"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "წითლების" უნარი უახლოეს მატჩებში გამოჩნდება.
ლუი ვან გაალის შეგირდები ორშაბათს საღამოს "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდებიან, რასაც პრემიერ-ლიგის ფავორიტებთან, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირება მოჰყვება.
გარი ნევილმა ოფიციალურ საიტს HMV Football Extravaganza-ს მიერ მოწყობილ საღამოზე მისცა ინტერვიუ, რომელზეც რაიან გიგზი ფეხბურთში მიღწეული წარმატებისთვის "ფეხბურთის ლეგენდის" ტიტულით დააჯილდოვეს.
"ვფიქრობ, ეს ამაღელვებელი დროა. მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ამაღელვებელი იქნება. მომდევნო შეხვედრებში, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს და რომელსაც აუცილებლად დავესწრები დავინახავთ, თუ რა დონეზე იმყოფება გუნდი."
"იუნაიტედისთვის" რთული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და თუ ამას მოახერხებენ, დიდ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ. ამჟამად მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ვნახოთ, რომელ ადგილზე ვიქნებით რამდენიმე კვირის შემდეგ. ჯერ-ჯერობით არავისზე ძლიერად არ ვთამაშობთ. ვიცი, რომ "ევერტონთან" გამართული საშინაო შეხვედრაც არის გუნდის საზომი, მაგრამ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" აუცილებლად ვიხილავთ, თუ რა დონეზე იმყოფება გუნდი."
"ჩელსისა" და "სიტის" ხშირად ვადევნებ თვალს და მინდა ვთქვა, რომ "ჩელსი" ამჟამად საუკეთესო გუნდია. ამის შესახებ არ შევცდები. მაგრამ, ყოველთვის მჯეროდა, რომ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელსაც დიდი კლუბების დამარცხება შეუძლია. იმ წლებშიც კი, როცა დიდებულად არ გამოვიყურებოდით, მაგ. 2000 წელს, ყოველთვის მჯეროდა, რომ "არსენალის" ამბიციებისა და "ჩელსის" დამხობა შეგვეძლო - თუ არ ვცდები დარენ ფლეთჩერმა გაიტანა ერთხელ, როცა მოურინიო წვრთნიდა მათ."
"თამაში ორ კვირაშია და "იუნაიტედი" მას ელოდება. "ჩელსი" ევროპაში ითამაშებს და იმედი მაქვს "იუნაიტედი" მას პრობლემებს შეუქმნის. ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება და ჟოზე მოურინიომ ეს იცის."