თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 21:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2500,
კომენტარები: 12
ფერგიუსონი: "კაგავა მატას გამო წავიდა"
სერ ალექსი კაგავას წასვლის მიზეზად ხუან მატას მიიჩნევს.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შინჯი კაგავას პერსპექტივებს ხუან მატას მოსვლამ გადაუსვა ხაზი.

მიმდინარე წლის იანვარში "იუნაიტედმა" თავისი სარეკორდო შენაძენი განახორციელა და ხუან მატა 37 მლნ. ფუნტად შეიძინა. მზარდმა კონკურენციამ კაგავას "დორტმუნდში" დაბრუნებისკენ უბიძგა, სადაც ფერგიუსონის აზრით იაპონელი ჩვეულ ფორმას აღიდგენს.

"მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი შინჯით. ის კარგად შეგვეგუა და მიმაჩნდა, რომ თავს კომფორტულად გრძნობდა."

"თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია გააჩნია. როცა მოიესმა ხუან მატა გადაიბირა, კაგავა მიხვდა, რომ ის აღარ იქნებოდა უპირველესი არჩევანი და იმედი დაკარგა."

"მჯერა, რომ "ბორუსიამ" და კაგავამ სწორი არჩევანი გააკეთეს. შინჯი იქ ისე იგრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. კლოპი კი ის მწვრთნელია, რომელიც მას აუცილებელ თავდაჯერებულობას შესძენს."
- განაცხადა სერ ალექსმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 21:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა ჩვენი შარშანდელი შეტევის კრეატიულობა ამათი წყვილის დროს გაცილებით ლაღი და ნათელი იყო, ვიდრე მაშინ, რომელიმე მათგანი მარტო დგებოდა ძირითადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აშკარად მოსწონდა ფერგის კაგავა, მაგრამ რას ვიზავთ. იმედია კაგავა დიდ წარმატებებს მოუტანს ბორუსიას.
0
№3
ავტორი: Wardell
8 ოქტომბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეეეჰ შინჯი შინჯი ვერ დაგაფასეს ((( აყენებდნენ ფლანგზე და ესეც ვერაფერს აკეთებდა ლოგიკურია არადა მატას ყიდვას ამის თამაში მერჩივნა 100ჯერ ((((
0
№4
ავტორი: Manchester_M
8 ოქტომბერი 2014 21:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
და ახლა მატასაც რომ უშვებენ დამანახეთ სად არის ლოგიკა :X
0
№5
ავტორი: Count Alucard
8 ოქტომბერი 2014 22:11
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
1-2 წელიწადში ისევ რომ ვიყიდოთ კაგავა... lol lol lol
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად გამიხარდა კაგავა რო უკან დაბრუნდა, არ იმსახურებდა ეს კაცი სკამზე ჯდომას
0
№7
ავტორი: LizarD
9 ოქტომბერი 2014 02:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიორგი,
+1
0
№8
ავტორი: chudikone
9 ოქტომბერი 2014 03:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეხლა მთავარია მატაც არ გავუშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Lev
9 ოქტომბერი 2014 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
მატას არავინ გაუშვებს. თვითონ არ წავა იმიტომ რომ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი და მჯერა ასეც იზამს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: AkkRed
9 ოქტომბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატა წამსვლელი არაა love შინჯი კიდე ტყუილად 2 წელი დავუკარგეთ ამდენ ხანში ბორუსიაში გიჟი იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top