სამშაბათს პრემიერ-ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა თავის მრავალრიცხოვან კოლექციას კიდევ ერთი პრიზი, "ფეხბურთის ლეგენდის" ჯილდო შეჰმატა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ყოველწლიურ საქველმოქმედო წვეულებაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფეხბურთისა და მუსიკის საზოგადოებებს ერთად კრებს და რომლისგან შემოსული თანხაც ნორდოფ რობინსის ფონდში ირიცხება.
გიგზი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ლუი ვან გაალის ასისტენდი გახდა, "იუნაიტედის" ისტორიაში მეოთხე ადამიანია, ვინც ზემოაღნიშნული პრიზი მიიღო - მანამდე მისი მფლობელები სერ ალექს ფერგიუსონი, ერიკ კანტონა და დენის ლოუ გახდნენ.

"ფეხბურთის ლეგენდის პრიზის" მიღება ჩემთვის დიდი პატივი და დაპრივილეგიაა, განსაკუთრებით როცა წარსულში ვიხედები და ამ პრიზის მფლობელთა სიას ვხედავ."
"მოუთმენლად ველოდები საღამოს დაწყებას და მეგობრებთან ერთად ნორდოფ რობინსის ფონდისთვის ფულის შეგროვებას." - განაცხადა გიგზმა წვეულების დაწყებამდე.
40 წლის უელსელი სცენას თავისი მეგობრებთან და "კლას 92"-ს წევრებთან ერთად შეუერთდა, რომელთა რიგებში ძმები ნევილები, ნიკი ბატი და პოლ სქოულზი იყვნენ.
თუმცა რაიან გიგზს პრიზი "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ბრაიან რობსონმა გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონი საღამოს ვერ ესწრებოდა, იგი დიდ ეკრანზე ჩაერთო წვეულების დამსწრეებს, რათა გიგზისთვის თბილი სიტყვები ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრიზით გასულ წელს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დააჯილდოვეს.
Football Extravaganza -მ კი თავის 19-ე წლისთავზე ნორდოფ რობინსის ფონდისთვის 6 მლნ. ფუნტი შეკრიბა.
წყარო:
dailymail