თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 20:49
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 13
,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''
რას წარმოადგენს რუნი ინგლისის ნაკრებისათვის ?
,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''
ტალინში დაფიქსირებულმა შედეგმა, რომლის მიხედვითაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს მინიმალური სხვაობით 1-0 სძლია, ინგლისელთა კაპიტნის უეინ რუნის თამაშის ხარისხზე ახალი ტალღები ააგორა.მოდი ერთად ვნახოთ თუ რა რეაქციები ჰქონდათ ჟურნალისტებს რუნის თამაშზე.

BBC Radio 5 - ის ჟურნალისტი

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს. ბევრი მის შესახებ ისე საუბრობს, თითქოს ის კრიშტიანუ რონალდუ იყოს. მას თავდაჯერებულობა აღარ აქვს. ცდილობს რომ ყველაზე კარგად ითამაშოს, მაგრამ პირიქით ხდება და ყველაზე ცუდი თამაში სწორედ მას გამოსდის. როი ჰოჯსონმა ფეხბურთელები არსებული ფორმის მიხედვით რომ აარჩიოს, რუნი ძირითადში ვერ მოხვდებოდა. მან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ეს იყო ის, რისი გაკეთებაც მოახერხა ორი მატჩის განმავლობაში. ბევრია ეს ?! ''

BBC-ის ექსპერტი დენი მილზი

,,მან ნაკრების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელად რჩება. შესაძლებელია მას მეტი თავდაჯერებულობა მართებს, მაგრამ მან გაიტანა და ესაა მთავარი. სხვებმა კი რაიმე ღირებულის გაკეთება და თავის გამოჩენა ვერ შეძლეს''

შეტევის დასრულება რუნისთვის ამ მატჩში მართლაც წარმოადგენდა პრობლემას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მაგრამ მან შეძლო თავისი თავის პოვნა და 73–ე წუთზე გოლიც გაიტანა. ამ მომენტში მან ზუსტადაც რომ აჩვენა თავისი მაღალი კლასი. ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა უკვე 43–მდე გაზარდა. ახლა ის ბობი ჩარლტონს 6 გოლით ჩამორჩება, ხოლო ჯიმი გრივზს მხოლოდ 1–ით. თუ მის რეალიზაციას ყურადღებას არ მივაქცევთ, კარგად დავინახავთ რომ ინგლისელთა გამარჯვებაში რუნიმ უდიდესი როლი ითამაშა.

ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''

ნაკრებში ჩატარებული მატჩები

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''

თუ უეინი შეძლებს და ტრავმებს ააცილებს თავს, ძალიან მალე ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდება, გადაასწრებს რა ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს. მაგრამ როგორც სჩანს ეს ფაქტიც კი ვერ დაარწმუნებს რუნის კრიტიკოსებს იმაში, რომ რუნი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.

Carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
13 ოქტომბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ერთ წელს ითანაშებს მეორეს ჩაგდებს. ურუგვაის და არგენტინის ნაკრებში ეს ძირითადში ვერ მოხდებოდა. ინგლის ის მატჩი რომ ვერ მოეგო ამის ბრალიც იქნებოდა ისეთI მომენტები მაზა რო
კვირაში 300 ათას რომ გიხდიან ის მომენტები უდნა გამოიყენო სხვა რამე თავდამსხმელს არ ევალება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 ოქტომბერი 2014 21:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მას თავდაჯერებულობა აღარ აქვს.


რუნის მისამართით უამრავი მაკრიტიკებელი სიტყვა მომისმენია, მაგრამ მსგავსი იდიოტობა არასოდეს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ოქტომბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Malboro463,
რა შუაშია 300 ათასი??? რახან ამხელა ხელფას უხდიან ყველა მომენტი უნდა გამოიყენოს??? თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყოდი რო რუნი ურუგვაის ან თუნდაც არგენტინის ნაკრებში ვერ მოხვდებოდათქო. შეიძლება ბევრი ვერ გაიტანა, მაგრამ ინგლისის ნაკრები რო დიდი ხანია ფარჩაკი ნაკრებია ეხლა გაიგე???


ზოგი ჟურნალისტი რა დაბოღმილიააა... ერთ ადგილას აკოცეთ რუნის fellow
0
№4
ავტორი: DiMaria
13 ოქტომბერი 2014 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვახო ( G G M U),
რა შუაშია ბრატ და იმ შუაშია, რომ როცა ფეხბურთელი ჭამ და ძღები არ უნდა აგივარდეს თავში და როცა ხელფასს დო ხუია ითხოვ იმის ცენზურაც უნდა გქონდეს, რომ შესაბამისად ითამაშო. თუ არადა მოჯექი და რასაც გიხდიან ის იკმარე
0
№5
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როი ჰოჯსონმა ფეხბურთელები არსებული ფორმის მიხედვით რომ აარჩიოს, რუნი ძირითადში ვერ მოხვდებოდა


და ვის დააყენებდნენ ლამბერტს თუ იმას იტყვიან რო უელბეკი ჯობია ფორვარდად? როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს დღეს ინგლისის ნაკრებს რუნისნაირი ფეხბურთელი არ ჰყავს და დაახტეს ღორი სტარიჯი თავის კოჭლი ლამბერტიანად. ერთი სტერლინგის იმედადაა ხალხი და ვნახოთ ეგეც რას იზამს. მარა რუნი თუ ათიანზე არ იდგება ფორვარდად დაგდგება, შეიძლება დაცვაშიც დააყენოს სადაც ფლანგზე ათამაშა არ გამიკვირდება ეგეც
0
№6
ავტორი: GeorgianDevil
13 ოქტომბერი 2014 21:46
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
გიორგი,
მიყვარს შენი კომენტარები wink დაახტეს ღორი სტარიჯი თავის კოჭლი ლამბერტიანად wink მთელი ინგლისი რუნის უნდა უკოცნიდეს ფეხებს, რუნიზე მაგარი არავინ არ ჰყავთ და შეიგნებენ იმედია

RojoDiablo,
კაცი გაიზარდა პირიქით დადუღდა და ესენი რაც გაიძახიან კიდე ! იმენა ლივერპულის ფანები არიან ალბათ wink
0
№7
ავტორი: ლადო
13 ოქტომბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს იუნაიტედზე დაბოღმილი ხალხი wink პირამიდის წვერიდან აიღეთ რაზგონი, რუნი კერინგტონზე გელოდებათ fellow wink
0
№8
ავტორი: Malboro463
13 ოქტომბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ვახო ( G G M U),
რა შუაშია გეტყვი მაგასაც.
მარტო რუნიზე არ ვამბობ ყველა თავდამსხმელზე
ბოლო წუთზე რომ გაეშვა ინგლს და ვერ მოეგო ვისი ბრალი იქნებოდა სულ მკვდარი 4 მომენტი ქონდა იყო იმის შესაძლებლობა რომ ამის გა რდა კიდე 2 ბურთი გაექვითა მარა 16 წლის გამოუცდელი ბიჯივით თამაშობს და ვერ გაქვს. ხოდა ამდენ თანხას რომ გიხდიან და ამხელა ხელფასზე ზიხარ ასეთი მონეტები უნდა გამოიყენო თორე ხაზე ტამში აგერ ლორენტესაც ეხერხება და მასეთ მომენტებს ხუთში ერთს ისიც გაიტანს. სამწუხაროდ ჩვენს თავდამსხმელებს ეგ პრობლემა აწუხებთ.

GeorgianDevil,
გიორგი,
მაგარზე არა საუბარი აქ მომბარდირობაზე და უკეთესობაზე რომ გაქვს პ რეტენზია ასეთი #რი ბურთები არუ დნა მაზო რისგან განსხვავდება მაშინ სხვა ფეხბურთელებისგან ვერ გავიგე? ამ ბოლო დროს ვერც კლას ვხედავ და ვერც მონდომებას
0
№9
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2014 02:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მესის აკრიტიკებენ უკვე და რა გიკვირთ : ) იანგს არავინ დაუწყებს გაკრიტიკებას ეს ლოგიკურია. ამდენი მომენტის ვერ გამოყენების ბრალია, მაგრამ რუნი რუნია და ექსპერტებს ისევ ჩააგდებინებს ხმას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ოქტომბერი 2014 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
DiMaria,
აჰა ესეიგი კვირაში 10 ათასი რო ქონდეს ხელფასი მერე აღარ გააკრიტიკებდით ხოო?? wink თქვენი ჯიბიდან მიდის??? თუ დაუმსახურებლად აძლევენ იმ ხელფასს??? რა შუაშია აქ ფული, როცა ჩვენ ნაკრებზე ვლაპარაკობთ. რა ლივერპულის ფანებივით ლაპარაკობთ, რუნი რაღაცას რო ვერ გაიტანს და ეგრევე ხელფას რო მივარდებიან ხოლმე. კიდე გიმეორებთ, რახან ამხელა ხელფასი აქვს იმას არ ნიშნავს რო ყველა მომენტი უნდა გამოიყენოს. თუ არადა ისიც იცით რას წარმოადგენს მანჩესტერი რუნით და რუნის გარეშე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top