თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 21:27
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2333,
კომენტარები: 11
რუნი ითამაშებს, ფალკაო არა
ახალი ამბები ტრამვირებულებზე
რუნი ითამაშებს, ფალკაო არა
უეინ რუნი "იუნაიტედს" კვირას გასამართ დერბიში გაუძღვება, ხოლო რაც შეეხება კოლუმბიელ ფორვარდს, იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტრავმის გამო.

ლუი ვან გაალი შეხვდა პრესას პარასკევს და გააცნო გუნდის სიახლეები და გულიანად იცინა,როდესაც მას ჰკითხეს უეინ რუნის ტრავმის შესახებ. უეინი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დერბიში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.

ხელმისაწვდომია ასევე ანტონიო ვალენსია, მაგრამ რამდენად მოუწევს მას თამაში კვირას უცნობია, რადგან მარუან ფელაინიმ ნახევარდაცვაში თითქმის გაინაღდა ადგილი შესანიშნავი პერფორმანსით.

"რუნი არც ყოფილა ტრავმირებული"-განაცხადა ბოსმა. "მართალია, პრესა წერდა ამის შესახებ, მაგრამ ეს სრული სიცრუეა. შესაძლოა უეინს სპორტულმა ფეხსაცმელმა შეაწუხა და ეს იყო პრობლემა, მაგრამ მერწმუნეთ მას არ ჰქონია ტრავმა

ის აუცილებლად ითამაშებს, ის ჩემი კაპიტანია. ეს არის ის რისი თქმაც მე შემიძლია. ფალკაო ისევ ვერ ითამაშებს. მე გავიგე რომ, უეინს გატანილი აქვს ბევრი გოლი "სიტის" კარში, მე ველაპარაკე მას ამის თაობაზე და სტიმული მივეცი, მაგრამ მას ეს არ სჭირდება. მე ძალიან გახარებული ვარ რომ მას შეუძლია თამაში და ის აუცილებლად ითამაშებს."


უეინთან ერთად სავარაუდოდ ძირითადშივე იქნება ბელგიელი მარუან ფელაინი, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლონდონელების წინააღმდეგ.

"მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ასევე ასისტენტობა გაუწია რობინს გოლის დროს. ის ძალიან დიდი ხანი იყო ტრამვირებული, მაგრამ როცა ის მწყობრშია მე ყოველთვის ვათამაშებ მას. მარუანმა უნდა გააგრძელოს ასეთი თამაში, რადგან მე მომწონს ის."

წყარო:manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2014 03:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სიტისთან მთავარია ცენტრი დავიჭიროთ და შემსრულებლები არც ნახევარდაცვაში გვაკლია. ფელაინი ბლინდი და ერერა თუ იქნებიან სამივე მაშინ სამ ქულას გილოცავთ ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top