თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 20:49
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2535,
კომენტარები: 13
,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''
რას წარმოადგენს რუნი ინგლისის ნაკრებისათვის ?
,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''
ტალინში დაფიქსირებულმა შედეგმა, რომლის მიხედვითაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს მინიმალური სხვაობით 1-0 სძლია, ინგლისელთა კაპიტნის უეინ რუნის თამაშის ხარისხზე ახალი ტალღები ააგორა.მოდი ერთად ვნახოთ თუ რა რეაქციები ჰქონდათ ჟურნალისტებს რუნის თამაშზე.

BBC Radio 5 - ის ჟურნალისტი

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს. ბევრი მის შესახებ ისე საუბრობს, თითქოს ის კრიშტიანუ რონალდუ იყოს. მას თავდაჯერებულობა აღარ აქვს. ცდილობს რომ ყველაზე კარგად ითამაშოს, მაგრამ პირიქით ხდება და ყველაზე ცუდი თამაში სწორედ მას გამოსდის. როი ჰოჯსონმა ფეხბურთელები არსებული ფორმის მიხედვით რომ აარჩიოს, რუნი ძირითადში ვერ მოხვდებოდა. მან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ეს იყო ის, რისი გაკეთებაც მოახერხა ორი მატჩის განმავლობაში. ბევრია ეს ?! ''

BBC-ის ექსპერტი დენი მილზი

,,მან ნაკრების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელად რჩება. შესაძლებელია მას მეტი თავდაჯერებულობა მართებს, მაგრამ მან გაიტანა და ესაა მთავარი. სხვებმა კი რაიმე ღირებულის გაკეთება და თავის გამოჩენა ვერ შეძლეს''

შეტევის დასრულება რუნისთვის ამ მატჩში მართლაც წარმოადგენდა პრობლემას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მაგრამ მან შეძლო თავისი თავის პოვნა და 73–ე წუთზე გოლიც გაიტანა. ამ მომენტში მან ზუსტადაც რომ აჩვენა თავისი მაღალი კლასი. ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა უკვე 43–მდე გაზარდა. ახლა ის ბობი ჩარლტონს 6 გოლით ჩამორჩება, ხოლო ჯიმი გრივზს მხოლოდ 1–ით. თუ მის რეალიზაციას ყურადღებას არ მივაქცევთ, კარგად დავინახავთ რომ ინგლისელთა გამარჯვებაში რუნიმ უდიდესი როლი ითამაშა.

ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''

ნაკრებში ჩატარებული მატჩები

,,უეინ რუნი ძირითადში თამაშს არ იმსახურებს''

თუ უეინი შეძლებს და ტრავმებს ააცილებს თავს, ძალიან მალე ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდება, გადაასწრებს რა ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს. მაგრამ როგორც სჩანს ეს ფაქტიც კი ვერ დაარწმუნებს რუნის კრიტიკოსებს იმაში, რომ რუნი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.

Carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2014 09:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ქით თოქინგ ბიჩეზ, ჰი ვილ მეიქ იუ შათ აფ ეგეინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: AkkRed
14 ოქტომბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ბოღმიანობა დაიალერსება აქა თუ იქ
0
№13
ავტორი: Malboro463
14 ოქტომბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ვახო ( G G M U),
შენ სულ სხვა რამეს ამბობ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top