თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2014, 09:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 12
მაკკლერი: "ქლევერლის დაბრუნება შეუძლია"
ქლევერლი შესაძლოა "იუნაიტედს" დაუბრუნდეს.
მაკკლერი:
ბრაიან მაკკლერის თქმით, ტომ ქლევერლი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდეს.

ლუი ვან გაალის მოსვლას, ქლევერლის "ასტონ ვილაში" იჯარის წესით გადასვლა მოჰყვა.

გუნდში ანხელ დი მარიას, ანდერ ერერასა და დეილი ბლინდის მოსვლამ ტომ ქლევერლის შანსები უფრო შეამცირა და თავად ინგლისელმაც განაცხადა, რომ "იუნაიტედის" რიგებში მან სავარაუდოდ უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა.

თუმცა, აკადემიის დირექტორი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი და 25 წლის ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდული" კარიერა ჯერ კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

"არ იცი რა შეიძლება მოხდეს, რადგან ის მხოლოდ იჯარის წესით თამაშობს "ვილაში". ვფიქრობ, ის კარგი ფეხბურთელია."

"როცა 12 წლის იყო "ბრედფორდიდან" გადმოვიყვანეთ. 16 წლის ასაკში კი სტიპენდია არ შეგვითავაზებია."

"ის სკოლის მოსწავლე იყო და იმდენად ბეჯითად მუშაობდა, რამდენადაც შეეძლო. სკოლის დამთავრების პერიოდში ის ფიზიკურად მოძლიერდა და პროფესიონალური კონტრაქტი მიიღო."

"მას სურდა თავისი ქვეყნის ნაკრებში და პრემიერ-ლიგის შეხვედრებში ეთამაშა."
- განაცხადა მაკკლერმა.

წყარო: M.E.N
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: nika1997
16 ოქტომბერი 2014 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მოვიდეს რტომაც არა იქენბ მართლაც მაგარ იგახდეს
0
№12
ავტორი: Macklemore
18 ოქტომბერი 2014 01:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
როგორც ბევრმა ინგლისელმა ამანაც შეწყვიტა განვითარება, არადა იყო დრო სქოულზს ადარებდნენ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top