"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველს, ანდერ ერერას ორშაბათს "ვესტ ბრომთან" გასამართ შეხვედრაში თამაშის შანსი აქვს.
"იუნაიტედის" 21 ნომერმა სამი კვირის წინ ნეკნები დაიზიანა, რის გამოც წინასწარი ვარაუდით იგი ექვს კვირას გამოტოვებდა.
თუმცა, ანდერის გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარდა და ესპანელმა ვან გაალს აცნობა, რომ გამაყუჩებელი ინექციის დახმარებით შეუძლია "ვესტ ბრომვიჩთან" ითამაშოს.
ვან გაალს სხვა ვარიანტებიც აქვს - მარუან ფელაინი და მაიკლ კერიკი უკვე მწყობრში არიან და ორივე მათგანს შეუძლია თამაში.
შეგახსენებთ, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" დაპირისპირების შემდეგ "იუნაიტედი" "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.