თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2014, 09:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2478,
კომენტარები: 12
ერერა "ვესტ ბრომთან" თამაშს შეძლებს
ანდერი გამოჯანმრთელდა.
ერერა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველს, ანდერ ერერას ორშაბათს "ვესტ ბრომთან" გასამართ შეხვედრაში თამაშის შანსი აქვს.

"იუნაიტედის" 21 ნომერმა სამი კვირის წინ ნეკნები დაიზიანა, რის გამოც წინასწარი ვარაუდით იგი ექვს კვირას გამოტოვებდა.

თუმცა, ანდერის გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარდა და ესპანელმა ვან გაალს აცნობა, რომ გამაყუჩებელი ინექციის დახმარებით შეუძლია "ვესტ ბრომვიჩთან" ითამაშოს.

ვან გაალს სხვა ვარიანტებიც აქვს - მარუან ფელაინი და მაიკლ კერიკი უკვე მწყობრში არიან და ორივე მათგანს შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" დაპირისპირების შემდეგ "იუნაიტედი" "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.

წყარო: dailymail

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
17 ოქტომბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი არ დავინახო შემადგენლობაშ თორე ფეხით ჩავალ მანჩესტერში და თავზე გადავახევ ვან გაალს იმ ბლოკნოტს სულ თან რო დააქვს rage
0
№12
ავტორი: Macklemore
18 ოქტომბერი 2014 01:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან კარგი, ვალენსაიამაც ასეა თუ ისე გაართვა თავი, მაგრამ სად ვალენსია და სად ერერა. გვჭირდება ეს კაცი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top