტაქტიკა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვითამაშოთ და როცა ამას ვაკეთებთ, წარმატების შანსი უფრო იზრდება."

ვან გაალს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის არსებულ განსხვავებას, რაზეც საკმაოდ გულწრფელი პასუხი გასცა: "სიტის" შემადგენლობის არ მშურს. მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და ეს უფრო მნიშვნელოვანია. როცა გუნდურად ვთამაშობთ, მოგების მეტი შანსი გვაქვს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
2 ნოემბერი 2014 12:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
3-2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 ნოემბერი 2014 12:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,

100 % გეთანხმები good2
0
№13
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ეს ჩვენი ანგარიშია თუ სიტი მანჩესტერის? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Mufc7
2 ნოემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
"სიტი" - " მანჩესტერის" თამაშს სხვა ვარიანტი აქვს,თან ეს ანგარიში არ გვაწყობს:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 13:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ჰო და მაგიტომ გამივკრიდა რა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Mufc7
2 ნოემბერი 2014 13:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
0-7 უფრო გვაწყობს:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№17
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Mufc7,
მოვიგოთ ბრათ ტორემ ამგას ვნ უყურებს რა ანგარიში იქნება
0
№18
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 00:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
DiMaria,
:(((((((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top