თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 18:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3130,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" ლილი მიიპატიჟა
პატარა "ეშმაკი" "ოლდ ტრაფორდზე" თამაშს დაესწრება.
მოგეხსენებათ მცირე ხნის წინ გავრცელდა "მანჩესტერ იუნაიტედის" პატარა გულშემატკივრის, ლილი რეი დოილის ვიდეო, რომელშიც იგი დედას სკოლაში წასვლის წინ ლურჯი ფორმის გახდასა და წითელი მაისურის ჩაცმას სთხოვს.

მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, M.E.N.-ის ჟურნალისტები ლილის დედას გაესაუბრნენ, რათა ბავშვის ტირილის მიზეზი დაედგინათ, რაზეც ფაიე კამინსმა უპასუხა:

"ვიცოდი, რომ ეს არ მოეწონებოდა. ის უბრალოდ გიჟდება "იუნაიტედზე". მას ყველაფრის კეთება "იუნაიტედთან" დაკავშირებით მოსწონს. ის ამ კლუბითაა გარემოცული."

"ფორმა დიდი ხნის წინ ვიყიდეთ და გვჯეროდა, რომ მის დაყოლიებას შევძლებდით. არაფერიც! ეს უბრალოდ კოშმარი იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ, როცა სკოლაში მოუხდება წასვლა. ძალიან რთული იქნება მისი დაყოლიება."

"უსიამოვნოა იმის ხილვა, რომ ჩემი გოგონა ასე ბრაზდება, მაგრამ იმედი მაქვს მიეჩვევა ახალ ფორმას. მას რომელიმე ფეხბურთელისადმი კი არ აქვს წადილი, არამედ მთლიანად "იუნაიტედისადმი" და რა თქმა უნდა მის გარდერობში ამ გუნდის მხოლოდ წითელი ფორმებია. ვიდეო ძალიან სასაცილო გამოვიდა, იმედი მაქვს სხვებს ღიმილს მოჰგვრის."


ვიდეოსთვის გვერდი არ აუვლია კლუბსაც და ლილის ფორმის მესამე კომპლექტი გაუგზავნა.

"იუნაიტედმა" ლილი მიიპატიჟა


პოსტი ქართულად: "ლილი, შენ შეგიძლია ატარო ლურჯი, მაგრამ იყო წითელი! ჩვენ ჩვენი გუნდის ფორმის მესამე კომპლექტს გიგზავნით და გვსურს თამაშზე დაგპატიჟოთ. მალე შევხვდებით!"



წყარო: MEN
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 18:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორ მღერისს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2014 18:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შემიყვარდა ეს ბავშვი wink love

კლუბი ყურადღების გარეშე არავის ტოვებს
0
№3
ავტორი: RedTeen
11 ოქტომბერი 2014 18:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ვაიმე რა სიცოცხლეა... love როგორ უყვარს "იუნაიტედი"... love დიდი გოგო გაიზარდე.. <3
0
№4
ავტორი: Nistelrooy
11 ოქტომბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ჰაჰა საყვარელიიიი <3
0
№5
ავტორი: chudikone
11 ოქტომბერი 2014 20:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი ეს არის ჩემი გუნდი ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Goginashvili777
11 ოქტომბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მეც უნდა ვიტირო და იქნებ რამე ქნან :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: Lev
12 ოქტომბერი 2014 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
love ასე არ ჯობია? wink ძლივს ვნახე გახარებული. მაშინ როგორ ტიროდი? მე კიდე ამის ტირილზე მთელი 20 წუთი გიჟივით ვიცინოდი lol სადისტი ვარ მაშ რა ვარ facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: di maria
12 ოქტომბერი 2014 02:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რა საყვარელი პატარაა love
0
№9
ავტორი: AkkRed
12 ოქტომბერი 2014 12:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნეტა მე ვიყო ბავშვი და ასე ვიბღიალებ მე წითელი ფორმა ჩამაცვით და ტრაფორდზე მომახვედრონ ოღონდაცა რაა :დდ
0
№10
ავტორი: DiMaria
12 ოქტომბერი 2014 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
di maria,
ეს მე ვარ? :D

ძალიან მაგარი ბავშვია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top