თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2014, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1872,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-9 ტური
თარიღი: კვირა, 26 ოქტომბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ევანსი, ლინგარდი, ვალენსია, მაკნეირი.
დისკვალიფიკაცია: რუნი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: დი მარია
განაცხადი: Amos, De Gea, Johnstone, Lindegaard, Blackett, Blind, Jones, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Vermijl, Anderson, Di Maria, Fellaini, Fletcher, Herrera, James, Januzaj, Mata, Young, Falcao, W Keane, Van Persie, Wilson.

დისკვალიფიკაციის გამო მატჩს "იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი გამოტოვებს. ანხელ დი მარია კი ბარძაყის დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს. მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენის შანსი პირველად აქვს მაიკლ კერიკს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"ჩელსი"


ტრავმირებულები: მიკელი, რემი.
დისკვალიფიკაცია: ასპილიკუეტა (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: კოშტა, რამირესი, შურლე.
განაცხადი: Courtois, Cech, Ivanovic, Luis, Fabregas, Zouma, Ake, Oscar, Hazard, Drogba, Mikel, Salah, Matic, Willian, Cahill, Terry, Christensen, Boga, Baker, Schwarzer, Solanke..

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ჩელსის" ფორვარდის, დეიგო კოშტას თამაში, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს გამოჯანმრთელებას. შესაძლოა შემადგენლობაში დაბრუნდნენ რამირესი და მიკელი, ხოლო ასპილიკუეტა სამ მატჩს გამოტოვებს "კრისტალ პალასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 12 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-წ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.

მიმდინარე სეზონის 8 ტურის შემდეგ "იუნაიტედს" ერთი ქულით მეტი აქვს მოპოვებული, ვიდრე შარშან დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ ჰქონდა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში ლუი ვან გაალის შეგირდებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა - "ქპრ"-სა და "ბარნლისთან".

2014 წელს "იუნაიტედს" პრემიერ-ლიგის არც ერთ 11 შეხვედრაში არ მოუპოვებია გამარჯვება, რომლის პირველი ტაიმიც დათმო - 3 ფრე, 8 მარცხი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"ჩელსი"


1 ადგილი, 22 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-ფ-მ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


"ჩელსი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მარცხის სიმწვავე არ უგემია. მოურინიოს შეგირდებმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს.

მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგის უკანასკნელ 11 შეხვედრაში არც ერთხელ არ დამარცხებულა - 9 მოგება, 2 ფრე.

"ლურჯებს" პრემიერ ლიგის 7 გასვლით შეხვედრაში არც ერთი მარცხი არ განუცდიათ - 6 მოგება, 1 ფრე.

"ჩელსი" მიმდინარე სეზონში თითოეულ შეხვედრაში იტანს გოლს. მიმდინარე სეზონის 8 შეხვედრიდან 7 მატჩში ლონდონელებმა მოწინააღმდეს 2 ან მეტი გოლი გაუტანეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, დი მარია - 3-3 გოლი.

"იუნაიტედის" კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი დავიდ დე ხეასთვის 50-ე უგოლო მატჩი იქნება.

"იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ანხელ დი მარიამ 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. 2014 წელს მან 18 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ოთხით აღემატება ევროპის წამყვანი ჩემპიონატის ფეხბურთელთა შედეგებს.

რობინ ვან პერსის "ჩელსის" კარში 6 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ თითოეული მათგანი "სტემფორდ ბრიჯზე".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენა - ეს ნებისმიერი სხვა გუნდის შედეგს აღემატება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირები: კოშტა - 9 გოლი.

პრემიერ-ლიგის ეგიდით გამართულ 8 შეხვედრაში სესკ ფაბრეგასმა 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი, 7 საგოლე გადაცემა.

თუ კი ჯონ ტერი ითამაშებს, იგი პრემიერ ლიგაში 430-ე შეხვედრას ჩაატარებს და ფრენკ ლამპარდს გადაასწრებს.

"ჩელსის" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 14 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს თამაში დაწყებული - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 170-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 72-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჩელსიმ" 48-ჯერ, ხოლო 50 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 22 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 6-ჯერ იმარჯვა.

"ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ სამ შეხვედრაში არც ერთხელ არ დამარცხებულა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ უკანასკნელ ორ შეხვედრაში "ჩელსის" არც ერთი გოლი არ გაუშვია. "ოცნების თეატრზე" "ჩელსის" "მშრალი" სერია 1968 წლიდან 1972 წლამდე კიდევ ერთხელ გაგრძელდა და მაშინ "ლურჯებს" ზედიზედ 5 თამაშში არ ჰქონდათ გოლი მიღებული.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დადებითი შედეგი აქვს - 15 მოგება და 13 მარცხი.

"ჩელსისა" და "იუნაიტედის" უკანასკნელი სამი შეხვედრიდან ორში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს მსაჯი წითელ ბარათს უჩვენებდა.

სახლში და გასვლაზე

"ჩელსის" სტადიონი

ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 42 მოგება, ფრე -43.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 15 მოგება, ფრე -16.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 29 მოგება, "ჩელსი" - 19 მოგება, ფრე - 24.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჩელსი" - 6 მოგება, ფრე - 8.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ჩელსი"

2013 წელი, 26 აგვისტო

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრომო)

მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2014 00:16
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.


ოლდ ტრაფორდის ქულების დამრიგებელი აღარაა შარშანდელისგან განსხვავებით. მძიმე მატჩი გველის, რუნის არ ყოფნა მაგრად დაეტყობა აქაც გუნდს. ყველაზე მეტად დი მარიას იმედი მაქვს როგორც ყველას ალბათ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
can the reds end Chelsea's unbeaten run? Yes, we can, and I hope we will.

ეს დაუმარცხებელი სერია სინამდვილეში არა 8, არამედ წინ წლის 2, ჩემპიონთა ლიგის 3 და თასის ერთ შეხვედრასაც ითვლის. საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ "სიწითლემ" ბოლო მოუღოს მას.

მთავარია დავიხარჯოთ და გვწამდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მწამს, რომ ხვალ საღამოს ცხრა საათზე ბედნიერი სახეები გვექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: გიორგი
რუნის არ ყოფნა მაგრად დაეტყობა აქაც გუნდს.

კლასის პონტში შეიძლება შემცვლელი უპოვნო მაგრამ მოედანზე რასაც ეგ გააკეთებს იუნაიტედისთვის სხვა ვერ გააკეთებს უბრალოდ. გეთანხმები = )
0
№4
ავტორი: Wardell
25 ოქტომბერი 2014 01:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
სამაგიოეროდ გასვლაზე ვეღარ ვართ ისეთები როგორც შარშან, ჯერ-ჯერობით იმედია.
0
№5
ავტორი: DiMaria
25 ოქტომბერი 2014 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რობინ ვან პერსის "ჩელსის" კარში 6 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ თითოეული მათგანი "სტემფორდ ბრიჯზე"


გამოუსადეგარია... მაგის დუხი არ ვნახო ძირითადში
0
№6
ავტორი: Mufc7
25 ოქტომბერი 2014 09:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
73-ე გამარჯვებას ვიზეიმებთ დღეს, მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: N10
25 ოქტომბერი 2014 12:21
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 289
კარგია რო ფილ დაუდია მსაჯი ყოველთვის მომწონს მაგის ნამსაჯები და შეიძლება დევიდ მოისზე 1 ქულით მეტი მოაგროვა ვან გაალმა მაგრამ გუნდი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ვიდრე შარშან
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ოქტომბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოხ რუნი რუნი... recourse


იმედია კოშტა არ იქნება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თუ კოშტა არ იქნება ადვილად მოვიგებთ. მთავარი მაინც დაცვაში თამაშია, თუ დაცვაში კარგად ვითამაშეთ მაშინ კარგად იქნება ყველაფერი.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2014 13:47
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
ვახო ( G G M U),
თავის მხრივ ეგ არც იმას ნიშნავს, რომ თუ კოშტა იქნება აუცილებლად წავაგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: WAYNE ROONEY 10
25 ოქტომბერი 2014 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
უნდა მოვიგოთ მე მჯერა მანიუსი და ვან გაალის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top