თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2014, 19:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2602,
კომენტარები: 14
ნევილი: "მალე ყველაფერი გამოჩნდება"
ნევილის აზრით უახლოეს პერიოდში ყველაფერი ნათელი იქნება.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "წითლების" უნარი უახლოეს მატჩებში გამოჩნდება.

ლუი ვან გაალის შეგირდები ორშაბათს საღამოს "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდებიან, რასაც პრემიერ-ლიგის ფავორიტებთან, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირება მოჰყვება.

გარი ნევილმა ოფიციალურ საიტს HMV Football Extravaganza-ს მიერ მოწყობილ საღამოზე მისცა ინტერვიუ, რომელზეც რაიან გიგზი ფეხბურთში მიღწეული წარმატებისთვის "ფეხბურთის ლეგენდის" ტიტულით დააჯილდოვეს.

"ვფიქრობ, ეს ამაღელვებელი დროა. მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ამაღელვებელი იქნება. მომდევნო შეხვედრებში, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს და რომელსაც აუცილებლად დავესწრები დავინახავთ, თუ რა დონეზე იმყოფება გუნდი."

"იუნაიტედისთვის" რთული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და თუ ამას მოახერხებენ, დიდ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ. ამჟამად მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ვნახოთ, რომელ ადგილზე ვიქნებით რამდენიმე კვირის შემდეგ. ჯერ-ჯერობით არავისზე ძლიერად არ ვთამაშობთ. ვიცი, რომ "ევერტონთან" გამართული საშინაო შეხვედრაც არის გუნდის საზომი, მაგრამ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" აუცილებლად ვიხილავთ, თუ რა დონეზე იმყოფება გუნდი."

"ჩელსისა" და "სიტის" ხშირად ვადევნებ თვალს და მინდა ვთქვა, რომ "ჩელსი" ამჟამად საუკეთესო გუნდია. ამის შესახებ არ შევცდები. მაგრამ, ყოველთვის მჯეროდა, რომ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელსაც დიდი კლუბების დამარცხება შეუძლია. იმ წლებშიც კი, როცა დიდებულად არ გამოვიყურებოდით, მაგ. 2000 წელს, ყოველთვის მჯეროდა, რომ "არსენალის" ამბიციებისა და "ჩელსის" დამხობა შეგვეძლო - თუ არ ვცდები დარენ ფლეთჩერმა გაიტანა ერთხელ, როცა მოურინიო წვრთნიდა მათ."

"თამაში ორ კვირაშია და "იუნაიტედი" მას ელოდება. "ჩელსი" ევროპაში ითამაშებს და იმედი მაქვს "იუნაიტედი" მას პრობლემებს შეუქმნის. ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება და ჟოზე მოურინიომ ეს იცის."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
16 ოქტომბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ყოველთვის მჯეროდა, რომ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელსაც დიდი კლუბების დამარცხება შეუძლია. იმ წლებშიც კი, როცა დიდებულად არ გამოვიყურებოდით."♥ მეც მჯერა და მთავარია,ახლაც დაამტკიცონ ეგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2014 12:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
ჯონსი და ერერა გვაკლია


ორივე იქნება + კერიკი სმოლინგი ევანსიც დაბრუნდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ოქტომბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ტრამვირებულები დაგვიბრუნდებიან, თორე ესე ძაან გავიჭირდება.
0
№14
ავტორი: PaLoMo
16 ოქტომბერი 2014 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Age naxavt chelsim astonvilastan tu ar gamaza tamahi da arc maribortan unaitedi chaxaxavs uechveli geunebi

Crystalpalasstan kaco astonvila saidan movxie:d imedi maqvs zaha dagvexmareba da problemebs sheuqmnischeliss dacvas:dan dautranvvvs maimc vinmes :d palasis mcvelebi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top