თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2014, 18:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2596,
კომენტარები: 15
იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?
არის თუ არა ვან პერსი ძირითადში თამაშის ღირსი?
იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?
კრისტოფერ იოჰანსენის მიერ შედგენილი დიაგრამა ნათლად ასახავს უკანასკნელი 4-5 სეზონის განმავლობაში ვან პერსის სარგებლიანობის მაჩვენებელს.

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?

დიაგრამა გვიჩვენებს 2009/2010 წლების სეზონიდან 2014/15 წლების სეზონამდე 90 წუთის განმავლობაში ვან პერსის მიერ კარში დარტყმის რაოდენობას.


ამის შემდეგ იოჰანსენმა გვაჩვენა, რომ ვან პერსის შედეგიანობის უკუსვლა არა მარტო კარში დარტყმებს ეხება. წლიდან წლამდე ვან პერსის მიერ გაკეთებული საგოლე პასები სულ უფრო და უფრო მცირდება.

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?

დიაგრამა გვიჩვენებს 2009/2010 წლების სეზონიდან 2014/15 წლების სეზონამდე 90 წუთის განმავლობაში ვან პერსის მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობას.


შემტევი წვლილი

ასეთი ფეხბურთელების გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. საეჭვოა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა შეძლოს სახიფათო მომენტებისა და გოლების გატანის შანსის გამოყენება. რუნი, ვან პერსი, დი მარია, მატა, ფალკაო - რთულია თითოეულმა მათგანმა ერთდროულად აჩვენოს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

შემტევი ფეხბურთელების წვლილის ასახვამ გვაიძულა ლიდერებზე დამოკიდებულების მეტრიკა შეგვექმნა. ადრე, თუ კი ფეხბურთელი საგოლე პასს ან კარში დარტყმას არ განახორციელებდა მისი მოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა. მაგრამ ახლა შემტევ წვლილში ჩაითვლება ქმედება, რომელსაც ფეხბურთელი შეტევის დროს უკანასკნელ ოთხ მოქმედებაში ჩაიდენს.

თამაშის სტილის სხვადასხვაობის გამო შემტევი ხაზის ფეხბურთელს შეიძლება შედეგიანობის დათვლისას სირთულეები გაუჩნდეს. ზოგიერთი თავდამსხმელი იმით განსხვავდება, რომ ჯაჭვური თამაში იზიდავს, ზოგიერთს კი უბრალოდ გოლის გატანა სურს. სწორედ ამიტომ არის მართებული უკანასკნელი ოთხი შეხების გათვალისწინება.

მოდით ვნახოთ, რა როლს თამაშობს ამჟამად ვან პერსი.

რობინ ვან პერსის წვლილი შეტევაში


კრისტოფერ იოჰანსენის დიაგრამიდან ვიგებთ, რომ წლების განმავლობაში ეცემოდა არა მარტო რობინ ვან პერსის მიერ კარში დარტყმების, არამედ მის მიერ გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობაც. ეს თავისთავად არ არის პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად დიდებული ფეხბურთელები ჰყავს ლუი ვან გაალს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვან პერსი უკვე გაღვივებულ შეტევაში იღებს მონაწილეობას. უფრო ადრეულ სტადიებს კი კრისტოფერ იოჰანსენი არ ითვალისწინებს.

ვან პერსის შეუძლია "იუნაიტედის" შეტევის მთავარი ფიგურა გახდეს, თუ კი მისი მოქმედებები დი მარიას, რუნისა და ფალკაოს კარში დარტყმის საშუალებას მისცემს. ამ შემთხვევაში შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის 2014 წლის ვერსია უფრო მეტად არის გათვლილი გუნდურ თამაშზე. მაგრამ არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე?

შემტევ წვლილის მაჩვენებელი:

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რობინი სამაგალითოა 2010/2011 და 2012/2013 წლების სეზონში, რამეთუ გუნდის მოქმედების თითქმის 50%-ში ერთვებოდა.

2013/2014 წლების სეზონში ნაჩვენებია ვარდნა - რობინმა შეტევების მხოლოდ 39%-ში მიიღო მონაწილეობა. მოცემულ ცხრილში ჩვენ მოედანზე გატარებული წუთები განვიხილეთ. გასულ სეზონში რობინმა მოედანზე მხოლოდ 1700 წუთი გაატარა, წინა ორ სეზონში კი 3500 და 3350 წუთი შესაბამისად. ნათელია, რომ გასულ წელს რობინი თავის ფიზიკურ ფორმას ებრძოდა. არც ეს წელი დაუწყია რობინს დამაჯერებლად. "მანჩესტერ იუნაიტედის" კომბინაციების მხოლოდ 38%-ში იღებდა მონაწილეობას. ეს ძალიან მცირე მაჩვენებლია იმასთან შედარებით, რასაც იგი "არსენალში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" აჩვენებდა (სერ ალექსის დროს).

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ინდივიდუალური მოქმედებები:

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?


შეიძლება ითქვას, რომ სეზონი ახლახანს დაიწყო, მაგრამ "იუნაიტედის" 6 ფეხბურთელს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანს. როგორ მოხდა ისე, რომ ანდერ ერერას უფრო დიდი წვლილი მიუძღვნის შეტევაში, ვიდრე რობინ ვან პერსის? "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის შეტევას რობინის გარეშე ავითარებს.

არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედში" არსებული შეტევის სიძლიერის გამო რობინ ვან პერსი სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს. ყოველ შემთხვევაში, ის სწორედ ასეთ ფორმაში იმყოფება. მატა, რუნი, ფალკაო, ერერა - მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ შემტევის პოზიციაზე.

რობინი მცირე ხნის წინ 31 წლის გახდა და ეს მის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ რობინ ვან პერსი თამაშის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.

დავა ორი თავდამსხმელის შესახებ

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?


"თვითერ"-საუბრებში საიმონ გლიჰმა შეამჩნია, რომ ჰოლანდიურმა პრესამ რობინ ვან პერსისა და ჰუნტელაარის გამო ალიაქოთი ატეხა. ორ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებდნენ და არკვევდენ, თუ რომლის გამოსვლა იქნებოდა მართებული ყაზახეთის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში. არჩევანი ვან პერსიზე შეჩერდა, თუმცა 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჰუნტელაარმა თითქმის მაშინვე გაათანაბრა ანგარიში.

ჩვენი სტატია ვან პერსის ეხება, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მასში ჰუნტელაარის სტატისტიკის ჩართვა.

ვან პერსი და ჰუნტელაარი

როცა ვან პერსი ფორმის პიკში იმყოფებოდა არ გვიჩნდებოდა კითხვა იმის თაობაზე, თუ რომელი ფეხბურთელის შედეგიანობა იყო უკეთესი. თუმცა ახლა 2014 წლის მიწურულია.

მოდით გადავხედოთ ჰუნტელაარის შემტევი წვლილის სტატისტიკას.

იმსახურებს ვან პერსი ძირითადში ადგილს?


2010/12 წლების სეზონში ჰუნტელაარმა "შალკეს" შეტევების 35%-ში მიიღო მონაწილეობა და ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმავე წელს ვან პერსის მაჩვენებელი. თუმცა, რობინის შესაძლებლობებს დრო თავისას უშვრება, ჰუნტელაარის შედეგიანობას კი თითქოს ვერაფერს უხერხებს. ამასთან ერთად, ორივე ფორვარდი თანატოლია - მათ შორის სხვაობა 6 დღეა.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ შემტევი მოქმედების წვლილი ყველაფრის გათვალისწინებით არ ხდება. ის არ გვაძლევს შანსების ხარისხის შეფასების საშუალებას. შანსების დათვლას, რომლებიც გოლებში იზრდება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ორ სხვადასხვაგვარ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ვაფასებთ.

წყარო: statsbomb
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
14 ოქტომბერი 2014 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგრად არის ამოვარდნილი ფორმიდან...
0
№12
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
როგორც შენ ჩემზე

ასაკი ემატება და ძნელია ისევ ისე თამაში მოსთხოვო მითუმეტეს ამდენი ტრავმის ფონზე. მაგრად უკლო პერსიმ მითუმეტეს წელს. როცა გუნდს ასეთი შეტევის ხაზი ჰყავს ჩემია ზრით რუნი ფალკაოს დუეტი უკეთესი იქნებოდა და მატაც არ დაიჩაგრებოდა
0
№13
ავტორი: Wardell
14 ოქტომბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გამოსავლად როტაცია მიმაჩნია და არც არავინ დაიჩაგრება მითუმეტეს რო შეტევაში დიდი არჩევანი გვაქ შეიძლება ცვალოს სამეული თითოეულ თამაშში ეს მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება, შედეგისთვისაც და მოწინააღმდისთვისაც დამაბნეველი იქნება, სად ზუსტად რომ იცი ვინ ითამაშებს და მოარგებ შენ სისტემას იმ გუნდს და სად როცა აზრზე არ ხარ როგორი ტაქტიკა უნდა აარჩიო ))) მატა-რუნი-ფალკაო-რვპ ნებისმიერი სამი ამ ოთხეულიდან დიდი ძალა იქნება და სკამიც უფრო "საშიში" გახდება
0
№14
ავტორი: MANUTD FAN.
14 ოქტომბერი 2014 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
იმის და მიუხედავად რო პერსი ძალიან მევასება უკვე მეორე სეზონია არაფერს აღარ აკეთებს მოედანზე და იმასთან შედარებით რასაც თამაშობს რუნი და ფალკაო მაშინ ხო ეს ზამენაზეა დასასმელი მაგრამ მე მაინც არ მინდა ამის ზამენაზე გაშვება მახსოვს ამის სეზონებო ბომბარდირი რო იყო ხოლმე და იმის იმედი კიდევ მაქვს რო ისევ დაიწყებს გოლების გატანას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№15
ავტორი: beka
15 ოქტომბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ჩემი აზრით აუცილებლად გაიხსნება და ბევრ გამარჯვების მომტან გოლსაც გაიტანს შეთამაშება აკლიათ თორე იდეალური წინა ხაზი გვყავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top