თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 19:51
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 12
იქნება ერერა ახალი სქოულზი ?
გახდება თუ არა ესპანელი ახალგაზდრა ლეგენდარული ნახევამრცველის შემცვლელი
იქნება ერერა ახალი სქოულზი ?
,,მანჩესტერული'' კარიერა ერერასათვის ბრწყინვალედ დაიწყო და ახლა ის გუნდის ერთ–ერთ მთავარ ფიგურად ითვლება.

მაშინ, როდესაც შეტევის წინა ხაზის მთავარი მოქმედი პირები ფალკაო და დი მარია არიან, ანდერ ერერა და დეილი ბლინდი თავიანთ საქმეს ნახევარდაცვაში შესანიშნავად ართმევენ თავს.

რამდენიმე წლის წინ ,,იუნაიტედი'' მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს გამოეთხოვა, კლუბში ახალი ნახევარმცველების ეპოქა დაიწყო. პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულა, მაგრამ მალე ის კვლავ დაბრუნდა გუნდში, რაც იმას მიუთითებდა რომ მისი შემცველი ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი.

იქნება ერერა ახალი სქოულზი ?


2011/12 წლების სეზონი კერიქისათვის წარმატებული გამოდგა. გავიხსენოთ, რომ მას გულშემატკივრებმა ახალი 'ჩანტიც მიუძღვნეს და იგი სქოულზს შეადრეს. რა თქმა უნდა ეს გაზვიადებაა, მართლაც ძნელად წარმოსადგენია რომ კერიქი ლეგენდარული სქოულზის დონის მოთამაშეა.

კერიქის ძლიერი მხარეები ზუსტ მოკლე გადაცემებსა და პოზიციების ზუსტ შერჩევაშია. მომენტების შექმნა და გოლების გატანა მას არც ისე კარგად გამოსდის, როგორც ამას სქოულზი აკეთებდა.

მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ერერასთან მიმართებაში, ესპანელმა 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

არა ერთი ბურთი პოლ სქოულზს შორი დისტანციიდან აქვს გატანალი. ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, რომ ერერა ამ კომპონენტში კარგად გამოიყურება, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნაში კი შეიძლება კიდეც სჯობნის სქოულზს.

თავი სათამაშო მანერით, ის არამარტო პოლ სქოულზს, არამედ ბრაიან რობსონსაც წააგავს. სქოულზს ხშირად აკრიტიკებდნენ დაცვაში ცუდი თამაშის გამო, რობსონი კი უბურთოდაც ირჯებოდა და შეტევაშიც კარგად გამოიყურებოდა.

იქნება ერერა ახალი სქოულზი ?


უნდა ითქვას, რომ პოლ სქოულზი მეტი იყო ვიდრე უბრალო ფეხბურთელი. ის ,,იუნაიტედის'' უდიდესი ნაწილია, რომელმაც განვითარების ყველა სტადია გაიარა იმისთვის, რათა მსოფლიოს საუკეთესოთა შორის მოხვედრილიყო.

ერერა მართალია სქოულზის გზისგან შორსაა, მაგრამ მისი მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოს დროში მას მსოფლიოს წამყვან ნახევარმცველთა შორის მოხვედრა შეუძლია. თუ ის ამ ტემპით გააგრძელებს წინსვლას, მაშინ ის ამ დონეს მალე მიაღწევს.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
14 ოქტომბერი 2014 16:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი პირადი აზრია ^^ პოლზე საუკეთესო არავინ იყო მაგრამ მჯერა რო ერერა იქნება love
0
№12
ავტორი: PaLoMo
14 ოქტომბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Arasodes damaviwyeba2008 wels polis sajaromos garedan gatanili goli barcas karshi ramac chvrn finalshi gagviyvana da chels chavudet
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top