თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2323,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)
კვირას გამართული შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
შეცდომები

"ჩელსისთან" შეხვედრამ რამდენიმე სათვალთვალო მიზეზი მოგვცა. დაცვის ხაზში კიდევ ერთმა ახალმა განლაგებამ (როხოსა და სმოლინგის დუეტი) მოწყენის საშუალება მოგვისპო.

დროგბას გოლი

როგორც ყველამ შეამჩნია, დროგბამ გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც რაფაელს ორთაბრძოლა მოუგო. რატომ დგას ასეთ აყლაყუდასთან დაბალი მცველი დიდი გამოცანაა. თითქოს ვერ გაერკვნენ. "ჩელსის" ფორვარდი სხვა ვინმეს უნდა აეყვანა.

ეს არის პირველადი აზრები, რომელიც თითოეულ თქვენგანს დაებადებოდა გოლის განხილვის მომენტში. და სრულიად მართებულია. მაგრამ, მოდით გატანილ გოლამდე გადავხედოთ თამაშს.

სურათზე ჩანს მეორე კუთხური. დროგბას გვერდით რაფაელი იმყოფება. სწორედ ის ავიწროებს "ჩელსის" ფორვარდს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


პირველი ტაიმის მსვლელობისას ერთადერთი შემთხვევა, როცა დროგბას არა რაფაელი, არამედ ფელაინი მეურვეობს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


დანარჩენ ეპიზოდებში კი სურათი არ იცვლებოდა. საჯარიმოები, კუთხურები... რაფაელი მუდამ დროგბას გვერდით იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ამას კი მივყავართ დასკვნამდე, რომ სტანდარტული მდგომარეობის დროს დროგბას მეურვედ რაფაელი შეგნებულად გაამწესეს. რატომ გადაწყვიტეს, რომ რაფაელი თავს გაართმევდა, სრულიად გაუგებარია.

ნება მომეცით ჟოზეს კომპლიმენტი მივუძღვნა.

"ჩელსის" ჩაწოდებები პირველ ტაიმში არავითარ ხიფათს არ მოასწავებდა, რადგან ისინი ცენტრალურ ზონაში მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ დროგბა მუდამ ახლო ძელთან იდგა. მაგრამ შესვენების შემდეგ მოწოდებულ პირველივე კუთხურს ფაბრეგასის პასი მოჰყვა სწორედ იმ ზონაში, სადაც "ჩელსის" ფორვარდი იდგა. ვფიქრობ, მწვრთნელის კორექტირების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ.

ინდივიდუალური შეცდომები


პირველ ტაიმში საკუთარ კარში ორჯერ გამოიწვია უსიამოვნება როხომ და ერთხელ ბლინდმა.

ტაიმის დასაწყისში როხომ მოწინააღმდეგეს მისცა ბურთი, რასაც კარში დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მას დროულად გადაეღობა სმოლინგი.

34-ე წუთზე როხომ ისევ აჩუქა ბურთი მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვილიანმა ცუდად დაამუშავა და იმავე სმოლინგს ხანძრის ჩაქრობის საშუალება მისცა. თუმცა, რამდენიმე წამში დროგბამ და ოსკარმა ბლინდი ჩაყლაპეს, რის შემდეგაც 3 2-ზე შეტევა განვითარდა, რომელიც როხომ დროგბაზე წარმატებული ვარდნით განმუხტა.

სამწუხაროდ, შეცდომები "იუნაიტედის" თამაშების თანმდევია, რეკორდსმენი კი ამ მაჩვენებლით მარკოს როხოა, რომელიც პარტნიორებს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს.

41-ე წუთი. დროგბას დარტყმა.


ყველაფერი კვლავ როხოსა და თავით მის მიერ ცუდად თამაშით დაიწყო. საბოლოოდ ოსკარი ჩვენ საჯარიმოში ბურთთან ერთად აღმოჩნდა. მართალია, კუთხე მახვილი იყო და კარში დარტყმა ძალიან რთული გახლდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


ამიტომ, ოსკარმა პაუზა აიღო და დროგბას გადააწოდა პასი. ყურადღება მიაქციეთ რაფაელსა და "ჩელსის" ფორვარდს შორის მანძილის სხვაობას. დაახლოებით ისეთივეა, როგორიც "ვესტ ბრომთან" მატჩში როხოს შეცდომა, ოღონდ ერთი სხვაობით - დროგბამ "ათიანში" ვერ მოარტყა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი სასოწარკვეთილი ვარდნით რაფაელმა შორეული კუთხე ჩაკეტა, რაც შესაძლოა გახდა კიდეც მიზეზი დროგბას მიერ გოლის ვერ გატანისა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


პენალტი


ტაიმის მიწურულს "იუნაიტედისთვის" ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რომ არა მსაჯების შეცდომა. სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს სმოლინგი ჭიდაობის ილეთით უმკლავდება ივანოვიჩს. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ასეთ დარღვევაზე პენალტს იძლევიან, არ ღირს.

ჰო მართლა, ყურადღება მიაქციეთ რაფაელსა და დროგბას - განუყრელი წყვილია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (ტაქტიკური განხილვა)


მსაჯების საკითხს ადრეც შევეხეთ, მაგრამ ფილ დაუდი "იუნაიტედს" ზეციერ მამად მოევლინა. ერთადერთი ეპიზოდის გარდა მსაჯებთან დაკავშირებული მეტი კითხვა არ გვაქვს.

დამნაშავე არ არსებობს

ფეხბურთში გოლები არა მარტო შეცდომების, არამედ ინდივიდუალური პროფესიონალიზმის ხარჯზე გადის. ისეთ მომენტებში, როგორიც აზარს ჰქონდა რთულია დაცვის ხაზის დადანაშაულება, რადგან თავდასხმა უბრალოდ ძლიერი აღმოჩნდა.

"ჩელსის" შემტევებმა მაღალი კლასი აჩვენეს, მაგრამ დე ხეა უკეთესი აღმოჩნდა.



გაგრძელება

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე დროგბასთან რაფა რატო დააყენეს ეგ თვითონ თუ მაინც იციან :D
0
№12
ავტორი: RioManIa
28 ოქტომბერი 2014 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
რატომ უდგა დროგბას რაფაელი?
ეს კითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ რომ დავფიქრდი ასეთი ახსნა მაქვს.

ჩელსის ფეხბურთელები ზოგადად ყველა მოშნი ტიპია, ფლანგური მცველებიც კი შესანიშნავად თამაშობენ თავით,
ტერი, კაჰილი, ივანოვიჩი, ამათ დავუმატოთ მატიჩიც და გამოდის რომ მანჩესტერის მაღლები: სმოლინგი, როხო, ფელაინი ამ ხალხს მეურვეობდა. დაუკვირდით ჩვენ გვყავს მხოლოდ სმოლინგი,როხო, ფელაინი რომლებიც კარგად თამაშობენ თავით. მე კიდევ ჩელსის 4 ფეხბურთელი ჩამოვთვალე დროგბას გარდა. კარგი ვთქვათ ბლინდი ედგა იმ მეოთხეს.

სწორედ ამიტომ დაუტოვეს რაფაელი მეურვედ დროგბას. მეტი მიზეზი აქ არ არსებობს. თორემ არა მგონია ვან გაალს ეგ შეშლოდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top