თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)
კვირას გამართული შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
შეცდომები

"ჩელსისთან" შეხვედრამ რამდენიმე სათვალთვალო მიზეზი მოგვცა. დაცვის ხაზში კიდევ ერთმა ახალმა განლაგებამ (როხოსა და სმოლინგის დუეტი) მოწყენის საშუალება მოგვისპო.

დროგბას გოლი

როგორც ყველამ შეამჩნია, დროგბამ გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც რაფაელს ორთაბრძოლა მოუგო. რატომ დგას ასეთ აყლაყუდასთან დაბალი მცველი დიდი გამოცანაა. თითქოს ვერ გაერკვნენ. "ჩელსის" ფორვარდი სხვა ვინმეს უნდა აეყვანა.

ეს არის პირველადი აზრები, რომელიც თითოეულ თქვენგანს დაებადებოდა გოლის განხილვის მომენტში. და სრულიად მართებულია. მაგრამ, მოდით გატანილ გოლამდე გადავხედოთ თამაშს.

სურათზე ჩანს მეორე კუთხური. დროგბას გვერდით რაფაელი იმყოფება. სწორედ ის ავიწროებს "ჩელსის" ფორვარდს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


პირველი ტაიმის მსვლელობისას ერთადერთი შემთხვევა, როცა დროგბას არა რაფაელი, არამედ ფელაინი მეურვეობს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


დანარჩენ ეპიზოდებში კი სურათი არ იცვლებოდა. საჯარიმოები, კუთხურები... რაფაელი მუდამ დროგბას გვერდით იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ამას კი მივყავართ დასკვნამდე, რომ სტანდარტული მდგომარეობის დროს დროგბას მეურვედ რაფაელი შეგნებულად გაამწესეს. რატომ გადაწყვიტეს, რომ რაფაელი თავს გაართმევდა, სრულიად გაუგებარია.

ნება მომეცით ჟოზეს კომპლიმენტი მივუძღვნა.

"ჩელსის" ჩაწოდებები პირველ ტაიმში არავითარ ხიფათს არ მოასწავებდა, რადგან ისინი ცენტრალურ ზონაში მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ დროგბა მუდამ ახლო ძელთან იდგა. მაგრამ შესვენების შემდეგ მოწოდებულ პირველივე კუთხურს ფაბრეგასის პასი მოჰყვა სწორედ იმ ზონაში, სადაც "ჩელსის" ფორვარდი იდგა. ვფიქრობ, მწვრთნელის კორექტირების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ.

ინდივიდუალური შეცდომები


პირველ ტაიმში საკუთარ კარში ორჯერ გამოიწვია უსიამოვნება როხომ და ერთხელ ბლინდმა.

ტაიმის დასაწყისში როხომ მოწინააღმდეგეს მისცა ბურთი, რასაც კარში დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მას დროულად გადაეღობა სმოლინგი.

34-ე წუთზე როხომ ისევ აჩუქა ბურთი მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვილიანმა ცუდად დაამუშავა და იმავე სმოლინგს ხანძრის ჩაქრობის საშუალება მისცა. თუმცა, რამდენიმე წამში დროგბამ და ოსკარმა ბლინდი ჩაყლაპეს, რის შემდეგაც 3 2-ზე შეტევა განვითარდა, რომელიც როხომ დროგბაზე წარმატებული ვარდნით განმუხტა.

სამწუხაროდ, შეცდომები "იუნაიტედის" თამაშების თანმდევია, რეკორდსმენი კი ამ მაჩვენებლით მარკოს როხოა, რომელიც პარტნიორებს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს.

41-ე წუთი. დროგბას დარტყმა.


ყველაფერი კვლავ როხოსა და თავით მის მიერ ცუდად თამაშით დაიწყო. საბოლოოდ ოსკარი ჩვენ საჯარიმოში ბურთთან ერთად აღმოჩნდა. მართალია, კუთხე მახვილი იყო და კარში დარტყმა ძალიან რთული გახლდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ამიტომ, ოსკარმა პაუზა აიღო და დროგბას გადააწოდა პასი. ყურადღება მიაქციეთ რაფაელსა და "ჩელსის" ფორვარდს შორის მანძილის სხვაობას. დაახლოებით ისეთივეა, როგორიც "ვესტ ბრომთან" მატჩში როხოს შეცდომა, ოღონდ ერთი სხვაობით - დროგბამ "ათიანში" ვერ მოარტყა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი სასოწარკვეთილი ვარდნით რაფაელმა შორეული კუთხე ჩაკეტა, რაც შესაძლოა გახდა კიდეც მიზეზი დროგბას მიერ გოლის ვერ გატანისა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


პენალტი


ტაიმის მიწურულს "იუნაიტედისთვის" ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რომ არა მსაჯების შეცდომა. სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს სმოლინგი ჭიდაობის ილეთით უმკლავდება ივანოვიჩს. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ასეთ დარღვევაზე პენალტს იძლევიან, არ ღირს.

ჰო მართლა, ყურადღება მიაქციეთ რაფაელსა და დროგბას - განუყრელი წყვილია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


მსაჯების საკითხს ადრეც შევეხეთ, მაგრამ ფილ დაუდი "იუნაიტედს" ზეციერ მამად მოევლინა. ერთადერთი ეპიზოდის გარდა მსაჯებთან დაკავშირებული მეტი კითხვა არ გვაქვს.

დამნაშავე არ არსებობს

ფეხბურთში გოლები არა მარტო შეცდომების, არამედ ინდივიდუალური პროფესიონალიზმის ხარჯზე გადის. ისეთ მომენტებში, როგორიც აზარს ჰქონდა რთულია დაცვის ხაზის დადანაშაულება, რადგან თავდასხმა უბრალოდ ძლიერი აღმოჩნდა.

"ჩელსის" შემტევებმა მაღალი კლასი აჩვენეს, მაგრამ დე ხეა უკეთესი აღმოჩნდა.



გაგრძელება

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიმართლეს ვიტყვი და რაფაელი თუ მუდამ ასე მეურვეობდა არ დავკვირვებივარ. მხოლოდ გოლის ეპიზოდში შევამჩნიე და ძალიან გამიკვირდა, რა ესაქმებოდა იქ, მაგრამ...

პენალტი მეც მგონია, რომ იყო და არ მესიამოვნა, რომ ასეთი გზით მივაღწიეთ "წარმატებას", მაგრამ რას იზამ. რაც მოხდა მოხდა. უბრალოდ ვერ დაინახეს და აქ ვან გაალის და მანჩესტერის ფაქტორი არაფერ შუაშია.

დი მარია საშინლად მიშლიდა ნერვებს. მოყოლებული მარიაჟა პირველი დარტყმისგან, გაგრძელებული დრიბლინგზე და ჩაწოდებებზე.

მატა გუშინ კარგი იყო. საერთოდ არ ერიდებოდა ბურთის დაჭერას და საკუთარ ნახევარზე მოტყუებასაც კი.

პერსიმ ბოლოს რომ გამოასწორა გოლით ეგ არაფერს ნიშნავს. არ არის კაცო ფორმაში და მორჩა.

იანუზაი კი ყოჩაღ. აი დი მარია ვერაფერს უხერხებდა დაცვას მოტყუების მხრივ, ადნანმა ასე თუ ისე აწვალა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2014 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატომ დგას ასეთ აყლაყუდასთან დაბალი მცველი


wink აი ეს მართლა მეც ვერ გავიგე. საერთოდ რაფა ხშირად ხვდება გოლის ავტორის მეურვე ხოლმე. როხო ბევრ შეცდომებს უშვებს დ ათან ძალიან უაზრო სიტუაციებში. არ მევასება მაგრად ეს როჟა და იმედია გამოასწორებს ან დააგდებს ლუი სკამზე
0
№3
ავტორი: DiMaria
27 ოქტომბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვგიჟდები ამ სიახლეზე. უფრო მეტად ხედავ რა და რის გამო მოხდა და ან გული გწყდება, ან გიხარია. ახლა ორივე დამემართა. ბოლო წუთზე ივანოვიჩის გაძევების შემდეგ გავიფიქრე, რომ ახლა ერთი კაცი დააკლდებათ თავზე და როგორმე რამეს მოვახერხებთ თქო და...
0
№4
ავტორი: Wardell
27 ოქტომბერი 2014 20:35
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პირველივე კუთხურზე ვთქვი რომ რაფაელი ძელთან უნდა მდგარიყო და არა დროგბასთან, მართალია სიმაღლის მიუხედავად თავით კარგად თამაშობს, მაგრამ დროგბა სხვა დონეა.

დაცვის ხაზს შეთამაშება აკლია და ეს პრობლემა ცხადია იქნებოდა 2 თამაში არ ჩაუტარებიათ ერთნაირი დაცვით. როხოს მომენტს რაც შეეხება როცა თავით მოგერიებული ოსკარს მიუვიდა, მანდ სმოლინგი უნდა ასულიყო და ვერც გააკეთებდა პასს, როხო დაეცა და მაინც კრისი ეძახდა შენ მიდიო. მოკლედ კომუნიკაციაის პრობლემააა.

შეტევას რაც შეეხება 6 ფეხბურთელიდან რომელიც ამ საქმით ასე თუ ისე დაკავებული იყო 5 ცაცია იყო. ეს გარკვეულ წინად პრობლემას ქმნიდა მარჯვენა ფლანგი ნაკლება დატვირთული იყო ზუსტად მაგიტო შეიცვალეს ფლანგები მეორე ტაიმში, იანუზაიმ და დი მარიამ.

პერსი ძალიან ბევრს აფუჭებს უკვე და რაც გაიტანა ეგეც დი მარაის და ფელაინის დამსახურებაა. ფალკაო უნდა მომჯობინდეს აუცილებლად
0
№5
ავტორი: აკო
27 ოქტომბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ამაზე უარესი რაღა უნდა გააკეთოს სიტიმ, მოვიგებთ ასე მგონია love
0
№6
ავტორი: Malboro463
27 ოქტომბერი 2014 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ერტი ევრა იყო 2 მეტრიან კაცენზე მაღლა რო ხტებოდა.
რაფაელმა არ იცის თავით თამაში და დროგბასთან ვიდიჩსაც გაუჭირდებოდა რაფაელი რა დასაყაენებელი იყო
0
№7
ავტორი: love united
27 ოქტომბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აი როხოზე ცუდი მცველი იშვიათია, დაგვღუპავს ეგ.
0
№8
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Es statia magrad mevaseba tamashs uyureb mwvane mindoris garet imena :D citystan rooney da hererra brundebian da vnaxot vin daichagreba
0
№9
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 02:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Penalts magrad gadavurchit..kidev kargi ver dainaxa msajma..
0
№10
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2014 09:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიყვარს ამ სტატიის კითხვა და ველოდები ხოლმე... love სულ სხვანაირად დაგანახებს ჩატარებულ თამაშს... საინტერესოა,სიტისთან როგორი ანგარიშით დამთავრდება მატჩი და ეს სტატია როგორ დაიწერება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top