თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3135,
კომენტარები: 15
5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს
ერთი ქალაქის ორ გუნდში მოთამაშე 5 ფეხბურთელი.
5 ფეხბურთელი, რომლებმაც
ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ქალაქ მანჩესტერის ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს მაისური მორგებული.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


კარლოს ტევესი


კარლოს ტევესი "იუნაიტედს" "ვესტ ჰემიდან" იჯარის წესით შეურთდა და "იუნაიტედის" ქომაგებს თავი ბრძოლისუნარიანობის გარდა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამახსოვრა.

"იუნაიტედიდან" პირდაპირ "სიტის" რიგებში გადასვლით, კარლოსი ტერი კუკის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "წითლების" შემდეგ "ქალაქელების" მაისური მოირგო. 1999 წელს "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტერი კუკმაც იგივე გააკეთა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


ოუენ ჰარგრივსი


ოუენ ჰარგრივსი "ბაიერნიდან" დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძინა "იუნაიტედმა". ინგლისელი ფეხბურთელი "წითლებს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა "ოლდ ტრაფორდზე" მის პროგრესს ხელი შეუშალა.

როცა კონტრაქტი ამოეწურა, ოუენმა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო და მეზობლებს მიაშურა, მაგრამ კარიერის დასრულებამდე მხოლოდ ერთხელ მოახერხა "ქალაქელების" მაისურით თამაშში ჩართვა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


ენდი კოული


"ნიუკასლიდან" 1995 წელს გადასვლის შემდეგ ენდი კოული "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი გახდა.

ტრებლის მომგები გუნდის წამყვანი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" კარში ტიტულის მომტანი გოლის ავტორი გახდა. ნოტინგემში დაბადებულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერა "ბლექბერნში" განაგრძნო, რასაც "ფულჰემი" და მანჩესტერში დაბრუნება მოჰყვა 2005 წელს, თუმცა "სიტის" რიგებში.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს



ანდრეი კანჩესკისი


ანდრეი კანჩესკისი დონეცკის "შახტარიდან" გადასვლის შემდეგ "იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად იქცა, რომლის დახმარებით გუნდმა 1993 წელს ლიგა მოიგო, მომდევნო წელს კი დუბლი შეასრულა.

1995 წელს "ევერტონში" მისი გაყიდვა ბევრს გაუკვირდა, მაგრამ მოგვიანებით ანდრეი იტალიაში, "ფიორენტინას" რიგებში გადაბარგდა. სერია A-ს გუნდმა იგი "სიტიში" გაანათხოვრა, სადაც მხოლოდ 10 მატჩის ჩატარება მოახერხა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


პეტერ შმეიხელი


1999 წელს "ბაიერნის" წინააღმდეგ მოპოვებულ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში პეტერ შმეიხელი გუნდს კაპიტნობდა და იგი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედ ითვლება.

დანიელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემდეგ "სპორტინგში" გადავიდა, მაგრამ ლისაბონი მალევე დატოვა და რამდენიმე წლის განმავლობაში "ასტონ ვილაში" ირიცხებოდა. ამის შემდეგ, შმეიხელი სხვებისდა გასაოცრად "სიტიში" გადავიდა და დერბიშიც კი მიიღო მონაწილეობა.

წყარო:manutd.com
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2014 23:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მაინც ყველაზე მეტად ტევესის გადასვლა მეწყინა. მომწონდა ეს ფეხბურთელი და მისი შემართება. მაგრამ ძალიან საზიზღრულად მოიქცა. მითუმეტეს მაშინ, როცა ფოსტერს ბურთი წაართვა, გოლი გაატანინა და ამას უყოყმანოდ აღნიშნავდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
30 ოქტომბერი 2014 23:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
შემზიზღდა და შეაზიზღა ყველას თავი ტევესმა :@ :@ ეხლა ვერც სიტის და ვერც იუნაიტედის ფანები ვეღარ იტანენ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2014 23:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტევესი ყველაზე ცენზურაა!

შმეიხელი
0
№4
ავტორი: DiMaria
30 ოქტომბერი 2014 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ დამპალო ყელგამომწვარო არგენტინელო. ეგ არ უნდა გექნა. იქაც რომ დაგაჯვეს მიხვდი რა
0
№5
ავტორი: Wardell
30 ოქტომბერი 2014 23:59
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
ვიდეოს დასაწყისში რო რაღაც გოლია ეგ პროსტაა თუ რამეს ნიშნავდა ვერ დავინახე კარგად რა მომენტია :((((
0
№6
ავტორი: Mufc7
31 ოქტომბერი 2014 00:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აქედან ჩემს პარივისცემას ყველაზე ნაკლებად ტევეზი იმსახურებს. ყველაზე ნაკლებად კი არა,საერთოდ არ იმსახურებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
31 ოქტომბერი 2014 00:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
lashavk6,
ამასთან კავშირში არაა wink
0
№8
ავტორი: Best 7
31 ოქტომბერი 2014 00:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tevesiiis dedac!
0
№9
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 01:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
კიდე კაი თორე დავითხარე თვალები იმდენჯერ ვუყურე :D
0
№10
ავტორი: Vajiko C
31 ოქტომბერი 2014 07:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
დენის ლოუ გამოგრჩათ))))

ლიუმ გაგვუტანა ზუსტად ის 1 გოლი რომელმაც 1 დივიზიონიდან გაგვაგდო))) თუ არ ვცდები 1971ში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top