თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 21:27
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2088,
კომენტარები: 11
რუნი ითამაშებს, ფალკაო არა
ახალი ამბები ტრამვირებულებზე
რუნი ითამაშებს, ფალკაო არა
უეინ რუნი "იუნაიტედს" კვირას გასამართ დერბიში გაუძღვება, ხოლო რაც შეეხება კოლუმბიელ ფორვარდს, იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტრავმის გამო.

ლუი ვან გაალი შეხვდა პრესას პარასკევს და გააცნო გუნდის სიახლეები და გულიანად იცინა,როდესაც მას ჰკითხეს უეინ რუნის ტრავმის შესახებ. უეინი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დერბიში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.

ხელმისაწვდომია ასევე ანტონიო ვალენსია, მაგრამ რამდენად მოუწევს მას თამაში კვირას უცნობია, რადგან მარუან ფელაინიმ ნახევარდაცვაში თითქმის გაინაღდა ადგილი შესანიშნავი პერფორმანსით.

"რუნი არც ყოფილა ტრავმირებული"-განაცხადა ბოსმა. "მართალია, პრესა წერდა ამის შესახებ, მაგრამ ეს სრული სიცრუეა. შესაძლოა უეინს სპორტულმა ფეხსაცმელმა შეაწუხა და ეს იყო პრობლემა, მაგრამ მერწმუნეთ მას არ ჰქონია ტრავმა

ის აუცილებლად ითამაშებს, ის ჩემი კაპიტანია. ეს არის ის რისი თქმაც მე შემიძლია. ფალკაო ისევ ვერ ითამაშებს. მე გავიგე რომ, უეინს გატანილი აქვს ბევრი გოლი "სიტის" კარში, მე ველაპარაკე მას ამის თაობაზე და სტიმული მივეცი, მაგრამ მას ეს არ სჭირდება. მე ძალიან გახარებული ვარ რომ მას შეუძლია თამაში და ის აუცილებლად ითამაშებს."


უეინთან ერთად სავარაუდოდ ძირითადშივე იქნება ბელგიელი მარუან ფელაინი, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლონდონელების წინააღმდეგ.

"მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ასევე ასისტენტობა გაუწია რობინს გოლის დროს. ის ძალიან დიდი ხანი იყო ტრამვირებული, მაგრამ როცა ის მწყობრშია მე ყოველთვის ვათამაშებ მას. მარუანმა უნდა გააგრძელოს ასეთი თამაში, რადგან მე მომწონს ის."

წყარო:manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ოქტომბერი 2014 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში ავტორთან მექნება პატარა შენიშვნა, ზოგან გაუმართებელი წინადადებაა და შემდეგში გაითვალისწინე. fellow რაც შეეხება რუნის, კარგია რო არ ქონია ტრამვა,ამ ჟურნალისტებს მეტი საქმე არ აქვთ რაა, მარტო ცუდი წერონ და სხვა მეტი არაფერი უნდათ. ფალკაო მეგონა რო ითამაშებდაა, მაგრამ არაუშავს რაც მთავარია კაპიტანი გვეყოლება love

ისე ვალენსია ფელაინთან რა შუაშია??? no
0
№2
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
ერერას მაგივრად ვალენსია დააყენა თუ გახსოვს ევერტონთან fellow
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 21:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე ისევ 4–5–1 ვითამაშებთ? ფლაკოა ა რიქნება და რუნი მატას შეცვლისო იწერება. ჩემი აზრით ესე ჯობია თან იანუზაიც იქნება და იმსახურებს ეგ კაცი თამაშს
0
№4
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეეეჰ რადამელ რადამელ რა გეტაკა შე ოხეროოო :(((
გიორგი,
არ გამორიცხო ვალენსია დააყენოს მარჯვნივ, მგონი თვითონაც ხედავდა რო ცაცია დი მარია და ადნანი ვერაფერს აკეთებდნენ მარჯვნივ რავიცი რა იქენბა ვნახოთ
0
№5
ავტორი: love united
31 ოქტომბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვერადავერ ათამაშდა რა. იმედია გაიხსნება ცოტა ხანში
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
31 ოქტომბერი 2014 23:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან ცუდია აუ ეს ვარჯიშზე მიღებული ტრავმები. წესით უნდა მოვუგოთ ასეთი სასტავითაც სიტის
0
№7
ავტორი: Mufc7
31 ოქტომბერი 2014 23:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რით ვეღარ დამთავრდა ეს ტრამვები რა angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Macklemore
31 ოქტომბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რუნი იქნება მთავარი ესაა და რატომღაც მგონია რო პერსი გოლების გატანას დაიწყებს.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 00:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პირიქით რომ ყოფილიყო უფრო დამწყდებოდა გული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არაუშავს. მშვენივრად გამოჩნდა, რომ ერთი თავდამსხმელითაც ვთამაშობთ. ჯერ არც ფალკაოა დიდი ძალა და რაღაც ზებუნებრივი მუხტი. ბოლოს პერსის ცუდი პერიოდიც ხომ უნდა დასრულდეს არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top