თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 18:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3133,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" ლილი მიიპატიჟა
პატარა "ეშმაკი" "ოლდ ტრაფორდზე" თამაშს დაესწრება.
მოგეხსენებათ მცირე ხნის წინ გავრცელდა "მანჩესტერ იუნაიტედის" პატარა გულშემატკივრის, ლილი რეი დოილის ვიდეო, რომელშიც იგი დედას სკოლაში წასვლის წინ ლურჯი ფორმის გახდასა და წითელი მაისურის ჩაცმას სთხოვს.

მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, M.E.N.-ის ჟურნალისტები ლილის დედას გაესაუბრნენ, რათა ბავშვის ტირილის მიზეზი დაედგინათ, რაზეც ფაიე კამინსმა უპასუხა:

"ვიცოდი, რომ ეს არ მოეწონებოდა. ის უბრალოდ გიჟდება "იუნაიტედზე". მას ყველაფრის კეთება "იუნაიტედთან" დაკავშირებით მოსწონს. ის ამ კლუბითაა გარემოცული."

"ფორმა დიდი ხნის წინ ვიყიდეთ და გვჯეროდა, რომ მის დაყოლიებას შევძლებდით. არაფერიც! ეს უბრალოდ კოშმარი იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ, როცა სკოლაში მოუხდება წასვლა. ძალიან რთული იქნება მისი დაყოლიება."

"უსიამოვნოა იმის ხილვა, რომ ჩემი გოგონა ასე ბრაზდება, მაგრამ იმედი მაქვს მიეჩვევა ახალ ფორმას. მას რომელიმე ფეხბურთელისადმი კი არ აქვს წადილი, არამედ მთლიანად "იუნაიტედისადმი" და რა თქმა უნდა მის გარდერობში ამ გუნდის მხოლოდ წითელი ფორმებია. ვიდეო ძალიან სასაცილო გამოვიდა, იმედი მაქვს სხვებს ღიმილს მოჰგვრის."


ვიდეოსთვის გვერდი არ აუვლია კლუბსაც და ლილის ფორმის მესამე კომპლექტი გაუგზავნა.

"იუნაიტედმა" ლილი მიიპატიჟა


პოსტი ქართულად: "ლილი, შენ შეგიძლია ატარო ლურჯი, მაგრამ იყო წითელი! ჩვენ ჩვენი გუნდის ფორმის მესამე კომპლექტს გიგზავნით და გვსურს თამაშზე დაგპატიჟოთ. მალე შევხვდებით!"



წყარო: MEN
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
13 ოქტომბერი 2014 00:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მიყვარს ასეთი სიახლეები. ვამაყობ რო იუნაიტედის გულშემატკივარივარ!
0
№12
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეც უნდა ვიტირო და გადავიღო ვიდეო :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top