თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 19:51
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2398,
კომენტარები: 12
იქნება ერერა ახალი სქოულზი ?
გახდება თუ არა ესპანელი ახალგაზდრა ლეგენდარული ნახევამრცველის შემცვლელი
იქნება ერერა ახალი სქოულზი ?
,,მანჩესტერული'' კარიერა ერერასათვის ბრწყინვალედ დაიწყო და ახლა ის გუნდის ერთ–ერთ მთავარ ფიგურად ითვლება.

მაშინ, როდესაც შეტევის წინა ხაზის მთავარი მოქმედი პირები ფალკაო და დი მარია არიან, ანდერ ერერა და დეილი ბლინდი თავიანთ საქმეს ნახევარდაცვაში შესანიშნავად ართმევენ თავს.

რამდენიმე წლის წინ ,,იუნაიტედი'' მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს გამოეთხოვა, კლუბში ახალი ნახევარმცველების ეპოქა დაიწყო. პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულა, მაგრამ მალე ის კვლავ დაბრუნდა გუნდში, რაც იმას მიუთითებდა რომ მისი შემცველი ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი.

იქნება ერერა ახალი სქოულზი ?


2011/12 წლების სეზონი კერიქისათვის წარმატებული გამოდგა. გავიხსენოთ, რომ მას გულშემატკივრებმა ახალი 'ჩანტიც მიუძღვნეს და იგი სქოულზს შეადრეს. რა თქმა უნდა ეს გაზვიადებაა, მართლაც ძნელად წარმოსადგენია რომ კერიქი ლეგენდარული სქოულზის დონის მოთამაშეა.

კერიქის ძლიერი მხარეები ზუსტ მოკლე გადაცემებსა და პოზიციების ზუსტ შერჩევაშია. მომენტების შექმნა და გოლების გატანა მას არც ისე კარგად გამოსდის, როგორც ამას სქოულზი აკეთებდა.

მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ერერასთან მიმართებაში, ესპანელმა 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

არა ერთი ბურთი პოლ სქოულზს შორი დისტანციიდან აქვს გატანალი. ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, რომ ერერა ამ კომპონენტში კარგად გამოიყურება, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნაში კი შეიძლება კიდეც სჯობნის სქოულზს.

თავი სათამაშო მანერით, ის არამარტო პოლ სქოულზს, არამედ ბრაიან რობსონსაც წააგავს. სქოულზს ხშირად აკრიტიკებდნენ დაცვაში ცუდი თამაშის გამო, რობსონი კი უბურთოდაც ირჯებოდა და შეტევაშიც კარგად გამოიყურებოდა.

იქნება ერერა ახალი სქოულზი ?


უნდა ითქვას, რომ პოლ სქოულზი მეტი იყო ვიდრე უბრალო ფეხბურთელი. ის ,,იუნაიტედის'' უდიდესი ნაწილია, რომელმაც განვითარების ყველა სტადია გაიარა იმისთვის, რათა მსოფლიოს საუკეთესოთა შორის მოხვედრილიყო.

ერერა მართალია სქოულზის გზისგან შორსაა, მაგრამ მისი მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოს დროში მას მსოფლიოს წამყვან ნახევარმცველთა შორის მოხვედრა შეუძლია. თუ ის ამ ტემპით გააგრძელებს წინსვლას, მაშინ ის ამ დონეს მალე მიაღწევს.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgianDevil
13 ოქტომბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
გამარჯობათ მეგობრებო. დრო არ მაქ რომ ჩემი ''უხეირო'' სტატიები ვწერო wink ახლა ვისვენებ და მაგიტომ, მენატრებით ყველა და იცოდეთ რომ წელს მაგარი წელი გველის წინ love ამაზე კიდე კი სქოულზი ეს კი არა ვერავინ ვერ გახდება, მარა კარგი ფეხბურთელი გვეყოლება მისი სახით
0
№2
ავტორი: Malboro463
13 ოქტომბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
იქნება ერერა ახალი სქოულზი ?

პოლის ნახევარიც ვერ იქნება
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ოქტომბერი 2014 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სქოულზი რამდენად გახდება ვერ გეტყვით, მაგრამ მჯერა რომ ერერა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება მანჩესტერისთვის.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ საგოლე მომენტების შექმნაში კი შეიძლება კიდეც სჯობნის სქოულზს

ეჰჰ wink

სქოულზის შეცვლა ვერა და ვერ მოახერხა გუნდმა და კიდევ დიდი ხანი ვერ ვიპოვით ალბათ პოლისნაირ ფეხბურთელს. მაგრამ ერერა კარგი ფეხბურთელია და ნელ–ნელა გუნდის ერთ–ერთ მთავარ ძალად ჩამოყალიბდება ნახევარდაცვაში. ჩემი აზრით სქოულზთან მაგის შედარება დიდი სირცხვილია
0
№5
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რიჟა სულ სხვა იყო მისი პასები უბრალოდ საოცრება იყო ერერა უბრალოდ კარგი ფეხბურთელია
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 ოქტომბერი 2014 21:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პოლი ვერა, მაგრამ შეუძლია უბრალოდ ახალი ისტორიის დამწერი იყოს. ამისთვის სულაც არ არის საჭირო სხვა ფეხბურთელს ჰგავდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
13 ოქტომბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერერას დედაც როცა სქოულზი აქააა
0
№8
ავტორი: chudikone
13 ოქტომბერი 2014 22:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შვიდივე კომენტარი წავიკითხე და მაგრად ტეხავს ბიჭებო, მაგრად ტეხავს. თავებს ნუ დაიბრმავებთ. შეუცვლელი არავინაა და ერერას რას უწუნებთ ვერ გავიგე. ეგრე ვინ წარმოიდგენდა რომ დერიკ როუზი მვპ გახდეობდა წინა წელს, მაგრამ კარგი პასუხი კი გასცა ჟურნალისტს "რატომაც არა" რატომაც არ ვიფიქრებდი რომ ერთხელ მვპ გავხდებოდიო. ამიტომ წინასწარ ნურავინ ნურაფერს ვიტყვით. რატომაც არ გახდება შემდეგი სქოულზი ერერა ? იქნებ აჯობოს კიდეც ?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: DiMaria
ერერას დედაც როცა სქოულზი აქააა


საღოლ საღოლ : ) რატომ აგინებ 1 მიზეზი მითხარი? რახანდ სქოულზი არ დაიბადა მაგიტომ დედა უნდა აგინო კაცს? რა მიდგომაა რა ლოგიკაა ?

და ვაფშე რა არის აქ საღადაო? არავინ არ იცის ვინ რა იქნება მომავალში. სქოულზის დიდ ფეხბურთელობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სირცხვილია ესეთი კომენტარები. ვინ ვისი ნახევარი იქნება ამას წლები გავა და გავიგებთ და შევაფასებთ მერე. ერერას კიდე იმხელა პოტენციალი აქვს რომ თუ ეგრე განაგრძო ზრდა და პროგრესი გუნდის ლიდერი გვეყოლება მისი სახით. ყველაფერი აქვს ტიპს რაც კი შეიძლება კარგ ლდიერს ჰქოდნეს.

chudikone,

გეთანხმები დაჩი ყველაფერში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
VaRdo,
გაიხარე, შენც გეთანხმები ყველანაირად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top