კრისტოფერ იოჰანსენის მიერ შედგენილი დიაგრამა ნათლად ასახავს უკანასკნელი 4-5 სეზონის განმავლობაში ვან პერსის სარგებლიანობის მაჩვენებელს.
დიაგრამა გვიჩვენებს 2009/2010 წლების სეზონიდან 2014/15 წლების სეზონამდე 90 წუთის განმავლობაში ვან პერსის მიერ კარში დარტყმის რაოდენობას.
ამის შემდეგ იოჰანსენმა გვაჩვენა, რომ ვან პერსის შედეგიანობის უკუსვლა არა მარტო კარში დარტყმებს ეხება. წლიდან წლამდე ვან პერსის მიერ გაკეთებული საგოლე პასები სულ უფრო და უფრო მცირდება.
დიაგრამა გვიჩვენებს 2009/2010 წლების სეზონიდან 2014/15 წლების სეზონამდე 90 წუთის განმავლობაში ვან პერსის მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობას.
შემტევი წვლილიასეთი ფეხბურთელების გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. საეჭვოა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა შეძლოს სახიფათო მომენტებისა და გოლების გატანის შანსის გამოყენება. რუნი, ვან პერსი, დი მარია, მატა, ფალკაო - რთულია თითოეულმა მათგანმა ერთდროულად აჩვენოს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
შემტევი ფეხბურთელების წვლილის ასახვამ გვაიძულა
ლიდერებზე დამოკიდებულების მეტრიკა შეგვექმნა. ადრე, თუ კი ფეხბურთელი საგოლე პასს ან კარში დარტყმას არ განახორციელებდა მისი მოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა. მაგრამ ახლა შემტევ წვლილში ჩაითვლება ქმედება, რომელსაც ფეხბურთელი შეტევის დროს უკანასკნელ ოთხ მოქმედებაში ჩაიდენს.
თამაშის სტილის სხვადასხვაობის გამო შემტევი ხაზის ფეხბურთელს შეიძლება შედეგიანობის დათვლისას სირთულეები გაუჩნდეს. ზოგიერთი თავდამსხმელი იმით განსხვავდება, რომ ჯაჭვური თამაში იზიდავს, ზოგიერთს კი უბრალოდ გოლის გატანა სურს. სწორედ ამიტომ არის მართებული უკანასკნელი ოთხი შეხების გათვალისწინება.
მოდით ვნახოთ, რა როლს თამაშობს ამჟამად ვან პერსი.
რობინ ვან პერსის წვლილი შეტევაშიკრისტოფერ იოჰანსენის დიაგრამიდან ვიგებთ, რომ წლების განმავლობაში ეცემოდა არა მარტო რობინ ვან პერსის მიერ კარში დარტყმების, არამედ მის მიერ გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობაც. ეს თავისთავად არ არის პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად დიდებული ფეხბურთელები ჰყავს ლუი ვან გაალს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვან პერსი უკვე გაღვივებულ შეტევაში იღებს მონაწილეობას. უფრო ადრეულ სტადიებს კი კრისტოფერ იოჰანსენი არ ითვალისწინებს.
ვან პერსის შეუძლია "იუნაიტედის" შეტევის მთავარი ფიგურა გახდეს, თუ კი მისი მოქმედებები დი მარიას, რუნისა და ფალკაოს კარში დარტყმის საშუალებას მისცემს. ამ შემთხვევაში შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის 2014 წლის ვერსია უფრო მეტად არის გათვლილი გუნდურ თამაშზე. მაგრამ არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე?
შემტევ წვლილის მაჩვენებელი:
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რობინი სამაგალითოა 2010/2011 და 2012/2013 წლების სეზონში, რამეთუ გუნდის მოქმედების თითქმის 50%-ში ერთვებოდა.
2013/2014 წლების სეზონში ნაჩვენებია ვარდნა - რობინმა შეტევების მხოლოდ 39%-ში მიიღო მონაწილეობა. მოცემულ ცხრილში ჩვენ მოედანზე გატარებული წუთები განვიხილეთ. გასულ სეზონში რობინმა მოედანზე მხოლოდ 1700 წუთი გაატარა, წინა ორ სეზონში კი 3500 და 3350 წუთი შესაბამისად. ნათელია, რომ გასულ წელს რობინი თავის ფიზიკურ ფორმას ებრძოდა. არც ეს წელი დაუწყია რობინს დამაჯერებლად. "მანჩესტერ იუნაიტედის" კომბინაციების მხოლოდ 38%-ში იღებდა მონაწილეობას. ეს ძალიან მცირე მაჩვენებლია იმასთან შედარებით, რასაც იგი "არსენალში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" აჩვენებდა (სერ ალექსის დროს).
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ინდივიდუალური მოქმედებები:
შეიძლება ითქვას, რომ სეზონი ახლახანს დაიწყო, მაგრამ "იუნაიტედის" 6 ფეხბურთელს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანს. როგორ მოხდა ისე, რომ ანდერ ერერას უფრო დიდი წვლილი მიუძღვნის შეტევაში, ვიდრე რობინ ვან პერსის? "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის შეტევას რობინის გარეშე ავითარებს.
არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედში" არსებული შეტევის სიძლიერის გამო რობინ ვან პერსი სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს. ყოველ შემთხვევაში, ის სწორედ ასეთ ფორმაში იმყოფება. მატა, რუნი, ფალკაო, ერერა - მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ შემტევის პოზიციაზე.
რობინი მცირე ხნის წინ 31 წლის გახდა და ეს მის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ რობინ ვან პერსი თამაშის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.
დავა ორი თავდამსხმელის შესახებ"თვითერ"-საუბრებში საიმონ გლიჰმა შეამჩნია, რომ ჰოლანდიურმა პრესამ რობინ ვან პერსისა და ჰუნტელაარის გამო ალიაქოთი ატეხა. ორ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებდნენ და არკვევდენ, თუ რომლის გამოსვლა იქნებოდა მართებული ყაზახეთის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში. არჩევანი ვან პერსიზე შეჩერდა, თუმცა 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჰუნტელაარმა თითქმის მაშინვე გაათანაბრა ანგარიში.
ჩვენი სტატია ვან პერსის ეხება, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მასში ჰუნტელაარის სტატისტიკის ჩართვა.
ვან პერსი და ჰუნტელაარიროცა ვან პერსი ფორმის პიკში იმყოფებოდა არ გვიჩნდებოდა კითხვა იმის თაობაზე, თუ რომელი ფეხბურთელის შედეგიანობა იყო უკეთესი. თუმცა ახლა 2014 წლის მიწურულია.
მოდით გადავხედოთ ჰუნტელაარის შემტევი წვლილის სტატისტიკას.
2010/12 წლების სეზონში ჰუნტელაარმა "შალკეს" შეტევების 35%-ში მიიღო მონაწილეობა და ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმავე წელს ვან პერსის მაჩვენებელი. თუმცა, რობინის შესაძლებლობებს დრო თავისას უშვრება, ჰუნტელაარის შედეგიანობას კი თითქოს ვერაფერს უხერხებს. ამასთან ერთად, ორივე ფორვარდი თანატოლია - მათ შორის სხვაობა 6 დღეა.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ შემტევი მოქმედების წვლილი ყველაფრის გათვალისწინებით არ ხდება. ის არ გვაძლევს შანსების ხარისხის შეფასების საშუალებას. შანსების დათვლას, რომლებიც გოლებში იზრდება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ორ სხვადასხვაგვარ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ვაფასებთ.
წყარო:
statsbomb