თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2014, 11:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 12
გიგზმა "ფეხბურთის ლეგენდის" პრიზი მიიღო
გიგზი თავის კოლექციას კიდევ ერთ პრიზს მატებს
გიგზმა
სამშაბათს პრემიერ-ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა თავის მრავალრიცხოვან კოლექციას კიდევ ერთი პრიზი, "ფეხბურთის ლეგენდის" ჯილდო შეჰმატა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ყოველწლიურ საქველმოქმედო წვეულებაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფეხბურთისა და მუსიკის საზოგადოებებს ერთად კრებს და რომლისგან შემოსული თანხაც ნორდოფ რობინსის ფონდში ირიცხება.

გიგზი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ლუი ვან გაალის ასისტენდი გახდა, "იუნაიტედის" ისტორიაში მეოთხე ადამიანია, ვინც ზემოაღნიშნული პრიზი მიიღო - მანამდე მისი მფლობელები სერ ალექს ფერგიუსონი, ერიკ კანტონა და დენის ლოუ გახდნენ.

გიგზმა "ფეხბურთის ლეგენდის" პრიზი მიიღოგიგზმა "ფეხბურთის ლეგენდის" პრიზი მიიღო

"ფეხბურთის ლეგენდის პრიზის" მიღება ჩემთვის დიდი პატივი და დაპრივილეგიაა, განსაკუთრებით როცა წარსულში ვიხედები და ამ პრიზის მფლობელთა სიას ვხედავ."

"მოუთმენლად ველოდები საღამოს დაწყებას და მეგობრებთან ერთად ნორდოფ რობინსის ფონდისთვის ფულის შეგროვებას."
- განაცხადა გიგზმა წვეულების დაწყებამდე.

40 წლის უელსელი სცენას თავისი მეგობრებთან და "კლას 92"-ს წევრებთან ერთად შეუერთდა, რომელთა რიგებში ძმები ნევილები, ნიკი ბატი და პოლ სქოულზი იყვნენ.

თუმცა რაიან გიგზს პრიზი "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ბრაიან რობსონმა გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონი საღამოს ვერ ესწრებოდა, იგი დიდ ეკრანზე ჩაერთო წვეულების დამსწრეებს, რათა გიგზისთვის თბილი სიტყვები ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრიზით გასულ წელს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დააჯილდოვეს.

Football Extravaganza -მ კი თავის 19-ე წლისთავზე ნორდოფ რობინსის ფონდისთვის 6 მლნ. ფუნტი შეკრიბა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
16 ოქტომბერი 2014 07:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ არის ლეგენდა რადგან თავის ძმის ცოლი ასიამოვნა :D (ლოსერპულისფანისლოგიკა)
0
№12
ავტორი: Mufc7
16 ოქტომბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენი ლეგენდა♥ მე დავბერდები და ეს მაინც უბერებელი დარჩება:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top