იტალიური გაზეთის Corriere dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსი" არტურო ვიდალის გასაყიდად მზადაა და მის ჩანაცვლებას ხუან მატათი აპირებს. სერია ა-ს გიგანტი "იუნაიტედს" გაცვლას სთავაზობს, რაზეც "წითლები" თანახმანი არიან.
ვიდალს კლუბიდან წასვლა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა, მაგრამ "იუვენტუსმა" ამის ნება არ მისცა. მისი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა 78.400 ფუნტიანი ჯარიმის შემდეგ. რაც შეეხება მატას, გუნდში მისი ადგილი არასტაბილური გახდა ფალკაოს ტრანსფერის შემდეგ. უეინ რუნიმ ესპანელის პოზიცია დაიკავა, ხუანი კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ამას დელ ბოსკეს უცნაური გადაწყვეტილებაც დაემატა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მატა განაცხადში არ შეიყვანა. ასე რომ, ტრანსფერი რეალურია და ის შეიძლება ზამთარში ვიხილოთ.