თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2014, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3357,
კომენტარები: 15
5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს
ერთი ქალაქის ორ გუნდში მოთამაშე 5 ფეხბურთელი.
5 ფეხბურთელი, რომლებმაც
ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ქალაქ მანჩესტერის ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს მაისური მორგებული.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


კარლოს ტევესი


კარლოს ტევესი "იუნაიტედს" "ვესტ ჰემიდან" იჯარის წესით შეურთდა და "იუნაიტედის" ქომაგებს თავი ბრძოლისუნარიანობის გარდა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამახსოვრა.

"იუნაიტედიდან" პირდაპირ "სიტის" რიგებში გადასვლით, კარლოსი ტერი კუკის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "წითლების" შემდეგ "ქალაქელების" მაისური მოირგო. 1999 წელს "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტერი კუკმაც იგივე გააკეთა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


ოუენ ჰარგრივსი


ოუენ ჰარგრივსი "ბაიერნიდან" დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძინა "იუნაიტედმა". ინგლისელი ფეხბურთელი "წითლებს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა "ოლდ ტრაფორდზე" მის პროგრესს ხელი შეუშალა.

როცა კონტრაქტი ამოეწურა, ოუენმა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო და მეზობლებს მიაშურა, მაგრამ კარიერის დასრულებამდე მხოლოდ ერთხელ მოახერხა "ქალაქელების" მაისურით თამაშში ჩართვა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


ენდი კოული


"ნიუკასლიდან" 1995 წელს გადასვლის შემდეგ ენდი კოული "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი გახდა.

ტრებლის მომგები გუნდის წამყვანი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" კარში ტიტულის მომტანი გოლის ავტორი გახდა. ნოტინგემში დაბადებულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერა "ბლექბერნში" განაგრძნო, რასაც "ფულჰემი" და მანჩესტერში დაბრუნება მოჰყვა 2005 წელს, თუმცა "სიტის" რიგებში.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს



ანდრეი კანჩესკისი


ანდრეი კანჩესკისი დონეცკის "შახტარიდან" გადასვლის შემდეგ "იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად იქცა, რომლის დახმარებით გუნდმა 1993 წელს ლიგა მოიგო, მომდევნო წელს კი დუბლი შეასრულა.

1995 წელს "ევერტონში" მისი გაყიდვა ბევრს გაუკვირდა, მაგრამ მოგვიანებით ანდრეი იტალიაში, "ფიორენტინას" რიგებში გადაბარგდა. სერია A-ს გუნდმა იგი "სიტიში" გაანათხოვრა, სადაც მხოლოდ 10 მატჩის ჩატარება მოახერხა.

5 ფეხბურთელი, რომლებმაც "იუნაიტედის" და "სიტის" რიგებში ითამაშეს


პეტერ შმეიხელი


1999 წელს "ბაიერნის" წინააღმდეგ მოპოვებულ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში პეტერ შმეიხელი გუნდს კაპიტნობდა და იგი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედ ითვლება.

დანიელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემდეგ "სპორტინგში" გადავიდა, მაგრამ ლისაბონი მალევე დატოვა და რამდენიმე წლის განმავლობაში "ასტონ ვილაში" ირიცხებოდა. ამის შემდეგ, შმეიხელი სხვებისდა გასაოცრად "სიტიში" გადავიდა და დერბიშიც კი მიიღო მონაწილეობა.

წყარო:manutd.com
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
31 ოქტომბერი 2014 08:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შმეიხელის ყველაზე დიდი ლაქაა სიტიში გადასვლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: red devil
31 ოქტომბერი 2014 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შმეიხელი არ უნდა გადასულიყო სიტიში ყველაზე მეტად მასზე მწყდება გული
0
№13
ავტორი: RojoDiablo
31 ოქტომბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Vajiko C,
არ გამომრჩენია. პრემიერ ლიგის ისტორიაში ვინც გადავიდა მანჩესტერის შემდეგ სიტიში ისინი წერია აქ. ადრე ინგლისის ჩემპიონატს სანამ პრემიერ ლიგას დაარქმევდნენ ეგ არ შედის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ოქტომბერი 2014 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტევესი გასაგებია მაგარი ცენზურაა, მაგრამ აი შმეიხელს კი არ ეკადრებოდა რაა, პრინციპში არც ენდი კოულს, მაგრამ რას ვიზავთ ხდება ხოლმე.

ისე ჰარგრიუსმა თუ სიტიშიც ითამაშა ნაღდად არ მახსოვდა.
0
№15
ავტორი: Wardell
31 ოქტომბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Auuu hargriusi rogor mevaseboda chemi simpawiagaa ))) mara datanja tramvebma moedanxe shemosuli ar iyo to isev travmas ighebda (((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top