თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2014, 17:06
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2632,
კომენტარები: 22
მატა ვიდალის ნაცვლად?
იტალიელები "იუნაიტედს" გარიგებას სთავაზობენ
მატა ვიდალის ნაცვლად?
იტალიური გაზეთის Corriere dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსი" არტურო ვიდალის გასაყიდად მზადაა და მის ჩანაცვლებას ხუან მატათი აპირებს. სერია ა-ს გიგანტი "იუნაიტედს" გაცვლას სთავაზობს, რაზეც "წითლები" თანახმანი არიან.

ვიდალს კლუბიდან წასვლა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა, მაგრამ "იუვენტუსმა" ამის ნება არ მისცა. მისი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა 78.400 ფუნტიანი ჯარიმის შემდეგ. რაც შეეხება მატას, გუნდში მისი ადგილი არასტაბილური გახდა ფალკაოს ტრანსფერის შემდეგ. უეინ რუნიმ ესპანელის პოზიცია დაიკავა, ხუანი კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ამას დელ ბოსკეს უცნაური გადაწყვეტილებაც დაემატა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მატა განაცხადში არ შეიყვანა. ასე რომ, ტრანსფერი რეალურია და ის შეიძლება ზამთარში ვიხილოთ.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
12 ოქტომბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
4-3-3ზე ფლანგზე შეიძლება რუნი გავიდეს, დაჟე არც ეგაა მთლად ფლანგის ფეხბურთელი და პერსი-ფალკაო საერთოდ! მატას კი რაღაც მომენტში სისწრაფე აკლია და ართმევაზეც ძალიან სუსტია, მაურინიომაც მაგიტო გამოუშვა გუნდიდან!! მე თუ მკითხავთ მანჩესტერი თავის ჩვეულ ტაქტიკას უნდა დაუბრუნდეს ანუ 4-4-2ს !!
0
№12
ავტორი: chestersa
12 ოქტომბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
კიდევ ერთი ძალიან ძალიან ძალიან დიდი სისულელე იქნება ეს თუ გაკეთდა!!! ვიდალი უბრალოდ აღარ არის საჭირო როცა ერერა ბლინდია გუნში!!! მატას სანაცვლოდ ხო ვაბშე სისულელეა თუ გინდათ კოჭლ იანგს გამოუშვებთ და ფულს დაგიმატებთ კიდე ძალიან ძალიან ბევრს მაგას თუ მოგვაშორებთ!!!
0
№13
ავტორი: deqstera
12 ოქტომბერი 2014 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
chestersa
ეს მატა რა გევასებათ, ჯერ ერთი ისედაც ამოვარდნილია მერე მეორე ფლანგზე მისი სარგებლობის კოეფიციენტი ძალიან იკლებს და გამოკვეთილი გამთამაშებლით კიდე არც ვთამაშობთ და იმედია არც ვითამაშებთ ასე რომ მისი წასვლა ნაღდად არმეწყინება და მითუმეტეს ვიდალს ან პოგბას თუ მოიყვანენ!!

თან ვიდალი გაცილებით მეტ პოზიციაზე თამაშობს, უფრო შედეგიანიც არის, უფრო მეტსაც იბრძვის როგორც დაცვაში ისე შეტევაში და რაც არის პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი მებრძოლია და უფრო სწრაფიც არის როგორც შეტევაში გადასვლისას ისე პრესინგის დროს!! და პრესინგი ცალკე თემაა, უკეთ თამაშობსთქო ცუდი ნათქვამი იქნება, ერთ-ერთი საუკეთესოა პრესინგის დროს ვიდალი მაშინ როცა მატა თითქმის ვერთამაშობს პრესინგს!!
0
№14
ავტორი: Manchester_M
12 ოქტომბერი 2014 21:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არც მინდა და არც ვეთანხმები ამ ბარტერს ჯერ ერთი მატა უფრო ახალგაზრდა მერეც ძან მაგარი პიროვნებაა ფორმაზე თუა ლაპარაკი ვიდალი ვფიქრობ მატაზე ცუდ ფორმაშია მოკლედ რა არ ღირს :X თან იუვე ფული დამატებას მოითხოვს გადააშენონ ძაღლი ვიდალი აქედან :X
0
№15
ავტორი: deqstera
12 ოქტომბერი 2014 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
Manchester_M
უფრო ახალგაზრდა?? მაგაზე ხაზგასმა ღირს მაშინ როცა მინიმუმ 3წელია სხვაობა ამათ შორის კი 1წელია მარტო და ვიდალის პლიუსები ზევით ჩამოგიწერე რაც აქვს მატასთან, მატას პლიუსში რას ჩაწერ?? თან ისე მანჩესტერმა რომ გამოიყენოს!!

ძირითადად ფლანგზე უწევს თამაში, სადაც ძალიან სუსტია და ვიდალი თავისი ფიზიკური მონაცემების და სისწრაფის ხარჯზე გაცილებით უკეთესი იქნება! ერერა-ბლინდიდან ერთ-ერთმა ტრავმა რომ მიიღოს უკან ვერდაწევ რადგან საყრდენად არშეუძლია თამაში მაშინ როცა საყრდენადაც ყველას აჯობებს ვიდალი მანჩესტერში! შეტევით პოტენციალს რაც შეეხება ვიდალს გაცილებით მეტი გოლებიც გააქვს და პლიუს არარის აუცილებელი მაინცდამაინც კონკრეტული პოზიცია მისცე თავისი ნიჭI რო წარმოაჩინოს!!

ვიდალის შედეგიანობა სერია A-ს სისუსტეს რო არდაბრალდეს(არადა იქ უფრო რთულია გოლის გატანა), ჩემპიონთა ლიგაზე მათი გამოსვლა შევადაროთ!!
მატა: 30თამაში - 6გოლი
ვიდალი: 16თამაში - 8გოლი
ანუ ვიდალი საშუალოდ 2თამაშში ერთხელ იტანს, მატა კი 5თამაშში ერთხელ!!!
0
№16
ავტორი: Malboro463
12 ოქტომბერი 2014 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ამ კაცს ვიდალს რატო ადარებთ ვერ გავიგე სხვადასხვა პოზიცის მოტამშები არიან. ამას რა პლიუსებიც აქვს ის ვიდალს არ აქვს და პირიქით. ათიანზე ვიდალი ვერ ითამშებს ისევე როგროც ეს ჩამშლელად ვიდალი თU ამაზე კარგ ფორმაში გგონიათ შემცდარხართ. არამგონაი ლუისმა 4-4-2 ით ითამშოს მომავალი სეზონიდან
ვიდალს ხედირა მირჩევნია ეგ მოიყვანონ ჯობია იაფიც ჯდება
0
№17
ავტორი: deqstera
12 ოქტომბერი 2014 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
Malboro463
არავის არვადარებ, ვამბობ იმას რომ ვიდალი უფრო სასარგებლო იქნება იუნაიტედისთვის ვიდრე მატა არისთქო!! გამოკვეთილი 10იანით მანჩესტერმა ბოლოს როდის ითამაშა გახსოვს?? არვთამაშობთ მასე და მოკალი ეხლა, სხვა სტილის ფეხბურთელები გვყავს და მარტო მატას გულისთვის უნდა შეცვალონ სტილი??
0
№18
ავტორი: DiMaria
12 ოქტომბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმ სტატიის მერე მატაში ეჭვი შემეპარა
0
№19
ავტორი: Malboro463
12 ოქტომბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
deqstera,
გუნდი შენების პროცესშია რა შემადგენლობაც გვყავს და რა ტაქტიკაც მოერგება იმით თამშობს ლუი
იანვარში გაუშვებენ რამოდენიმე ფეხბჯურთელს და დაიმატებენ კიდეც თუ მატა საჭირო არა არავინ გაჩერებს ეხლა თუ არა შეიძლება სამომავლო გეგმებში შედის და მერე გადაწყოს 4-2-1-2-1 ზე ბაიერნს რო ათამაშებდა.
0
№20
ავტორი: Macklemore
13 ოქტომბერი 2014 00:33
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი ლუიმ უკეთ იცის როგორ ჯობს. მატა ძალიან მომწონს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top