ბრაიან მაკკლერის თქმით, ტომ ქლევერლი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდეს.
ლუი ვან გაალის მოსვლას, ქლევერლის "ასტონ ვილაში" იჯარის წესით გადასვლა მოჰყვა.
გუნდში ანხელ დი მარიას, ანდერ ერერასა და დეილი ბლინდის მოსვლამ ტომ ქლევერლის შანსები უფრო შეამცირა და თავად ინგლისელმაც განაცხადა, რომ "იუნაიტედის" რიგებში მან სავარაუდოდ უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა.
თუმცა, აკადემიის დირექტორი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი და 25 წლის ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდული" კარიერა ჯერ კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.
"არ იცი რა შეიძლება მოხდეს, რადგან ის მხოლოდ იჯარის წესით თამაშობს "ვილაში". ვფიქრობ, ის კარგი ფეხბურთელია."
"როცა 12 წლის იყო "ბრედფორდიდან" გადმოვიყვანეთ. 16 წლის ასაკში კი სტიპენდია არ შეგვითავაზებია."
"ის სკოლის მოსწავლე იყო და იმდენად ბეჯითად მუშაობდა, რამდენადაც შეეძლო. სკოლის დამთავრების პერიოდში ის ფიზიკურად მოძლიერდა და პროფესიონალური კონტრაქტი მიიღო."
"მას სურდა თავისი ქვეყნის ნაკრებში და პრემიერ-ლიგის შეხვედრებში ეთამაშა." - განაცხადა მაკკლერმა.